ვის რამდენი შეხვდება, თუ ივანიშვილი თავის ქონებას საქართველოს მოსახლეობას გაუნაწილებს? - კვირის პალიტრა

ვის რამდენი შეხვდება, თუ ივანიშვილი თავის ქონებას საქართველოს მოსახლეობას გაუნაწილებს?

"რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა

თუ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბლუმბერგი" ავრცელებს.

"ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული "რობინ ჰუდის ინდექსის" თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება. "ბლუმბერგის" ინდექსის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია.

ინდექსში საქართველო მე-11 პოზიციაზეა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია bpn.ge