"ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა დღეს შეიძლება შევადაროთ ინტიმურ ურთიერთობას ურთიერთთანხმობის ნიადგაზე" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა დღეს შეიძლება შევადაროთ ინტიმურ ურთიერთობას ურთიერთთანხმობის ნიადგაზე"

"როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეულ მიზეზებს მე გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა დავსვა ეს კითხვა - ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს, რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თუ გინდა თანამშრომლებს, თუ გინდა ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ქვეყანაში, ან თქვენ თვლით, რომ სხვანაირად არაფერი მომხდარა და არაფერი განსამარტი არ არის", - ეს განცახდება ექსპრემიერმა ბიზინა ივანიშვილმა 24 სექტემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით მოწყობილ ფორუმზე "ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები" გააკეთა, რასაც ჩვენში არარეთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ივანიშვილის ბინზესმენებთან შეხვედრით, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ წლებია ვუყურებთ, ანუ ის, რომ ჩვენში დამყარებულია ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფლება ბიზნესის დირექტორია. არ ვამბობ, რომ რომ საკაშვილის დროს რაც იყო, ის ხდება დღესაც, ფაქტია, ამჟამინდელი ხელისუფლება არ ერევა ბიზნესში, თუმცა მოითხოვს მისგან იყოს ხელისუფლებსადმი ლოიალური.

ქალის და კაცის ურთიერთობას თუ შევადარებთ ამას, სააკაშვილის დროს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა იყო ძალადობრივი დაპყრობა, დღეს ეს არის ინტიმური ურთიერთობა ურთიერთთანხმობის ნიადგაზე.

რაღა დაგიმალოთ და ივანიშვილისგან ამგვარი განცახდებებს არ ველოდი, განსაკუთრებით არ მომეწონა ის, რომ თურმე ბიზნესმა საზოგადეობას უნდა აუხსნას და განუმარტოს ამ ხელისუფლების გატარებული სასიკეთო გარდაქმნები, ეს არ არის ბიზნესის საქმე და მშვენივრად იცის ეს ივანიშვილმაც, თუმცა მაინც ვერ დაიხსნა თავი ამ ნომენკლატურლი კაპიტალიზმის კლანჭებისგან და თქვა ის, რაც თქვა...

ასევე ძალიან არ მომეწონა ამ შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენების განცხადებები - ერთი მეორის მიყოლებით რომ დაიწყეს მტკიცება, წინა ხელისუფლების დროს რა ცუდი იყო თურმე და ახალა რა კარგია... იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც იქ იყო, სწორედ წინა ხელისუფლების დახმარებით გახდა მსხვილი ბიზნესმენი, ხელისუფლებასთან იმ არასწორი გარიგებებისა და ურთიერთობების შედეგად, რომლის დროსაც ხშირად სხვა ბიზნემენები იჩაგრებოდნენ და ზარალდებოდნენ. მაშინ ხელისუფლების სიცუდე ეს არ ადარდებდათ...