რატომ იღებენ საქმიანი ადამიანები მეტ სესხს? - კვირის პალიტრა

რატომ იღებენ საქმიანი ადამიანები მეტ სესხს?

21-ე საუკუნეში ცხოვრების ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა. თანამედროვე ადამიანს გაცილებით მეტი საჭიროება აქვს, ვიდრე გასულ საუკუნეში ჰქონდა. ბუნებრივია, მეტ საჭიროებას მეტი ფინანსური რესურსიც სჭირდება.

 

აღნიშნულის ფონზე ბანკები, არასაბანკო კომპანიები და სხვა საფინანსო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურ კონცენტრაციას ახორციელებენ და მეტ საჭირო პროდუქტსაცსთავაზობენ.

ამის ნათელი მაგალითია სოციალურ ქსელში, ტელევიზიებსა თუ ქუჩაში შემოთავაზებული ათასგვარი სარეკლამო ბანერი, რომელიც გვამცნობს არაერთი კომფორტული ფინანსური პროდუქტის შესახებ, რომელიც შეგიძლია მიიღო ახლავე და თანხა კი მოგვიანებით გადაიხადო.

საზოგადოებაში ხშირია სტერეოტიპული მოსაზრება, რომ სტაბილური საშუალოდ და მაღალი შემოსავლის მქონე პირები სწრაფ სესხებს არ მიმართავენ და ეს მხოლოდ ისეთი ადამიანებისთვისაა, ვინც ხელმომჭირნედ ცხოვრობს. არადა, ეს ასე სულაც არაა, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს ეწვევა ხოლმე. ხშირად, როგორც წესი,სტაბილურად საშუალო ან მაღალშემოსავლიანი ადამიანის ხარჯი გაცილებით მეტია. ეს ადამიანები ფინანსურად უფრო აქტიური მხარჯველები არიან, შესაბამისად, ისინი ბევრად ხშირად მიმართავენ ონლაინ სესხებს, გონივრულად იყენებენ თანხას, შემდეგ დროულად აბრუნებენ და ამგვარად, მართავენ აქტიურ ფინანსურ ბრუნვას, რაც საბოლოო ჯამში მათთვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე თანხის მოპოვების ალტერნატიული გზები.

ქართულ რეალობაში, როდესაც ათასობით ადამიანი მოიხმარს სწრაფ სესხებს ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იბადება კითხვა: რამდენად სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას მსგავსი პროფილის კომპანიები?

ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი მსხვილი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. ის ერთ-ერთი ონლაინ სესხების გამცემი კომპანიის, Vivus.ge-ს ერთგული მომხმარებელია, რომელსაც პერიოდულად მიმართავს და მომსახურებითაც კმაყოფილია.

კახა, 27 წლის, მარკეტინგის მენეჯერი

„რაც უფრო სტაბილურია შემოსავალი, ხშირად ხდება ისე, რომ თვის ჭრილში მეტი თანხა მჭირდება ხოლმე. ზოგჯერ გაუთვალისწინებელი  დამატებითი ხარჯების გამო თვის ბოლომდე კონკრეტული თანხა დამჭირვებია. ასეთ დროს მივმართავ ხოლმე Vivus.ge-ს, სადაც ზუსტად იმ მომსახურებას ვიღებ, რაც მჭირდება. თანხასაც შესაბამის ვადაში ვაბრუნებ. მომწონს, ასეთი შესაძლებლობა რომ არსებობს.“

მარი, 35 წლის, ქოლ-ცენტრის ოპერატორი

„ყოფილა შემთხვევა, რომ თითქოს მთელი თვის ხარჯი დეტალურად გავანაწილე და მაინც გამოჩნდა ისეთი საჭიროება, რისთვისაც თანხა დამჭირდა. ცოტა ხნის წინ ქორწილში დამპატიჟეს, საჩუქრის თანხა და სხვა ხარჯები ჩემს ხელფასს მოცემული მომენტისთვის არ ეყოფოდა. ამიტომაც მივმართე Vivus.ge-ს.  ძალიან კომფორტულია ისიც, რომ მობილური ტელეფონით თუ ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობით შემიძლია ავიღო სწრაფი სესხი. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, ეს ხარჯიც გონივრულად გავთვალო. მომწონს, როცა შემიძლია თანხის სესხებას პასუხისმგებლობით მოვეკიდო.”

ჩვენი რესპოდენტების მსგავსად,  სხვადასხვა ონლაინ სესხის მომხმარებელი აღნიშნავს, რომ დაკავებული და აქტიური ადამიანების უმეტესობა საკუთარ თავს მეტ ასპექტში ცდის, ასეთი ადამიანების კატეგორიას სურს დაკავდეს აქტიური ცხოვრებით, იმოგზაუროს, შვილებს მისცეს კარგი განათლება, დაკავდეს სპორტით, შეისწავლოს უცხო ენები თუ ახალი უნარ-ჩვევები და სხვა.

ხშირად, ასეთ ადამიანებს არც თუ დიდი თანხა აშორებთ ხოლმე მიზნის მისაღწევად. ასეთ დროს, მეგობრების და ოჯახის წევრების შეწუხებას სწრაფი, მარტივი და ხარისხიანი მომსახურება ურჩევნიათ, რასაც ქართულ ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია Vivus.ge უდავოდ შემოგთავაზებთ.

R