"მოვალეთა რეესტრის"მონაცემთა ბაზა სულ უფრო იზრდება. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის ვალი ხდება პრობლემური სახელმწიფოს ან კერძო სუბიექტის მიმართ, სულ უფრო მეტი მოვალე ვეღარ ახერხებს სესხის დაფარვას... "ეკოპალიტრამ"სანდო წყაროზე დაყრდნობით ერთი მნიშვნელოვანი საკანონდებლო ინიციატივის შესახებ შეიტყო. ინიციატორები არიან ფინანსთა სამინისტრო და საბანკო სექტორი. ჯერ გაუხმაურებელი საკანონდებლო ინიციატივის თანახმად, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც სახელმწიფოს ან კომერციული ბანკების წინაშე დავალიანება აქვს, ქვეყნიდან გასვლის უფლება აეკრძალება.
ვიდრე ინიციატივა საბოლოო, დასრულებულ სახეს მიიღებს და კანონის ძალასაც შეიძენს, რამდენიმე ინსტანციის გავლა და დროა საჭირო. ცხადია, მოვალეთათვის ამგვარი შეზღუდვის დაწესება ბანკებსაც აძლევს ხელს და ქვეყნის ბიუჯეტსაც. ვინც კიდევ ერთხელ იზარალებს, ისედაც ყელამდე ვალში მყოფი ხალხი და ბიზნესია, რომლებიც მოვალეთა ძირითად ნაწილს შეადგენენ...
"მოვალეთა რეესტრთან~, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2010 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს, საბანკო სექტორი სხვა საკითხშიც ითანამშრომლებს. კანონის თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებული არიან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მემორანდუმი გააფორმონ და ბიუროს მიაწოდონ ინფორმაცია რეესტრში რეგისტრირებულ პირთა საბანკო ანგარიშების შესახებ.
მოქმედებს "მოვალეთა რეესტრის"ელექტრონული ვერსიაც. პირადი ნომრის ან იურუდიული პირის კოდის მითითებით შესაძლებელია დადგენა, არის თუ არა ის შეტანილი რეესტრში. წესების თანახმად, აღსრულებისა და ვალის გადახდის შემდეგ "მოვალეთა რეესტრიდან"პირი ავტომატურად იშლება.
„მოვალეთა რეესტრში"რეგისტრირებული არიან ის კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამონაკლისს შეადგენენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სუბიექტები, რომელთა ქონება დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით.
"მოვალეთა რეესტრში"მოხვედრის შემდეგ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება. ხოლო თუ ზემოხსენებული ახალი ინიციატივა დაკანონდება, შეზღუდვა უკვე მოვალეების ქონებას კი არა, თავად მათ გადაადგილებსაც შეეხება.












საზამთროს ფასი წლეულს აღარ დაიწევს, პირიქით, ის შესაძლოა გაძვირდეს კიდეც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. კახეთში საზამთროს მოსავალი ხარისხიანია, მაგრამ მცირე. ამას ისიც ემატება, რომ სატვირთო ავტომობილების ტვირთამწეობაზე კონტროლის გამკაცრებამ გადამზიდავებს ხარჯი გაუზარდა, რაც საზამთროს გასაყიდ ფასზეც აისახა.
მსხვილმა ბიზნესმა აღმოაჩინა, რომ მიკრობიზნესისთვის გაწეული შეღავათების ხარჯზე გადასახადს მას უმატებენ. გამოჩნდა ისიც, რომ ახალი კოდექსის დაწერის ძირითადი მიზანი ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა ყოფილა.
პირველ რიგში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისთვის, რომლის აუცილებლობაზე საუბარი ლამის მთელ მთავრობას მოვალეობად მიაჩნია. შპს „საქართველოს რკინიგზამ“ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული ტერიტორიის გენგეგმის შესამუშავებლად.
მობილური ქსელის შეცვლა ნომრის გამოუცვლელად გახდება შესაძლებელი.თავისი ქსელიდან სხვა ოპერატორზე გადართვისას, კომპანიებს აბონენტისთვის სატელეფონო ნომრის გატანებაც მოუწევთ. ეს ზრდის შანსს, რომ მობილურმა კომპანიებმა ტარიფები დააკლონ, თუმცა ერთი ქსელიდან მეორეზე აბონენტების დიდ ნაკადებად გადადინება, სავარაუდოდ, არ მოხდება.
მერიამ დეველოპერების დიდი ნაწილი ხელცარიელი დატოვა. მან "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის"მეორე ეტაპის ტენდერზე დაპირებული 200 მილიონ დოლარზე ბევრად ნაკლები, 46 მილიონი ლარი გამოიტანა. სამშენებლო კომპანიებს იმედები გაუცრუვდათ.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპის დაწყების ვადა ჯერაც უცნობია. გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები უკვე ივნისში უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ტენდერი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მობილურით საუბრის წუთობრივი ტარიფი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენციით კომპანიები ტარიფების ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებისკენ მიდიოდნენ. მართალია, საუბრის გაიაფება სამომხმარებლო აქციებს უკავშირდება,
დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოსავლების სამსახური თბილისის პრაქტიკულად ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად შევიდა. საგადასახადო ინსპექტირების ოფიციალურ მიზეზად ტოტალიზატორების მიერ შემოსავლების არასწორად აღრიცხვა, ანუ თანხის დამალვა დასახელდა.
ცოტა ხნის წინ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი კიდევ ერთხელ საგრძნობლად შეიცვალა. ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა, დახლებზე პროდუქცია გაძვირდა და გაჩნდა არასტაბილურობის განცდა. მით უფრო, რომ ექსპერტები შემოდგომისთვის ლარის კურსის ვარდნას კიდევ პროგნოზირებენ...
ხელისუფლებამ რაღაცები დათმო, ჯერ პრესის დაბეგვრა გადათქვა, შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები და სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ-სგან გაათავისუფლა.












იყავი პირველი!