მამუკა ბახტაძე - შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გენერალური გეგმის დასრულებას უნდა დაველოდოთ - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძე - შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გენერალური გეგმის დასრულებას უნდა დაველოდოთ

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დედაქალაქის გენერალური გეგმის დასრულებას უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, შემოვლით რკინიგზის სამივე პროექტთან დაკავშირებით კონსულტანტებმა შედარებითი ანალიზი გააკეთეს.

”ჩვენ შევაფასეთ სამივე ალტერნატივა და მათზე კონსულტანტებმა შედარებითი ანალიზი გააკეთეს. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გენერალური გეგმის დამთავრებას, რომ უკვე მოხდეს მერიის მხრიდანაც პრიორიტეტის დასმა, ამ სამი პროექტიდან რომელი იქნება საერთო ჯამში საინტერესო. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ როგორც მუნიციპალიტეტის ინტერესი, ასევე რკინიზგის ინტერესი. არ იქნება სწორი, ჩვენ ვთქვათ, რომ ან მხოლოდ რკინიგზის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის. ორივე მიმართულებაში ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბახტაძემ.

R