სილქნეტის მხარდაჭერით დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის ზუსტი მოდელი შეიქმნა - კვირის პალიტრა

სილქნეტის მხარდაჭერით დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის ზუსტი მოდელი შეიქმნა

14 ნოემბერს კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას, პალეო - არტისტმა ჯონ-ანტონი გურჩიმ თავად წარუდგინა ექსპონატი , რომელიც მეცნიერულად ზუსტად ასახავს მილიონ 800 ათასი წლის წინანდელ უძველესს ადამიანს.

რეკონსტრუქცია დარჩება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და მოემსახურება ახალგაზრდა თაობების განათლებისა და მულტინაციონალური სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას. ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა.

კომპანია სილქნეტი აგრძელებს განათლებისა და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობას.

(R)