"საქართველო უკვე ევროპაა" - კვირის პალიტრა

"საქართველო უკვე ევროპაა"

"ვფიქრობ, ყველა ქართველს უნდა ეამაყებოდეს, რომ ამ ავეჯს აქვს წარწერა: "დამზადებულია საქართველოში"

"საქართველოში წარმოებული ავეჯი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს"

ცოტაც და, ეს წელიც მიილევა. ახალი წლის დადგომამდე თვეზე ცოტა მეტი რჩება. ახლა ის დროა, როცა საახალწლო სამზადისისთვის თადარიგი უნდა დავიჭიროთ. ამ დროს ზოგი მოგზაურობას გეგმავს, ზოგი საჩუქრებს ყიდულობს საყვარელი ადამიანებისთვის, ზოგს კი სურს ახალ წელს ახალი ავეჯით შეხვდეს. ავეჯის შერჩევა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. პირველ რიგში ავეჯი კომფორტული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ხარისხიანი, სახლის ინტერიერსაც უხდებოდეს და ხელსაყრელი ფასი ჰქონდეს. ადგილობრივ ბაზარზე როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების ავეჯის დიდი არჩევანია, თუმცა ერთი შეხედვით რთულია განსაზღვრო, რამდენად სწორ არჩევანს აკეთებ, რადგან ავეჯთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც წესი, მისი მოხმარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება. ავეჯის საკითხებში უკეთ გასარკვევად და რამდენიმე ღირებული რჩევისთვის საქართველოში ავეჯის ყველაზე დიდ მწარმოებელს, კომპანია EMBAWOOD -ს მივმართეთ.

ემინ აბასოვი, EMBAWOOD-ის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი: - ავეჯის წარმოებისას ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ადამიანებს ყოველდღიური შეხება აქვთ ავეჯთან, დიდ დროს ატარებენ სამსახურში სამუშაო მაგიდასთან ან საღამოს სახლში დივანზე მოკალათებული ტელევიზორთან, სასადილო ოთახში ან სამზარეულოში. შესაბამისად, მაღალი ხარისხის გარდა, ავეჯი უნდა იყოს კომფორტული და მაქსიმალურად მორგებული ჩვენს საჭიროებებს. აქვე მინდა კომფორტული და ხარისხიანი საძინებლის გარნიტურის მნიშვნელობაც აღვნიშნო. ნორმის შესაბამისად, ადამიანს ღამის განმავლობაში 8 საათი უნდა ეძინოს, ხოლო მისი ჯანსაღი ძილი კომფორტულმა საწოლმა, ხარისხიანმა და სწორად შერჩეულმა მატრასმა უნდა უზრუნველყოს. ავეჯის წარმოებისას ჩვენ ყველა ამ გარემოებას ვითვალისწინებთ. ხარისხის, საუკეთესო დიზაინისა და კომფორტის გარდა, მომხმარებელს უმაღლეს სერვისს ვთავაზობთ. ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქტზე გვაქვს ორწლიანი გარანტია, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხში. ჩვენ არა მხოლოდ ავეჯს, არამედ სრულ კომფორტს ვყიდით.

- კიდევ რისგან შედგება ეს კომფორტი?

- კომფორტი იწყება იმ მომენტიდან, როცა ადამიანი EMBAWOOD -ის რეკლამას ეცნობა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ინფორმაცია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. შემდეგ მიდის ჩვენს მაღაზიაში, ათვალიერებს წარმოდგენილ პროდუქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის მასთან კონსულტანტი და ინტერესდება, კონკრეტულად რა სურს კლიენტს. მაგალითად, მას მოეწონა რბილი ავეჯი, მაგრამ სხვა ფერის სურს. შესაძლოა, მომხმარებელს არა აქვს სათანადო ცოდნა ავეჯის შესახებ, ამიტომ ვეკითხებით დეტალებს და სწორი არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით. ვიღაცას უნდა ავეჯი პატარა ბინისთვის, ვიღაცას - დიდი სახლისთვის, ზოგს მრავალფუნქციური სამზარეულოს შეძენა სურს, ვიღაცის საძინებელში კი მხოლოდ კონკრეტული მოცულობის კარადა ეტევა - ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის არა მხოლოდ ყველა მოთხოვნა, არამედ ყველა კაპრიზი დავაკმაყოფილოთ - შეუძლებელია ჩვენი მაღაზიიდან უკმაყოფილო გამოხვიდე.

მომხმარებელს არ უწევს ფიქრი იმაზე, რომ ავეჯის სახლში მისატანად ავტომობილი უნდა იშოვოს, ხელოსნები უნდა დაიქირაოს ავეჯის ასაწყობად და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთ.

- იმ დროს, როცა EMBAWOOD –ი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, ბაზრის დიდ წილს იმპორტირებული ავეჯი და ავეჯის მცირე მწარმოებლები იკავებდნენ. EMBAWOOD -მა სწრაფად მოახერხა ბაზარზე დამკვიდრება და მოცულობითი წილის დაკავება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მომხმარებლის ასეთი ნდობა?

- ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ იმას, რაც მას სურს და არა იმას, რაც ჩვენ გვაქვს.

საქართველოს ბაზარზე შემოსვლით ჩვენ მომხმარებელს მივეცით ყველაზე მთავარი - არჩევანის შესაძლებლობა. რადგან ჩვენ გვაქვს ავეჯის წარმოება, შესაბამისად, გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ მომხმარებელმა საჭიროების შემთხვევაში შეიძინოს არა მთლიანად საძინებელი გარნიტური, არამედ კონკრეტულად ის ერთი ტუმბო თუ კარადა, რომელიც სჭირდება. იმპორტიორი კი ვერ გაყიდის კომპლექტიდან მხოლოდ ერთ ტუმბოს ან ერთ კარადას.

- საინტერესოა ნედლეული, რომლითაც თქვენი პროდუქცია მზადდება...

- ჩვენ ვთანამშრომლობთ შვიდ თურქულ კომპანიასთან, რომლებიც ნედლეულით ამარაგებენ გერმანიასა და იტალიას, დე-ეს-პე კი ბულგარეთიდან ჩამოგვაქვს. იმის გამო, რომ მასშტაბურ შეკვეთებს ვაკეთებთ, კომპანიები ნედლეულს შეღავათიან ფასში გვაწვდიან. მოკლედ,

ბევრი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია დაბალ ფასად შევთავაზოთ.

რა თქმა უნდა, ბაზარზე უფრო იაფი ავეჯიც იყიდება, მაგრამ მისი ხარისხიც შესაბამისად ძალიან დაბალია. EMBAWOOD–ში კი თქვენ ყიდულობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას ძალიან ხელსაყრელ ფასად. საქართველოში არ გვეგულება მეორე მწარმოებელი, ვისაც EMBAWOOD-ის მსგავსად შეუძლია ასეთი მაღალი ხარისხი და წარმოების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შესთავაზოს ბაზარს. ჩვენი ერთი დანადგარი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე რომელიმე ჩვენი ადგილობრივი კონკურენტის წლიური ბრუნვაა.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტად?

- გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველოს ბაზარზე ჩვენ, როგორც მწარმოებლებს, კონკურენტი არა გვყავს. EMBAWOOD-ს საქართველოში ავეჯის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი აქვს - 35 სავაჭრო ობიექტი. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჭიათურაში, მარტვილში ან დედოფლისწყაროში, არ უნდა ყიდულობდეს ავეჯს თბილისში. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხი, სერვისი და მომსახურება მიიღოს თავის რეგიონში. მხოლოდ თბილისში 7 მაღაზია გვაქვს. თბილისში არსებული EMBAWOOD -ის მაღაზიები არაფრით განსხვავდება რეგიონებში არსებული მაღაზიებისგან.

- მომხმარებელთა ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ადგილობრივი პროდუქცია ნაკლებად ხარისხიანია, ვიდრე უცხოეთში წარმოებული. შეგიძლიათ მოიყვანოთ რამდენიმე მსგავსება და განსხვავება ევროპაში წარმოებულ და EMBAWOOD -ის მიერ საქართველოში წარმოებულ ავეჯს შორის?

- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ EMBAWOOD -ის ავეჯი არაფრით ჩამოუვარდება ევროპულს. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენს ავეჯს ევროპიდან იმპორტირებულთან შედარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობაც აქვს.

ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ მნიშვნელოვნად დაბალი ფასი, რადგან ჩვენს ავეჯს ტრანსპორტირების ხარჯი არ ემატება და ყველაფერს საქართველოში ვაწარმოებთ.

მომხმარებელი არ უნდა მოტყუვდეს, როცა მას სთავაზობენ ვითომდა უკეთესს, თანაც ბევრად მაღალ ფასად. მაგალითად, ავეჯი ჩამოდის ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და სამი-ოთხი სახელმწიფოს საზღვარი უნდა გადაკვეთოს იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. ყველა სახელმწიფოს აქვს საბაჟო მოსაკრებელი, რომელიც ტვირთის გადმომტანმა უნდა გადაიხადოს. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი, ავეჯის განბაჟება, საწყობში მისი შენახვის საფასური, საწყობიდან სავაჭრო ობიექტში მიტანის ხარჯი და ა.შ. ჩვენ კი ასეთი დანახარჯები არა გვაქვს, რადგან გვაქვს საკუთარი საწყობი, რომელიც ავეჯის ფაბრიკაში მდებარეობს. კიდევ უფრო მარტივი სერვისისთვის გვაქვს 5 სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით და აქვე მდებარეობს ჩვენი საწყობები იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდების დრო. ავეჯის წარმოებისთვის ვყიდულობთ იმავე მასალებს, რასაც ევროპელი მწარმოებლები, მათ შორის მექანიზმებს, აქსესუარებს და პირვანდელ ნედლეულსაც კი. არავისთვის არის საიდუმლო=, რომ ევროპაც თურქეთიდან მარაგდება ავეჯის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულითა და მასალებით, რადგან დღეს თურქეთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ ჩვენი წარმოება საქართველოშია. მოგეხსენებათ, საქართველოში მუშახელი გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპაში. შესაბამისად, ესეც ხდის შესაძლებელს, რომ პროდუქცია, რომელიც ხარისხით არაფრით ჩამოუვარდება ევროპულს, საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად გაიყიდოს.

ვფიქრობ, ყველა ქართველს უნდა ეამაყებოდეს, რომ ამ ავეჯს აქვს წარწერა: "დამზადებულია საქართველოში". ის, ვინც საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ყიდულობს, ამით საკუთარ ქვეყანას აძლიერებს, იმ ქართველებს აძლიერებს, ვინც ამ კონკრეტული პროდუქციის, მაგალითად, EMBAWOOD-ის ავეჯის წარმოებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, იზრდება მოსახლეობის შემოსავლებიც და ეს ფული ქვეყანაში ბრუნავს. ამ ავეჯს თავისი ისტორია აქვს, რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ მივიდა ის მომხმარებლამდე და შემდეგ მასში გადახდილი ფულით რა სარგებელი მიიღო ქვეყანამ. ასე რომ, არ არის საჭირო ავეჯის შესაძენად ევროპაში წასვლა, ჩვენ შეგვიძლია ევროპული სტანდარტების პროდუქცია აქ, საქართველოში შემოგთავაზოთ.

- საინტერესოა, როგორია EMBAWOOD -ის პოზიცია საექსპორტო ბაზრებზე?

- EMBAWOOD-ი წარმოდგენილია საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ყველა ამ ქვეყანაში გვაქვს წარმოებაც და სავაჭრო ქსელიც. გასული წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ავეჯის ექსპორტს დუბაიში, რუსეთში და მცირე რაოდენობით საფრანგეთსა და იტალიაში. მათაც შეაფასეს ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი, რომელიც ევროპაშიც კი ხელსაყრელ ფასად იყიდება. ჩვენ მონაწილეობა გვაქვს მიღებული ავეჯის რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორის დუბაიში, თურქეთში, უკრაინასა და გერმანიაში. სხვათა შორის, მიუნხენში გამართული გამოფენიდან დიდი რაოდენობის ავეჯი გავყიდეთ იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ევროპელები ძალიან კარგად ერკვევიან ავეჯთან დაკავშირებულ საკითხებში და თუ მათ შეიძინეს EMBAWOOD-ის ავეჯი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

როცა ჰენრი ფორდს ჰკითხეს, რომელია ყველაზე კარგი ავტომობილიო, მან უპასუხა: "ახალი"! მე შემიძლია ერთი რამ ვუთხრა ჩვენს პოტენციურ მომხმარებელს: ჩემს ბინაში მხოლოდ EMBAWOOD -ის ავეჯი დგას. ასეთი არჩევანი გავაკეთე არა იმიტომ, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ვარ, არამედ იმიტომ, რომ EMBAWOOD-ის ავეჯს საქართველოში ანალოგი არა აქვს. მე ეს ვიცოდი მაშინ, როცა ვყიდდი ავეჯს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ, როცა ვიყიდე.

უნდა დამთავრდეს იმაზე საუბარი, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია უხარისხოა. საქართველო საკმარისად გაიზარდა და განვითარდა. ეს აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო. საქართველოში წარმოებული პროდუქცია დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ოდესმე. ეს არ ეხება მხოლოდ ავეჯის წარმოებას. თუნდაც საკვები ან სხვა პროდუქტები ნახეთ, არ ჩამოუვარდება ევროპულს. საქართველო უკვე ევროპაა.