ხელისუფლებას ნამუსი ღალატობს?! - ერთ თვეში პრემიად და დანამატად გაცემული 2 მილიონზე მეტი თანხა - კვირის პალიტრა

ხელისუფლებას ნამუსი ღალატობს?! - ერთ თვეში პრემიად და დანამატად გაცემული 2 მილიონზე მეტი თანხა

ქვეყანაში, სადაც კვლავაც მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, საარსებო შემწეობას თითქმის ნახევარი მილიონი ოჯახი იღებს, ხოლო პენსია საარსებო მინიმუმს ძლივს ჰყოფნის, საჯარო მოხელეების მიერ ბიუჯეტის ხარჯზე მიღებული პრემია-დანამატების მოცულობა შთამბეჭდავია.

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მხოლოდ 1 თვეში, თბილისის მერიასა და გამგეობებში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება და მთავრობას უკვე მერამდენედ ეძლევა რეკომენდაცია, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა შეწყვიტოს.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი:

"მონაცემები, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ თბილისის მერიიდან და გამგეობებიდან, ასახავს ინფორმაციას ამ უწყებებში მხოლოდ 1 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ. ამ ცნობებში არ შედის პრემია-დანამატები, რომელიც დარიგდა მერიის სსიპ-ებში, აიპ-ებსა და შპს-ებში. ამის მიუხედავად, ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაჯამებით კოლოსალური თანხა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დეკემბერში, მერიასა და გამგეობებში პრემიებსა და დანამატებში გაცემულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა და თუ ამას თბილისის საკრებულოში იმავე პერიოდში გაცემულ პრემია-დანამატებსაც მივამატებთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ერთ თვეში 3 მილიონ ლარზე მეტის პრემია-დანამატები დაირიგეს თვითმმართველობებში.

გახდით გაზეთ "კვირის პალიტრის" ხელმომწერი უკვე ინტერნეტში, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სრულად სტატია