"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნის საინვესტიციო მომხიბვლელობას დაასუსტებს" - რა გააქვს საქართველოს ჩინურ ბაზარზე დღეს?!
"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნის საინვესტიციო მომხიბვლელობას დაასუსტებს" - რა გააქვს საქართველოს ჩინურ ბაზარზე დღეს?!
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 13 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანიმ მოაწერეს.

მთავრობა გვარწმუნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით ქვეყანაში ექსპორტის ოდენობა გაიზრდება, თუმცა ეკონომისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელი და საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო ბაზარი აღარ იქნება.

ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შესახებ შეთანხმება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ამგვარი შეთანხმება გაფორმდა.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელს ჩინეთის ბაზარზე გზა გაეხსნება, რომელიც დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ხელშეკრულების ფარგლებში, ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთს 8.2 პროცენტით მეოთხე ადგილი ეკავა. რაც შეეხება 2017 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს, ექსპორტი ჩინეთში მთლიანი წილის 7.4 პროცენტს შეადგენს და კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს.

2017 წელს, პირველ კვარტალში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 78 164.0 ათასი
დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იმავე პერიოდში ჩინეთში 74 408.0 ექსპორტის მოცულობა დოლარი იყო.

რა გაგვაქვს ამ ეტაპზე ჩინეთში ექსპორტზე?
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის სახით გადის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპილენძის ნარჩენები და ჯართი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი.

საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების
ხუთეულში წამყვანი პოზიცია მადნების და სპილენძის კონცენტრანტების ექსპორტს უჭირავს. კერძოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული 46 მილიონი დოლარი სწორედ ამ ჯგუფზე მოდის. მეორე პოზიციაზეა სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 2 მილიონი დოლარით, შემდეგ მოდის ღვინო - 1 163.8 მილიონი დოლარი. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ლუდი ინაწილებს.

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო საინვესტიციო მომხიბვლელობას დაკარგავს.

გია ხუხაშვილი:
- ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დადებითი მხარე გასაგებია. ამით გლობალურ პროცესებში ჩვენი ინტეგრაციის ხარისხი იზრდება და ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციის რეალიზებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ჩვენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთ-ერთი დამაკავშირებელი პუნქტი ვართ.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკას შორის სერიოზული დისბალანსია, ჩინურ პროდუქციასთან კონკურენტულები ვერ ვიქნებით.

გარდა ამისა, ეს ფაქტი საქართველოში საინვესტიციო მომხიბვლელობას დაასუსტებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინვესტორს პირველ რიგში ეკონომიკური დაცულობა სჭირდება, იმის განცდა და არგუმენტაცია, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქცია ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.

იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ჩინური, დაბალ ფასიანი პროდუქციის შემოტანა გაიზრდება, ინვესტორისთვის საქართველოში ფულის ჩადება საინტერესო აღარ იქნება.


ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად სექტორი არ განვითარდება, შესაბამისად, არ შეიქმნება სამუშაო ადგილები. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, ისედაც ხომ ძალიან ბუნდოვანი იყო, ახლა ეს პერსპექტივები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება.

რაც შეეხება ჩინეთში ექსპორტს, ქვეყანას საექსპორტო ბევრი არაფერი აქვს. თეორიულად შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, თუმცა რისი ექსპორტი შეიძლება გვქონდეს, რა გვაქვს, რომ სხვაგან გავიტანოთ?

ჩვენ ახლა ვქმნით ეკონომიკას, რომელმაც საექსპორტო პროდუქცია უნდა აწარმოოს. ჩინურ ბაზარზე ღვინო ალბათ კონკურენტუნარიანი იქნება, მაგრამ ღვინოს უსაზღვრო შესაძლებლობები არ აქვს. შესაძლებლობების ფარგლებში თუ იმუშავებს, ეს კარგია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

შესაძლოა წყალი გავიტანოთ კიდევ, სხვა არაფერი. ჩვენ ახლა გვჭირდება წარმოებაში ინვესტირების ჩადება და ინვესტიციას ვინ ჩადებს თუ ბაზარზე ჩინური იაფფასიანი პროდუქტი იქნება?!

ჩვენები რომ ზეიმობენ, საინტერესოა, რატომ არ დებენ ევროპული ქვეყნები ჩინეთთან ამგვარ შეთანხმებას?!

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (1)
semi
19 მაისი 2017 15:51
ეს ხუხაშვილი დანიშნოს პრეზიდენტად მომავალმა პარლამენტმა, ყველაფრის ექსპერტია, საოცრებაა და ეროვნული სიმბოლო. ჩინელების გარდა რამდენ ქვეყანასთან გვაქ თავისუფალი ვაჭრობა და ორმაგი დაბეგვრისგან თავისაცილებაზე ხელშეკრულება? 54 ქვეყანასთან გვაქ ორმაგი და მთელ ევროკავშირის ქვეყნებთან. რომლებშიც აბსოლიტურად ყველგან გადასახადების დიდი წილი მიდის საზღვარგარეთ , რატომ? იმიტომ რომ ინვესტორები შემოვიდნენ ჩვენთან, ჩინური პროდუქტი ისედაც შემოდის დაბალ ფასად, მეტი სიიაფე წარმოუდგენელია. მაგრამ ხუხა სხვა კუთხით აზროვნებს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები