საქართველოში ორსართულიანი მატარებლები 17 ივლისიდან შემოვა - კვირის პალიტრა

საქართველოში ორსართულიანი მატარებლები 17 ივლისიდან შემოვა

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის მატარებლები საქართველოში 17 ივლისს შემოვა, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ.

”ზაფხულისთვის ჩვენს მგზავრებს სიურპრიზი მოვუმზადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას. მათ უფლება მოგვცეს ჩვენ, რომ შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი, კომპანია ”შთადლერის” მატარებელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად ითვლება. მატარებლების შემოსვლას ჩვენ 17 ივლისს ველოდებით. ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ზაფხულშივე დადგება მიმართულებაზე თბილისი-ბათუმი”, - განაცხადა ბახტაძემ.