ჰიბრიდებს - შეღავათი, მარჯვენასაჭიანებს - შეზღუდვა - კვირის პალიტრა

ჰიბრიდებს - შეღავათი, მარჯვენასაჭიანებს - შეზღუდვა

საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს.

კანონპროექტი უკვე მზადაა და თუკი დეპუტატები ამ ინიციატივას გაითვალისწინებენ, შეღავათი 2016 წლიდან ამოქმედდება. პარალელურად კი, უმსხვილესი ავტოიმპორტიორები მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე სპეციალური რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.

როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართვლეოში საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებასა და საცობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება და სპეციალისტები უკვე რამდენიმე თვეა მსჯელობენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. ყველა თანხმდება, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუმცა კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოიმპორტიორი კომპანიის, "კავკასიის ბიზნეს ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი სურგულაძის თქმით, პრობლემას ნაწილობრივ ახალ სტანდარტებზე გადასვლა და მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება მოაგვარებს. "მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში "ევრო 4"-ის სტანდარტი შემოვიდეს. აზერბაიჯანმა ეს სტანდარტი შემოიღო და საქართველოც უნდა მოერგოს იმ ბაზარს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა იაპონიიდან მარჯვნასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა. ეს მიმართულება უკვე პირველ ადგილზეა და რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი ქვეყნების იმპორტს. ეს იაფიანი სეგმენტია. ამის გამო, 2-3 წელიწადში მანქანების უმრავლესობა საქართველოში მარჯვენასაჭიანი იქნება, რაც არანორმალურია. სახელმწიფომ ესეც უნდა დაარეგულიროს, გარკვეული რეგულაციაა მისაღები. ასეთი ავტომობილების აკრძალვის ინიციატივა არსებობდა, თუმცა, როგორც ვიცი, შეჩერდა, ალბათ, სოციალური ფონის გათვალისწინების გამო", - განაცხადა "კომერსანტთან" საუბრისას გიორგი სურგულაძემ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია bpn.ge