"ვფიქრობ, რეკლამირების საუკეთესო გზას მივაგენით"
"ვფიქრობ, რეკლამირების საუკეთესო გზას მივაგენით"
როგორი მცირეც უნდა იყოს ბიზნესი, ყველა ფიქრობს ზრდა­სა და განვითარებაზე. კარგი იდეა, სწორი სტრატეგია, ეფექტური მენეჯმენტი - ყველა ამ პირობასთან ერთად, ბიზნესს სწორი და მასზე მორგებული რეკლამა სჭირდება. მიზნობრივ აუდიტორიამდე სწორი ინფორმაციის მიწოდების გარეშე ბიზნესის წარმატება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. მომხმარებელიც კმაყოფილია, თუ სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდი, სად შეიძინოს სასურველი პროდუქცია, მიიღოს მომსახურება და სხვ.

ის, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს პასუხობს, "პალიტრამედიის" მიერ შეთავაზებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
პროგრამაა. ამ პროგრამის მიხედვით, რეკლამის განთავსება ხდება ყველაზე სანდო, დიდტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ ვებგვერდ "Ambebi.ge"-ზე და მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში". აღსანიშნავია, რომ რადიო "პალიტრა" საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით წამყვან პოზიციებზეა.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში, თვეში 2.580 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 580 ლარს იხდიან. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე კომპანიებს დამატებით, უფასოდ სთავაზობენ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "პალიტრამედიის" ამ პროგრამას საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ანალოგი არა აქვს. მცირებიუჯეტიან კომპანიებს, ვისთვისაც ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანია ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებულად დაბალ ფასად და ყველაზე რეიტინგული მედიასაშუალებებით, პოტენციურ მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ.

"პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას 2012 წლიდან პერიოდულად ახორციელებს.
საერთო ჯამში, პროექტის არსებობის განმავლობაში მასში რამდენიმე ასეული კომპანია იყო ჩართული.

გიორგი ბერიკაშვილი, შპს "ინოტექის" თანადამფუძნებელი:
"ძალიან კმაყოფილი ვართ ამ პროექტში მონაწილეობით, რადგან ვფიქრობ, ჩვენი კომპანიის რეკლამირების საუკეთესო გზას მივაგენით. წარმოუდგენელია ასეთ ფასად მსგავსი კომპლექსური სახის სარეკლამო შეთავაზების სხვაგან მიღება. აქ შეგიძლია, შენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია განათავსო რადიოში, გაზეთსა და ვებგვერდზე. ჩვენ უკვე შეგვიძლია საუბარი კონკრეტულ შედეგებზე, რაც ამ პროექტში ჩართვამ მოგვიტანა. მაგალითად, გავედით სულ სხვა მიზნობრივ აუდიტორიაზე და მოვიზიდეთ ისეთი მომხმარებელი, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს, ძირითადად ახალგაზრდები. გარდა ამის, გავედით რადიომსმენელებზე და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის გაიზარდა, მაგალითად, დიასახლისებისა და მძღოლების რაოდენობა. დამატებითი კომფორტი იყო ჩვენთვის სარეკლამო ბანერის დამზადება, რომელიც ასევე ამ პროექტის ფარგლებში უფასოდ დაგვიმზადეს".

დავით დოღონაძე, შპს "ლოტუსის" დირექტორი:
"როგორც დამწყები, ისე უკვე შემდგარი ბიზნესისთვის ეს პროექტი კარგი ხელშეწყობაა. განსაკუთრებით კი დამწყები ბიზნესისთვის, რომელსაც ჯერ იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ სარეკლამო ბიუჯეტი ცალკე გამოყოს. ამ პირობებში კი შეგვიძლია, მიმდინარე ხარჯებიც გავისტუმროთ და თავს სარეკლამო კამპანიის წარმართვის უფლებაც მივცეთ.
განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა ჩვენთვის გაზეთსა და რადიოში განთავსებული რეკლამა. გამოკითხვას ვაწყობთ მომხმარებლებში და მას შემდეგ, რაც ამ პროექტში ვმონაწილეობთ, მომხმარებლები გვეუბნებიან, რომ ჩვენ შესახებ რადიოთი მოისმინეს, ან გაზეთში ამოიკითხეს ინფორმაცია".

ალექსანდრე ნებიერიძე, შპს "ნატურალის" დირექტორი:
"ჯერ მხოლოდ 10 დღეა, რაც ამ პროექტში ვმონაწილეობთ და კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ალბათ ნაადრევია. თუმცა სარეკლამო შემოთავაზება იყო იმდენად საინტერესო და მე ვიტყოდი, უნიკალური, რომ არც კი გვიფიქრია, უნდა მიგვეღო თუ არა პროექტში მონაწილეობა. ჩვენი ბიზნესი სუპერმარკეტსა და წარმოებას აერთიანებს, საიდანაც ნატურალურ პროდუქციას საცალო ვაჭრობის ობიექტებს ვაწვდით. გვინდა, ჩვენი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს, შესაბამისად, ამაზე უკეთეს და ხელსაყრელ შესაძლებლობას ინფორმაციის გავრცელებისთვის ნამდვილად ვერ ვიპოვიდით".
ნინო თევდორაშვილი, ხინკლის სახლ "ივერონის" დამფუძნებელი და დირექტორი: "ნებისმიერ კომპანიას სჭირდება განსაზღვრული ტიპის რეკლამა, მით უფრო, ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორიც ამ პროგრამით არის შემოთავაზებული. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე ვართ, გვყავს ერთგული მომხმარებელი, ახალი სტუმრებიც ხშირად მოდიან, მაგრამ რაც უნდა კმაყოფილი იყო ბიზნესით, თავის შეხსენება არსებული თუ პოტენციური აუდიტორიისთვის ყოველთვის კარგი შედეგის მომტანია. გარდა ამისა, მუდმივად არის კომპანიაში სიახლეები, რომლის გაცნობაც გინდა მიზნობრივი აუდიტორიისთვის და პროგრამა ამისთვის საუკეთსო საშუალებაა".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1