აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - აჭარის ტურისტული პოტენციალი ტელეარხ ПЯТНИЦА-ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - აჭარის ტურისტული პოტენციალი ტელეარხ ПЯТНИЦА-ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა

აჭარის ტურისტული პოტენციალი ტელეარხის ПЯТНИЦА-ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა. როგორც აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ამჯერად, რეგიონს გადაცემა ЖаннаПожени-ს გადამღები ჯგუფი სტუმრობდა.

„გადაცემის ფორმატის მიხედვით, ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა წყვილებს მათთვის საოცნებო ქორწილის გადახდაში ეხმარება და ისინი მათთვის სასურველ ქვეყანაში მიჰყავს. საქართველო, კონკრეტულად კი აჭარა არასტანდარტული ქორწილის გადასახდელად საინტერესო ტურისტული ადგილი აღმოჩნდა გადაცემის მორიგი წყვილისთვის. ქორწილის ორგანიზებისას გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბოტანიკური ბაღი, ფოლკლორი, სასტურმო და სარესტორნო პოტენციალი. ახალგაზრდა წყვილმა თავიანთი საოცნებო ქორწილი ბათუმში გადაიხადეს. გადაცემა ტელეარხის ეთერში მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გავა“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეარხ ПЯТНИЦА-ს გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს მეორედ სტუმრობდა. პირველად, ისინი აჭარაში მაისში გადაცემა Еда, я люблю тебя-ს გადაღებებისას იმყოფებოდნენ.