პროკრედიტ ბანკის ინოვაციური კონცეფცია - სივრცე 24/7 ბათუმში - კვირის პალიტრა

პროკრედიტ ბანკის ინოვაციური კონცეფცია - სივრცე 24/7 ბათუმში

გასულ თვეს მივლინებით აშშ-ში ვიმყოფებოდი, გამგზავრებამდე კი სამსახურში იმდენი საქმე მქონდა მოსასწრები, რიგი საბანკო ოპერაციების განხორციელება ბოლო დღემდე ვერ მოვახერხე. პარასკევს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, სამსახურიდან გამოსულმა პეკინზე მდებარე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალს მივაშურე, რადგან უკვე მქონდა გაგებული "პროკრედიტ ბანკის" ინოვაციური სიახლის, - საბანკო სივრცე 24/7-ის შესახებ. მართალია, ადგილზე მისულს ბანკის თანამშრომლები არ დამხვედრიან, თუმცა თანამედროვე საბანკო აპარატის დახმარებით თანხა ანგარიშზე შევიტანე, განვახორციელე რამდენიმე გადარიცხვა და გამთენიისას მივლინებაში დამშვიდებული გავემგზავრე...

სწორედ იმ დღეს ვიგრძენი, რომ ცივილიზაციამ ჩვენს ქვეყანაშიც შემოაღწია და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, უკვე კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება კომფორტულ გარემოში. ამ კომფორტს კი საქართველოში მხოლოდ "პროკრედიტ ბანკი" ქმნის...

ასეთია "სივრცე 24/7", რომლითაც თბილისის ფილიალების კლიენტები უკვე ერთი წელია სარგებლობენ. 2015 წელს "პროკრედიტ ბანკის" ყველა ფილიალი თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა და თვითმომსახურების სივრცე 24/7 გაჩნდა. რაში მდგომარეობს კომფორტი? - ამ ლოგიკურ კითხვას ასეთი მოკლე და ამომწურავი პასუხი აქვს: ბიზნესკლიენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ მათთვის სასურველი საბანკო მომსახურებით. უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ისინი მნიშვნელოვნად ზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსს. ალბათ, ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა: ეს როგორ? - მოგახსენებთ, რომ სერვისის უნიკალურობას მრავალფუნქციური აპარატები განაპირობებს, რომელთა გამოყენებით საბანკო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში მთელი კვირის მანძილზე. მხოლოდ "პროკრედიტ ბანკის" კლიენტებს აქვთ საშუალება, თანამედროვე და უნივერსალური ბანკომატით არა მარტო გაანაღდონ, არამედ შეიტანონ თანხა ანგარიშზე. მეტი კომფორტისთვის კი კლიენტს აღარ სჭირდება აპარატში კუპიურების ცალ-ცალკე განთავსება, რადგან ბანკომატი ერთდროულად 50-მდე კუპიურას იღებს და ითვლის, რაც შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვას ახდენს მომენტალურად. თვითმომსახურების ზონაში შეძლებთ ისარგებლოთ ახალი აპარატით - სეიფით, რომელიც განკუთვნილია ბიზნესკლიენტების ანგარიშზე მსხვილი თანხების შესატანად. მხოლოდ "პროკრედიტ ბანკის" სეიფით შეტანილი თანხა აისახება რამდენიმე წამში კლიენტის ანგარიშზე. გარდა ამ ყველაფრისა, სივრცე 24/7-ში განთავსდა საინფორმაციო ტერმინალი, რომლითაც კლიენტებს შეუძლიათ ფილიალებისა და ბანკომატების ქსელის ნახვა, ბანკში არსებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის მიღება და ინტერნეტბანკინგით სარგებლობა. ამავე აპარატით შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრთან დაკავშირებაც.

თბილისის შემდეგ ჯერი რეგიონებზეც მიდგა. 25 ივნისს ბათუმში "პროკრედიტ ბანკის" განახლებული ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნიკალური დიზაინი, ვიტრაჟული კედლები და გამწვანებული გარემო, რომელიც ბათუმის "პროკრედიტ ბანკის" ფილიალის თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში დაგხვდებათ, ნამდვილად დაგიკარგავთ იმის განცდას, რომ ბანკში ხარ. აქ თითოეული დეტალი, ფერი და გამოყენებული მასალა განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის. ეს ყველაფერი კი ერთობლიობაში ხელოვნებისა და ბუნების სინთეზია საქმიან სივრცეში. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გამწვანებულია. ახლა უკვე ბათუმელ კლიენტებსაც აქვთ საშუალება, ისარგებლონ თვითმომსახურების სივრცე 24/7-ით და შეიგრძნონ თანამედროვეობის კომფორტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვა არც ერთ საბანკო დაწესებულებას არა აქვს.

საპრეზენტაციო გახსნას ბანკის თანამშრომლები, კლიენტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "პროკრედიტ ბანკის" დირექტორის, ალექსი მატუას განცხადებით, ისინი მუდმივად ზრუნავენ კლიენტის კომფორტულობაზე, როგორც მომსახურებით, ასევე ჰარმონიული გარემოთი.

ალექსი მატუა, "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი: "ჩვენ გავხსენით თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის საბანკო მომსახურების სივრცე. საქართველოში პირველად "პროკრედიტ ბანკმა" დანერგა საბანკო სივცრე 24/7 და ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა. მაქვს დიდი იმედი, რომ ეს ტენდენცია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტების მომსახურებას, გაგრძელდება მომავალშიც. "პროკრედიტ ბანკმა" უკვე ერთი წელია საქართველოს მასშტაბით თითოეულ ფილიალში დანერგა ახალი ტექნოლოგიები. ეს არის ინოვაცია ქართულ საბანკო სივრცეში".

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ანზორ აბუსერიძეც, რომელიც უკვე 13 წელია "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებელია. ამბობს, რომ ახალი სივრცე 24/7 მას დიდ კომფორტს შეუქმნის.

ანზორ აბუსერიძე, "პროკრედიტ ბანკის" კლიენტი: - 2003 წლიდან ვარ "პროკრედიტ ბანკის" კლიენტი. ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე საიმედო და უსაფრთხო ბანკი, რომელიც ამჟამად ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. არჩევანიც სწორედ ამ მიზნით გავაკეთე წლების წინ. აღებული კრედიტით წამოვიწყე ბიზნესი და შემიძლია ვთქვა, რომ არა ეს ბანკი, ალბათ, ვერასდროს მოვახერხებდი ჩემი მიზნის რეალიზებას. სხვა ბანკში აღებული კრედიტით გავხსენი ბათუმში სკოლა, სადაც გაძლიერებულად ისწავლება გერმანული ენა. შემდეგ "პროკრედიტ ბანკის" პირობებით დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ უფრო სანდო და მისაღები მისი შემოთავაზება იყო. მას შემდეგ მათი პირობები სულ უფრო უმჯობესდება, ჩემთვის, როგორც მათი ერთ-ერთი რიგითი კლიენტისთვის. ამ ბანკის დახმარებით შევიძინეთ შენობა, გავარემონტეთ. ამ წელიწადს ვფიქრობთ შენობის გაფართოებას. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენს წარმატებებში, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის "პროკრედიტ ბანკს".

- თვითმომსახურების სივრცე 24/7, რომელიც უკვე ბათუმშიც არის, ალბათ, უფრო გაგიმარტივებთ ბანკთან ურთიერთობას.

- რაც შეეხება ამ ახალ ინოვაციურ სივრცეს, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან დიდ კომფორტს შემიქმნის როგორც პირადად მე, ასევე ჩვენი მოსწავლეების მშობლებს. სწავლის საფასურის გადასახდელად მათ აღარ მოუწევთ იმაზე ნერვიულობა, მიუსწრებენ თუ არა დღის ბოლომდე გახსნილ ბანკს. მთელი კვირის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებათ სწავლის საფასურის გადახადა "პროკრედიტ ბანკის" თვითმომსახურების სივცრე 24/7-ის დახმარებით. სწორედ ამის გამო ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა ამ ბანკის კლიენტები გახდნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "პროკრედიტ ბანკს" ჩვენი 13-წლიანი თანამშრომლობისთვის.

აკაკი ირემაძეც "პროკრედიტ ბანკის" კლიენტია. მას ამ კომპანიასთან თანამშრომლობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. ნდობა, კომფორტი და მაღალი ხარისხის მომსახურება - ეს სწორედ ის სამი კომპონენტია, რამაც ამ ბანკთან თანამშრომლობა გადააწყვეტინა.

აკაკი ირემაძე, "პროკრედიტ ბანკის" კლიენტი: "ჩემი "პროკრედიტ ბანკთან" თანამშრომლობის ექვსწლიანი გამოცდილების საფუძველზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბანკი, რომელსაც ვენდობი. კლიენტზე ორიენტირებულობა და ბიზნესის მოთხოვნილებების გათვალისწინება - სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი. მუდმივად სიახლის ძიებაში არიან, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან. თვითმომსახურების სივცრე 24/7 სწორედ ამის მაგალითია. მე პირადად ორ წუთზე ნაკლები დრო მჭირდება სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად. ეს ზოგავს ჩემს დროს, ენერგიასა და ნერვებს. რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება 24 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი".

ლიკა ლორთქიფანიძეც "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებელთა იმ სიაშია, რომელმაც წლების წინ არჩევანი ამ ბანკზე გააკეთა და გადაწყვეტილებას არ ნანობს.

ლიკა ლორთქიფანიძე, "პროკრედიტ ბანკის" კლიენტი: "ექვსი წელია, რაც "პროკრედიტ ბანკთან" ვთანამშრომლობთ. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის გაკეთება წლების წინ გადავწყვიტეთ. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულება მუდმივად ითხოვს ტექნიკის განახლებას, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რომ არა ამ ბანკთან თანამშრომლობა, ალბათ, ვერ მივაღწევდით იმ შედეგებს, რაც ახლა გვაქვს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ერთგული თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება თვითმომსახურების სივცრე 24/7-ს, ის ბევრ ადამიანს გაუმარტივებს მუშაობას".

პრეზენტაციის შემდეგ "პროკრედიტ ბანკმა" ერთგულ კლიენტებს, ბათუმელებსა და დამსვენებლებს, დაუვიწყარი საღამო აჩუქა. "ზაფხულის როკ-რიტმის" ფარგლებში, ანბანის კოშკთან, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ერთსაათიანი თავბრუდამხვევი კონცერტის შემდეგ, ქათქათა ქალაქის ცა ათასფრად გადანათდა. უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი რამ არასდროს მინახავს, დაახლოებით 30-წუთიანი გრანდიოზული მასშტაბის მუსიკალური ფოიერვერკი საქართველოში პირველად სწორედ ამ დღეს გაიმართა. "სპეციალურად ჩამოვედი, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ..." "ახალ წელსაც არ მინახავს ასეთი ფოიერვერკი..." "მადლობა ორგანიზატორებს, დაუვიწყარი საღამოს ჩუქებისთვის..." - ეს სულ რამდენიმე გულწრფელი, ემოციური შეძახილია იმ კონცერტის მაყურებლებისა, რომელიც, ალბათ, დიდხანს გვემახსოვრება.

"პროკრედიტ ბანკი" რომ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, ამაზე არაერთი კომფორტული და მისაღები პირობების ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ამჯერად ჩემი, როგორც რიგითი მომხმარებლის, შთაბეჭდილებები გაგიზიარეთ. ყოველთვის მისაღები, კომფორტული პირობები მუდმივად საბანკო მომსახურების სფეროში სიახლეების დანერგვა - ასეთია ბანკი, რომელსაც უკვე წლებია ვენდობი.

თორნიკე ყაჯრიშვილი

(R)