როგორ მოვუაროთ ძაღლს ზამთარში? - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ძაღლს ზამთარში?

თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ და მისი ჯანმრთელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

დღეს Vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ძაღლს ზამთარში და როგორ უნდა დაიცვათ იმ პრობლემებისგან, რომელიც თქვენს ცხოველს სიცივის გამო შეექმნება.

სანამ ძაღლებთან დაკავშირებულ რჩევებს გაეცნობით, შეგახსენებთ, vivus ge-ში შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე sesxi სწრაფად და მარტივად. ჩვენთან პირველი სესხი უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

ახლა კი ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც თქვენს ოთხფეხა მეგობარს ზამთარში ექმნება.

პრობლემა N1

პირველი პრობლემა რა თქმა უნდა გახლავთ შეციება.

სპეციალისტთა განმარტებით თუ ძაღლს აკანკალებს ან თათები აქვს დაჭიმული, ეს გახლავთ ნიშანი იმისა რომ ცხოველს სცივა და საჭიროა მისი დახმარება.

გახსოვდეთ სახლის ძაღლებისთვის აუცილებელია პლიუს 15-20 გრადუსი ტემპერატურა, ასეთ პირობებში მისი ფიზიოლოგიური თერმოლეგულაციის მექანიზმი ნორმალურად მუშაობს.

სითბო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლეკვებისთვის.

ამიტომ გახსოვდეთ, ზამთარში სასურველია შეზღუდოთ ძაღლის სასეირნოდ გაყვანის პერიოდი.

თუ თბილ სეზონზე ძაღლს დღეში ერთხელ ასეირნებდით 1 საათით, ზამთარში რეკომენდირებულია, სასეირნოდ გაიყვანოთ 3-ჯერ ან 4-ჯერ 15-20 წუთით.

გარდა ამისა აუცილებელია, რომ ეზოში/ქუჩაში ძაღლის გაყვანისას მიაქციოთ ყურადღება, რომ ცხოველმა აქტიურად იმოძრაოს, რაც მისი სხეულის ტემპერატურის დაცემას შეუშლის ხელს და სიცივე არ შეაწუხებს.

ასევე რეკომენდირებულია ძაღლი ნელ-ნელა შეაჩვიოთ დაბალ ტემპერატურას, რადგან თბილი სახლიდან პირდაპირ სიცივეში გაყვანით, თქვენ მის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნით.

პრობლემა N2

ზამთარში ზოგიერთ ძაღლს აქვს ალერგია, რომელიც ძირითადად თოვლის დნობის პერიოდში ვლინდება.

ალერგიის სიმპტომებია თვალიდან და ცხვირიდან გამონადენი და ზოგჯერ ხველაც.

აღნიშული დაავადების მკურნალობა საკმაოდ რთულია და სასურველია მიმართოთ ვეტერინარს.

პრობლემა N3

მესამე საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს ყველა ვისაც საკუთარი ოთხფეხა მეგობარი უყვარს, გახლავთ კვების რაციონი.

სპეციალისტთა აზრით ცივი დღეების დადგომასთან ერთად აუცილებელია ძაღლის კვების რაციონი გაამდიდროთ კალორიული საკვებით.

გაითვალისწინეთ, საჭიროა ძაღლის გამოკვება სხვა უფრო კალორიული საკვებით და არა ულუფის მოცულობის ზრდა.

თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ნატურალურ კვებას არის მიჩვეული, კალორიულობის გაზრდა შესაძლებელია მცენარეული ცხიმის ან სუბპროდუქტების დამატებით.

თუ თქვენი ძაღლის კვების რაციონს მშრალი კორმი წარმოადგენს, მაშინ შეგიძლიათ შეცვალოთ საკვების ტიპი და გადაიყვანოთ ცხოველი, სპეციალურად აქტიური ძაღლებისთვის განკუთვნილ კორმზე ან დააღვიოთ წესი და გაუზრდოთ ულუფა.

მაგალითად თუ თბილ სეზონზე თქვენი ოთხფეხა მეგობარი მიირთმევს 600 გრამ მშრალ კორმს, ზამთარში ეს დოზა 800 გრამამდე გაზარდეთ.