”შენ უკვე გადაიხადე კომუნალური გადასახადები?!”
01-11-2010
უახლოეს მომავალში თბილისის მცხოვრებთ ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ. ერთი კომუნალური გადასახადის გადახდაც რომ დაუგვიანდეთ, ელექტროენერგიას გაუთიშავენ. მაგალითად, თუ წყლის დავალიანება დაგიგროვდათ,”თბილისის წყალს””თელასი” გამოუცხადებს”სოლიდარობას” და სიბნელეში დაგტოვებთ.

იგივე ეხება დასუფთავების გადასახადსაც. გადაწყვეტილება პარლამენტმა 1-ელ ოქტომბერს მიიღო და შესაბამისი ორგანოს შექმნა, რომელიც კომუნალურ გადასახადებს ადმინისტრირებას გაუწევს, სემეკ-ს დაავალა. ერთიანი ადმინისტრირება ჯერჯერობით არ შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადს.

რამდენიმე დღის წინ სემეკ-მა ადმინისტრატორი გამოავლინა. ამ კომისიამ კი სადამსჯელო ოპერაციის შესრულება”თელასსა” და”ენერგოპროს” (თბილისის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ის აწვდის ელექტროენერგიას) დაავალა, რომლებსაც აბონენტების ყველაზე დიდი ბაზა აქვთ. ენერგოკომპანიები გაწეული მომსახურებისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ.

რამდენს ან საიდან გადაუხდიან”თელასსა” და”ენერგოპროს”, ჯერჯერობით უცნობია. ენერგოკომპანიები ამ თემაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთიან ადმინისტრატორთან ტექნიკურ საკითხებზე ამჟამად მათი იურისტები მუშაობენ.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტმა კანონის გამკაცრება, პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს. საკანონმდებლო ორგანო თითს სემეკ-ისკენ იშვერს. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მარეგულირებელი კომისია ამ ცვლილების ინიციატორი არ ყოფილა. მასაც, ისევე როგორც პარლამენტს, ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა ხელისუფლებისგან დაევალა. პარლამენტში კანონის გამკაცრებას დეპუტატთა ნაწილი შეეწინააღმდეგა, მაგრამ მის მიღებას ხელი ვერ შეუშალა.

”თბილისი ვოტერ ენდ პაუერში” აცხადებენ, რომ ახალი წესით ადმინისტრირება მათი სურვილით არ შემოუღიათ და გადაწყვეტილება სემეკ-მა მიიღო. თუმცა ისიც ცნობილია, რომ მოსახლეობისგან ძველი დავალიანებების ამოღების ყველაზე დიდი პრობლემა”თბილისის წყალს” აქვს. იმის გამო, რომ მრიცხველები არ არის და კომპანია ურჩ გადამხდელს წყლის მიწოდებას ვერ უწყვეტს, მოსახლეობის ნაწილი გადასახადს თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში არ იხდიდა.

კომპანიამ დავალიანების მქონე პირებს რამდენიმე თვის წინ გადასახადის გადანაწილება და შეღავათიანი გრაფიკით დაფარვა შესთავაზა, მაგრამ თანხის სრულად მობილიზება ვერ შეძლო. ამიტომ კომპანიის დახმარება საკანონმდებლო ცვლილებით გადაწყვიტეს. ზარალის ანაზღაურების მიზნით, ცოტა ხნის წინ”თბილისის წყალმა” ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკ-საც მიმართა, მაგრამ კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა. კომისიაში ხელახალი გაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის რეალური ტარიფი ამჟამად არსებულ საფასურზე (1 სულზე 2,40 ლარი) ნაკლები უნდა იყოს.

ურჩ გადამხდელებს რომ დავალიანების დაფარვა აიძულოს, წყლის კომპანიამ მოსახლეობის სატელეფონო გაფრთხილების გზას მიმართა. აბონენტებს შპს”საფინანსო-საკრედიტო ბიურო” ურეკავს და ეუბნება,”თბილისის წყლის” ოფისებს მიაკითხონ.”საფინანსო-საკრედიტო ბიურო” აქამდე მხოლოდ ბანკებისა და კერძო პირების დავალიანებების ამოღებაზე მუშაობდა. შევარდნაძის დროს მილიციელი და ამჟამად ბიუროს თანამშრომელი თემურ მღებრიშვილი, ახლა გლდანელებს შინ ურეკავს და მკაცრი ხმით წყლის გადასახადის დროულად დაფარვას ურჩევს.

თემურ მღებრიშვილი (საფინანსო-საკრედიტო ბიუროს თანამშრომელი): ”ვურეკავთ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, სად უნდა გადაიხადონ, რამდენი უნდა გადაიხადონ. კომპანიაში მისულებს გრაფიკს უდგენენ, ზოგი 5 ლარს გადაიხდის, ზოგი 10 ლარს. თუ ერთიანად გადაიხდიან, 60%-ს აპატიებენ.

- მხოლოდ წყლის დავალიანებას ახდევინებთ?
- ჯერჯერობით წყლისას. თუ დაგვავალებენ სხვა გადასახადებს, იმასაც დავიწყებთ”.”თბილისის წყლის” კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დენს მყისიერად არ გაუთიშავენ და ძველი დავალიანების დასაფარად დროს მისცემენ.”ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც დღემდე აქვს დავალიანება, პირდაპირ შეუწყდება ელექტროენერგია ან სხვა კომუნალური მომსახურება. დავალიანება გადანაწილდება არანაკლებ 36 თვეზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, ნაწილ-ნაწილ დაფარონ. ამასთან, კომპანია ფიქრობს, მომხმარებლებს თანხის გადახდის სხვა შეღავათიანი პირობებიც შესთავაზოს”, - განმარტავენ წყლის სადისტრიბუციო კომპანიაში.

ნონა ქვლივიძე
sasha
02 ნოემბერი 2010 15:19
ჯალათების ვაკანსიები გამოჩნდება მალეგამიხარდა მღებრიშვილი უმუშევარი რომ არ დარჩენილა
vano
01 ნოემბერი 2010 13:43
ნაგავში ვცხოვრობთ არაპირდაპირი გაგებით...
სხვა სიახლეები
ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის წარმატების კიდევ ორი მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
"ანდრე სიტროენი ბრწყინვალე მეწარმეა", - ამბობდნენ ერთნი მასზე. "პატივმოყვარე შეშლილია, რომელმაც ფულის დათვლაც კი არ იცის", - მიიჩნევდნენ მეორენი.
დაწვრილებით...
"ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა"
დაწვრილებით...
სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან.
დაწვრილებით...
შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ დებატები გამწვავდა. დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსი მათთვის მოსაწონი და მისაღებია, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ამ კოდექსით მათი უფლებები საგრძნობლად ილახება.
დაწვრილებით...
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების კლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემის შედეგია.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
ბოლო თვეებში ეკონომიკის სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობდა. გასულ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ ან ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში შედიან, არა დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, არამედ კონკურენციის სააგენტო გამოავლენს. კანონთა პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
დაწვრილებით...
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შესამჩნევია ექსპორტის ზრდა. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, 10,5%-იანი ზრდა გვაქვს. იანვარში კი, ერთი წლით წინანდელთან შედარებით, მეტობა 27%-ს აღწევდა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?