„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო - კვირის პალიტრა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო

2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

”საქსტატის” ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1122 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ. აშშ დოლარი (25 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 % შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ”საქსტატი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9% შეადგინა.

2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 3346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისმიხედვით) 2015 წელს 58 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 179 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება140 მლნ. აშშ დოლარით.