თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა ”ფილიპ მორისსა” და ”ომეგა ჯგუფს” შორის უთანხმოების მიზეზი?
თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა ”ფილიპ მორისსა” და ”ომეგა ჯგუფს” შორის უთანხმოების მიზეზი?
11-01-2016
ყოფილ პარტნიორებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა

დღეს თამბაქოს ბაზარზე სამი ძირითადი მოთამაშეა: ”ომეგა” - აქამდე ”ფილიპ მორისის” დისტრიბუტორი, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნის; ”ელიზი”, რომელიც ”ჯაპან ტობაკო ინტერნეშენალის” პარტნიორია და ელიზბარაშვილების საკუთრებაა; ”თ&რ” - ”ბრიტიშ-ამერიკენ ტობაკოს” დისტრიბუტორი, რომელიც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სახელს უკავშირდება


დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს თამბაქოს ბაზარზე უცნაური ამბები ხდება. ჯერ იყო და, თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შემდეგ, აქციზის ზრდასთან ერთად, თითქმის ყველა სახეობის თამბაქოს ფასი 20-40 თეთრით გაიზარდა, ხოლო ”მარლბოროსა” და ”პარლამენტის” მომხმარებლებს კი საახალწლო ”საჩუქარი” გაუკეთეს - ერთი კოლოფი სიგარეტი 8-10 ლარამდე გაძვირდა. მალევე გაირკვა, რომ ფასების ასეთი კოლოსალური ზრდა ”ფილიპ მორისსა” და მის ექსკლუზიურ დისტრიბუტორ ”ომეგა ჯგუფს” შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგი იყო. თუმცა, სიგარეტის რამდენიმე დასახელების დეფიციტისა და ფასების ასეთი ზრდით მომხმარებელთა უკმაყოფილების მიუხედავად, უთანხმოების დეტალებზე ამ დრომდე არც ერთ კომპანიაში არ საუბრობენ.

ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ”ფილიპ მორისმა” საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც თამბაქოზე ფასების ზრდა საცალო მოვაჭრეებს დააბრალა, ხოლო ”ომეგა ჯგუფზე” სიტყვაც არ დასცდენია. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის - რა მოხდა კომპანიებს შორის თითქმის 18-წლიანი პარტნიორობის შემდეგ? ჩვენ შევეცადეთ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაგვეტარებინა და თამბაქოს ომების ყველაზე ბნელ კუთხეებში შეგვეხედა.

”ფილიპ მორისსა” და ”ომეგა ჯგუფს” შორის რომ უთანხმოება მწიფდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა შარშან ნოემბერში ”ომეგას” სიგარეტის ფაბრიკამ პროდუქციის წარმოება შეწყვიტა. სიგარეტის ფაბრიკა ”ოჯთ” ათამდე დასახელების სიგარეტს ამზადებს, მათ შორის როგორც ადგილობრივ, ისე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდსაც, რაზეც ლიცენზია ”ფილიპ მორისისგან” მიიღო და ნედლეულსაც ეს უკანასკნელი აწვდიდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილ პარტნიორებს შორის დავაც სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნა. ერთი მიზეზი კონსიგნაციით მიწოდებული ნედლეულისთვის თანხის გადაუხდელობაა. მეორე მიზეზი კი არის დისტრიბუტორის მიერ სიგარეტის საქართველოს გარეთ, კერძოდ, თურქეთში გატანა.
თუ ეს მართალია, გამოდის, რომ ”ომეგა” შეთანხმებას არღვევდა.

ამ და შესაძლოა, კიდევ სხვა მიზეზების გამოც, თამბაქოს მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა ქართველ პარტნიორს კონტრაქტი შეუწყვიტა. ყოფილ პარტნიორებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ჩვენი წყაროს განმარტებით, ”ომეგამ” დისტრიბუციის შეწყვეტის გამო ”ფილიპ მორისისგან” სასამართLლოში ათეულობით მილიონის გადახდა მოითხოვა. ეს კი საერთაშორისო კომპანიისთვის საფრთხის შემცველია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ფინანსური დავა წააგოს, არამედ რეპუტაციის შესაძლო შელახვის გამოც. ამიტომაც არ ახმაურებენ მოდავე მხარეები დეტალებს. თუმცა, იმავე წყაროს შეფასებით, ასეთი დავის პირობებში მორიგება ძალიან გართულდება და დიდი ალბათობით, ხმამაღალი სკანდალია მოსალოდნელი. ამასობაში, ”ფილიპ მორისის” პროდუქციის მარაგები ”ომეგას” ეწურება და არც სხვა დისტრიბუტორებს სურთ ”საშარო ვითარებაში” გარევა.

დღეს თამბაქოს ბაზარზე სამი ძირითადი მოთამაშეა: ”ომეგა” - აქამდე ”ფილიპ მორისის” დისტრიბუტორი, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნის; ”ელიზი”, რომელიც ”ჯაპან ტობაკო ინტერნეშენალის” პარტნიორია და ელიზბარაშვილების საკუთრებაა; ”თ&რ” - ”ბრიტიშ-ამერიკენ ტობაკოს” დისტრიბუტორი, რომელიც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სახელს უკავშირდება. როგორც გავარკვიეთ, გასული წლის მიწურულს
თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე ფასების მნიშვნელოვანი კლება ბაზრის ორ მოთამაშეს შორის შიდაკონკურენციასა და მომხმარებელთა გადაბირების მცდელობას უკავშირდებოდა. ”ომეგას” კი ამ დროს კონკურენციისთვის არ ეცალა, რადგან ”ფილიპ მორისთან” არკვევდა ურთიერთობას. მთელ ამ თამბაქოს ომებში მთავარი ბრძოლა ”ფილიპ მორისის” პროდუქციის დისტრიბუციის მოსაპოვებლად წარიმართება და არ არის გამორიცხული, რომელიმე დისტრიბუტორი საბოლოოდ არა ერთი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის დისტრიბუტორიც გახდეს - მაგალითად ისე, როგორც აზერბაიჯანში ან რუსეთშია, სადაც თამბაქოს მწარმოებელი სამი საერთაშორისო გიგანტის პროდუქციას ერთი კომპანია ყიდის. როგორც ამ სფეროში ჩახედული ადამიანები ამბობენ, თამბაქოს დისტრიბუცია სპეციფიკური საქმეა, შესაბამისად, მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურება ბოლო დროს გავრცელებული ვერსია, რომ ”ფილიპ მორისის” ექსკლუზიური დისტრიბუტორი შესაძლოა ”ჯი-დი ალკო” გახდეს. ამ უკანასკნელს თამბაქოს დისტრიბუციის არც რესურსი აქვს და არც გამოცდილება. ვერსიას არც თავად ”ჯი-დი ალკოში” ადასტურებენ. თუმცა ვერავინ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ”ფილიპ მორისი” და ”ომეგა ჯგუფი” მაინც შეთანხმდნენ და თანამშრომლობა განაგრძონ.
თამბაქოს დისტრიბუციის დაკარგვა ოქუაშვილის ჰოლდინგისთვის, რომელიც ასევე აერთიანებს ”ომეგა მოტორსს”, კომპანია ”ბენმონტს”, სტამბა ”ომეგა თეგსა” და ტელეკომპანია ”იბერიას”, საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება, რადგან ნაკლებად რენტაბელურ ბიზნესებს სწორედ თამბაქოს გაყიდვით მიღებული შემოსავლებით ინახავდა.
დისტრიბუციის შეფერხება შემოსავალს აკლებს ”ფილიპ მორისსაც”.

თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესმენი: ”ფილიპ მორისთან” ”ელიზი ჯგუფს” კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა 1994-1996 წლებში. 1997 წლის აგვისტოში კი ”ფილიპ მორისმა” შეწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა. იმ დროს შევარდნაძის რეჟიმმა დამაპატიმრა, რადგან ვებრძოდი კონტრაბანდას, ბრალდებული ვიყავი და ჩემი სასამართლო პროცესი დამთავრებული არ იყო. ამასობაში კი არაკეთილმოსურნე ადამიანები მცდარ­ ინფორმაციებს აწვდიდნენ ”ფილიპ მორისს”, რომლებიც ბუნებრივია დაინტერესებული იყვნენ, ეს ბიზნესი ჩაეგდოთ ხელში.

- ვის გულისხმობთ?
- ბრალს ვერავის დავდებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ”ომეგასგანაც” მიდიოდა ეს ინფორმაციები. იბეჭდებოდა შეკვეთილი სტატიები და შეკვეთილი სიუჟეტები გადიოდა ტელევიზიებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი იგზავნებოდა ჟენევაში ”ფილიპ მორისის” სათავო ოფისში. საბოლოო ჯამში, 1997 წლის აგვისტოში ჩემს კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს. 2000 წელს კი სასამართლომ ყველა წაყენებულ ბრალდებაში გამამართლა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ”ფილიპ მორისმა” კონტრაქტი უსაფუძვლოდ შემიწყვიტა. სხვათა შორის, როცა ”ფილიპ მორისთან” ვთანამშრომლობდით, მათთან თანამშრომლობდა ”ომეგა ჯგუფიც” და შესაბამისად, საქართველოში ორი კომპანია ვიყავით ”ფილიპ მორისის” დისტრიბუტორი. 1997 წლის აგვისტოს შემდეგ კი მხოლოდ ”ომეგა ჯგუფი” დარჩა. 2010 წელს სრულიად უკანონოდ სააკაშვილის რეჟიმმა დამიჭირა და ციხეში ჩამსვა. იძულებული გავხდი, კომპანიის წილი შვილისთვის გადამეფორმებინა და ”ელიზი ჯგუფში” აღარ ვარ.

მსოფლიო ბაზრის ლიდერ კომპანიას, როგორიც ”ფილიპ მორისია”, საქართველოს ბაზარზე ასეთი ქაოსი არ აწყობს. მაგალითად, სხვა კონკურენტების იმავე კლასის სიგარეტის ფასებს რომ შევადაროთ, დღეს ”მარლბორო” სამჯერ ძვირი ღირს, ცხადია, ეს მომხმარებელს აგრესიას აღუძრავს და განვითარების ნაცვლად, ბიზნესს კლავს.
აშკარაა, რომ ფასები ”ომეგა ჯგუფმა” გაზარდა და ამით, ფაქტობრივად, სამაგიერო გადაუხადა, სილა გააწნა ”ფილიპ მორისს”. საქართველოს ბაზარს ”ფილიპ მორისი” არ დაკარგავს, დაიწყებს სხვა პარტნიორი კომპანიის ძებნას, და დარწმუნებული ვარ, ის ახლა სწორედ ძიების პროცესშია. ის ისეთ კომპანიას იპოვის, რომელმაც იცის ეს თემა და არის პროფესიონალი ამ საკითხში.

- თქვენ ხომ არ ფიქრობთ ურთიერთობების აღდგენას?
- როგორც გითხარით, იქ ჩემი ნათესავები არიან, ჩემი შვილია და ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ”ფილიპ მორისთან” მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. და კიდევ, ჩვენ ვიცით ერთგულების ფასი, შესაბამისად, ამის შესახებ ჯერ უნდა მოხდეს ”ელიზი ჯგუფის” პარტნიორის - ”ჯაპან ტობაკო ინტერნეშენალის” ინფორმირება და მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი რამე მოლაპარაკებების წამოწყება.
ერთიც არის, ხანგრძლივ პარტნიორებს­ შორის კონტრაქტის გაწყვეტა მყისიერად არ ხდება, ამას თან ახლავს განსაზღვრული მიზეზები. როცა კონტრაქტს არ გიგრძელებს იმპორტიორი კომპანია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცით უკმაყოფილოა. ”ომეგას” მუშაობას მე ვერ დავუწუნებ, ძლიერი კომპანიაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ”ფილიპ მორისი” არ გაწყვეტდა ხელშეკრულებას ”ომეგა ჯგუფთან” ძალიან სერიოზული მიზეზის გარეშე და არ დაკარგავდა ძლიერ სადისტრიბუციო კომპანიასთან კავშირს.
სხვა სიახლეები
სესხები ალბათ მაშინვე გაჩნდა, როდესაც თვითონ ფული.
დაწვრილებით...
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.
დაწვრილებით...
როგორ "უმკურნალა" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმავე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს

მეც შემიძლია გავავრცელო უფრო ღიმილის მომგვრელი ვერსია, რომ თითქოს ერთჯერადი დახმარება გაიცემა საკრებულოს­ წევრზე, შემდეგ ამ დახმარებას უკან ართმევს დეპუტატი და ამ ფულით კოსმოსში გაფრენას აპირებს
დაწვრილებით...
ალბათ, ხშირად დამდგარხართ პრობლემის წინაშე: გარკვეული ნივთის შეძენა გჭირდებათ „დღეს“თუ არა, როცა ფული გექნებათ „ხვალ“.
დაწვრილებით...
თუ თქვენ ხშირად დგახართ ფინანსური პრობლემების წინაშე, ან უბრალოდ გინდათ რომ მომავალში ასეთი რამ არ შეგემთხვეთ, მაშინ Vivus.ge თქვენი პერსონალური ხარჯების დაგეგმას გირჩევთ.
დაწვრილებით...
2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
დაწვრილებით...
"ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა იაპონიიდან, ამერიკიდან და ყველა ძირითადი იმპორტიორი ქვეყნიდან. თუმცა გვაქვს გასაოცარი ცვლილებაც - გაიზარდა ავტომობილების იმპორტი რუსეთიდან"

"ამ ფაქტს აუცილებლად გავაპროტესტებთ!"
დაწვრილებით...
"სილქნეტი"რეიტინგული ჩემპიონატების ტრანსლირებას განაახლებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს. Premier League, La Liga, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კალათბურთის, ჩოგბურთის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა Silk Sport არხებზე გავა.
დაწვრილებით...
"სენტაპეტროლიუმის" დამფუძნებლები - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ "სენტაპეტროლიუმის" დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საეჭვოა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ "სენტაპეტროლიუმის" დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საეჭვოა, - ამის შესახებ განცხადება "სენტაპეტროლიუმის" დამფუძნებლებმა და სისხლის სამართლის საქმეში მათი ინტერესების დამცველმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.
დაწვრილებით...
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები