აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?! - რას ამბობს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი
აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?! - რას ამბობს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი
14-02-2016
"ჩვენსა და აფხაზებს შორის ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობაა"

"ენგურჰესის" წყალსაცავში, წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა რომ ემუქრებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ლაპარაკი. მაშინ აფხაზური მედია გამოსავლის ძიებაში იყო და ადგილობრივ ხელმძღვანელობას კრიტიკულად მიუთითებდა 90-იან წლებზე, როდესაც საომარი მოქმედებების მიუხედავად, რეგიონში დენის მიწოდება არ შეწყვეტილა. 25 იანვრიდან კი აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდება, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

"ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა და მოსახლეობას დენის გრაფიკის სარგებლობა 15 აპრილამდე მოუწევს.

თუმცა, სპეციალისტები იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, აფხაზეთს ამ მიმართულებით გარკვეული წინადადება შესთავაზოს, თუმცა, კონკრეტულად რა, ამაზე უნდა შეჯერდნენ.

"ენგურჰესის"გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, სულ რაღაც ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. დაახლოებით იგივ პროგნოზს აკეთებს ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ელეოქტრომომარაგების პრობლემა, წესით, გაზაფხულზე გამოსწორდება... მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რევაზ არველაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "ენგურჰესის"წყალსაცავი ნამდვილად დაცლის პირასაა, ყველაზე რეალურია, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია.

ლევან მებონია, "ენგურჰესის"გენერალური დირექტორი:
- "ჩერნომორენერგომ" აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი 25 იანვრიდან დააწესა, რაც ორი მიზეზითაა განპირობებული: ჯერ ერთი, ბოლო დროს, აფხაზეთმა ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა. მეორეც, ამას გვალვიანმა წელიც დამეტა, ანუ ნალექი, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ბოლო 35 წლის განმალობაში, "ენგურჰესის" ექსპლუატაციიდან, 2015 წელს საშუალოდ წლიური ხარჯი ივნის-ივლისს-აგვისტოში დაახლოებით 30%-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ, წყალსაცავი ვერ შეივსო საჭირო რაოდენობით, მაგრამ აქ მაინც მთავარი ფაქტორი ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა. თუ ეს ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდება და კონტროლს არ დაექვემდებარება, მომავალ წლებში ენგური კი არა, მეორე ელექტროსადგურიც რომ აშენდეს, აფხაზეთს მაინც არ ეყოფა...

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- აქ გამოსავალი არის ერთადერთი - ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა გამრიცხველიანების ხარჯზე და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება. ამ საკითხზე უკვე გვქონდათ ლაპარაკი აფხაზურ მხარესთან. "ჩერნომორენგოს" ხელმძღვანელობაც ხედავს შექმნილ პროლემებს და ცდილობენ გამოსავლის მოძებნას, თუმცა, გამრიცხველიანებას საკმაოდ დიდი თანხები და დრო სჭირდება...

- ვიცით, რომ ეს ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ. საინტერესოა, როგორ ხდება თქვენს შორის თანამშრომლობა?
- ჩვენსა და აფხაზებს შორის ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობაა. მთავარია, ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას, ამის ღირებულებაც გადაიხადოს. ამ დროისთვის ისინი არაფერს იხდიან და თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვხდებით, ავიღოთ მოკლევადიანი სესხები ჩვენი საექსპლუატაციო ხარჯებისთვის, რასაც ზაფხულის შემოსავლების ხარჯზე ვფარავთ, თუმცა აფხაზეთიდან ელექტროენერგიის რაოდენობის გაზრდის საჭიროებამ საფიქრალი გაგვიჩინა...

აშკარაა, რომ საფიქრალი გაუჩნდა აფხაზური მხარის ხელმძღვანელობას, რომელსაც მოსახლეობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. აფხაზეთში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაჯიმბას გუნდი გამრიცხველიანების თანხების მოძიების შესახებ ალაპარაკდა, რაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, - ელექტრონერგიის რუსეთიდან ექსპორტი, თუმცა ამას აფხაზები ყველაზე ბოლოს განიხილავენ, რადგან ადგილობრიოვ მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლების მიმართ უკვე ისედაც საკმაოდ ბევრი კითხვა დაუგროვდა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკურს სფეროში...


ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

You must have Flash Player installed in order to see this player.
რატომ ვიხდი ამხელა ტარიფს?
14 თებერვალი 2016 21:47
ესეიგი, მე, აფხაზი სეპარატისტის ნაცვლადაც ვიხდი ელექტროენერგიის ფულს?
და რამდენი წელია ასე,
რომ არ იხდიან და კიდევ მოხმარება გაადიდესო. იქნებ ოქეთ ჰყიდიან რუსეთში?
კაშხალს მივადგათ ვარდნის კონსტრუქცია და ავაშენოთ სატურბინო დარბაზი.
მაგრამ იციის კი ეს სისტემა ენერგეტიკის "მინისტრმა" ?
. mati gasajiri saqartvelos gasajiri agRar aris.
14 თებერვალი 2016 20:25
ახლა მუქტად კატებიც აღარ კნავიან.
აპხაზებსს მუქტად უნდატ იცხოვრონ და ამას რუსეტს და საქარტველოს ხარჯზე აკეტებენ. რუსეტიც იმიტომ აირჩიესს დიდი სახელმჭი[პოა და ეგონატ მუქტად აცხოვრებდატ.
დედა-საქარტველო ტუ არ გიყვარსს და უარყობ მასტან ერტად ყოპნას მამინაცვალ რუსეტსს რომელც კარგად გიყენებტ ყურადღება მოგაქციოტ.
ჯერ სად არისს ომი დაიწყოსს და რუსეტმა აპხაზების საყოველტვო სამხედრო მობილიზაცოია გამოაცხადოსს . მერე იკნავლებენ ჩვენსს შვილებსს სხვისს ომებში ნუ გვიკლავტო.
ამ უტვინო ხალხსს ოსების და ჩეჩნების ჩატვლიტ როგორ ვეღარ ვიტან.
სხვა სიახლეები
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართავს რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენციას, რომელიც ამჯერად დაეთმობა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე.
დაწვრილებით...
მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას აპირებს - თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით მოიმატებს.
დაწვრილებით...
PRIME
ლართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უფრო ერთმანეთისთვის გადაბრალებას ჰგავს,
დაწვრილებით...
PRIME
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუკის" გვერდზე აქვეყნებს რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოხდეს 1-1,5 მილიარდი ლარის დაზოგვა-მოძიება ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად.
დაწვრილებით...
PRIME
"დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანა რისკისგან დაცული ვერ იქნება, რადგან დამოკიდებული ხარ ბანკის საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე"

"ეროვნული დილემა" - გავალაროთ თუ არ გავალაროთ?!
დაწვრილებით...
PRIME
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 1 დეკემბერს ლარის კურსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
დაწვრილებით...
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა
დაწვრილებით...
ეროვნული ბანკი ეხმაურება ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში.
დაწვრილებით...
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.73 ლარს მიაღწია
დაწვრილებით...
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს
დაწვრილებით...
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
ვარ მეპატრონე. ვყიდი ორ-ოთახიან ბინას
ქირავდება 2 ოთახიანი დიდი ნათელი
იყიდება 3-ოთახიანი ბინა ერთიანი გადახდით,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები