პაშა ბანკი - საქართველოს აგრო ფორუმი 2015-ის სპონსორი - კვირის პალიტრა

პაშა ბანკი - საქართველოს აგრო ფორუმი 2015-ის სპონსორი

2015 წლის 19 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოს აგრო ფორუმს, რომელიც ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს აგრო პროექტების მართვის სააგენტოსდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და მხარდაჭერით.

ფორუმი, რომლის ორგანიზატორია APK-InformAgency, ერთ სივრცეში მოუყრის თავს აგრო ინდუსტრიის ორასამდე წარმომადგენელს საქართველოსა და საზღვარგარეთიდან.

პაშა ბანკისთვის, რომელიც რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს, აგრარული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია ინვესტირების კუთხით. ფორუმის დამსწრეებს ექნებათ საშუალება, განიხილონ კაპიტალდაბანდების შესაძლებლობები, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს და აწარმოონ საქმიანიმოლაპარაკებები.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები -აგრო ინდუსტრიის ნედლეულით და ტექნიკით მომმარაგებელი კომპანიები, საინფორმაციო რესურს-ცენტრები, სოფლის სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორები, ლოგისტიკურიკომპანიები, საინვესტიციო ორგანიზაციები აგრო მიმართულებით, საფინანსო ინსტიტუტები და როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურები.

„საქართველოს აგრო ფორუმი მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმას ქმნის აგრო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ამ სექტორში ინვესტირების მსურველთათვის. ჩვენი ბანკისთვის საინტერესოა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში აგრო სექტორის მზარდ პოტენციალს ინვესტირების კუთხით.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

"პაშა ბანკი" ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

®