ბათუმში „თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა - კვირის პალიტრა

ბათუმში „თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი #263 ბ-ში, მომხმარებელს „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისცენტრის მომსახურებით სარგებლობის საშუალება ექნება. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალ კვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ეს ყველაფერი „თეგეტა მოტორსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა.

როგორც ”თეგეტა მოტორსიდან” გვაცნობეს, ახალი სერვისსცენტრის განახლების პროექტში 350 000 ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო და 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ცენტრი განთავსებულია 4000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტოტექნიკას. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მას შეუძლია დღის განმავლობაში 100-მდე მსუბუქი და 30-მდე სატვირთო ავტომობილს მოემსახუროს, ასევე მას გააჩნია დაცული ავტოსადგომი, რომელიც 50 ავტომობილზეა გათვლილი.

როგორც „თეგეტა მოტორსში“ აცხადებენ, განახლებულ ბათუმის ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელექტრო სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავის და ხიდების გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში მომხმარებლები „ტაქსი ფრის” სისტემით ისარგებლებენ.

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.

„თეგეტა მოტორსი“ 20 წელია ქართულ ბაზარზეა და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ”თეგეტა მოტორსი” არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი“ 18 ფილიალითაა წარმოდგენილი, შესაბამისად „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში”, - აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

R