განქორწინება და საერთო ვალის დაფარვის მეთოდები - კვირის პალიტრა

განქორწინება და საერთო ვალის დაფარვის მეთოდები

განქორწინების შემდეგ ხშირია ქონებრივი დავები. მეუღლეები იყოფენ საერთო საკუთრებაში მყოფ ქონებას. ამ პროცესებში არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც მეუღლეთა საერთო ვალებს ეხება, იქნება ბანკიდან აღებული სეხსი თუ ვალის სხვა ფორმა.

საიტი, http://sesxebi365.com/onlain-sesxebi, სადაც ონლაინ სესხების პროვაიდერი კომპანიების საკმაოდ დიდი ჩამონათვალია მოცემული, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას გაწვდის.

მეუღლეთა შორის ქონებრივი დავები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.. კოდექსში ნათქვამია, რომ მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად და, თუ კი მეუღლეთა საერთო ვალი აღემატება თანაზიარი ქონების ღირებულებას, გადახდა უნდა გავრცელდეს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც. ვალის ის ნაწილი, რომელიც თანაზიარ საკუთრებას აღემატება, თანაბრად ნაწილდება მხარეებს შორის.

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ერთი მხარე მონაწილეობს სხვადასხვა ქონებრივ თუ ფინანსურ გარიგებაში, მაგრამ საერთო თანაზიარი ქონების გამო, მეორე მეუღლესაც ეხება აღნიშნული პროცესები.

სამოქალაქო კოდექსში ეს შემთხვევაც არის გათვალისწინებული და ერთ – ერთი მეუღლის ვალის დაფარვის ნორმებს გვთავაზობს.

1. ერთ – ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად, გადახდა შეიძლება განხორციელდეს მისი ქონების ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებს ქონების გაყოფის შემთხვევაში განქორწინების შემდეგ. თუმცა ქონების გაყოფა ქორწინების პერიოდშიც არის შესაძლებელი.

2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება სასამართლო დადგენილების საფუძველზე, თუ კი დადგინდა, რომ ვალდებულებით მიღებული ფულადი თანხები ან საქონელი , გამოიყენა მთელმა ოჯახმა საერთო ინტერესებისთვის. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაარკვიოს ვალის აღების მიზანი და მისი გამოყენების შედეგები.

3. ერთ – ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.

განქორწინებისას ვალის გაყოფის პროცესების მარეგულირებელი მეორე გზაც არსებობს. თუმცა, ეს პრაქტიკა საქართველოში სუსტია, დასავლეთში კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საუბარია საქორწინო ხელშეკრულებაზე, რომლითაც განისაზღვრება მეუღლეთა ქონებრივი ხასიათის ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. თანაც ისე, რომ კონტრაქტის პირობებს და ვადებს მხარეები ადგენენ.

ბანკიდან გამოტანილი სესხის არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა: რაც შეიძლება მალე შეავსეთ დოკუმენტაცია და მიმართეთ სასამართლოს ვალის გადანაწილების შესახებ. საბოლოოდ, გადაანაწილეთ საერთო ბარათის ვალი თითოეულის პირად ბარათზე და დამოუკიდებლად განაგრძეთ დაფარვა. თუ ასეთი სესხი რამდენიმე გაქვთ, მაშინ გადაინაწილეთ და შეთანხმდით ვინ რომელს გადაიხდის.

თუ თანაზიარი ქონება ჯერ კიდევ არ გაქვთ გაყოფილი, ვალის დასაფარად გამოიყენეთ საერთო დანაზოგი ან საერთო ქონება, რომელიც, შესაძლოა, გარანტიად გქონდეთ ჩადებული და საბოლოოდ მოიშორეთ ვალი .

ბოლოს კი, უპირველესი რჩევაა, საერთო ვალის გარეშე დატოვოთ ქორწინება.

სტატიის საინფორმაციო პარტნიორია საიტი http://sesxebi365.com