ოქრო ყველგან ძვირდება, საქართველოს გარდა
02-05-2011
ოქრო ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. უნცია ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟაზე $1532-ს გადასცდა. კრიზისის შემდეგ ის თითქმის 80%-ითაა გაძვირებული, ბოლო ერთ წელიწადში კი ფასი უკვე 30%-ითაა გაზრდილი.

გაძვირების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე კრიზისების დროს ოქროზე მოთხოვნა ტრადიციულად იზრდება, ჩვენთან კი მყიდველი ისევ მცირდება, ამიტომ ე.წ. ოქროს ბირჟებზე კლიენტის სიმცირის გამო ოქროს ვერ აძვირებენ. ამავე მიზეზით შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ საიუველირო მაღაზიებსაც.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო, ქართული ბაზარი მსოფლიო ტენდენციებს ვერ მიჰყვა. თუ უცხოეთში ძვირფასი ლითონი ნახტომისებურად ძვირდება, ჩვენთან ოქრო ბოლო 3-4 დღეა უმნიშვნელოდ, მხოლოდ 1-2 ლარით გაძვირდა. მანამდე თითქმის 3 თვის განმავლობაში ფასები გაჩერებული იყო. ამის მიზეზი ძვირფას ლითონზე დაბალი მოთხოვნაა. მყიდველთა რიცხვი თანდათან მცირდება და როგორც ძვირფასეულობით მოვაჭრეები ამბობენ, კრიზისის დაწყების შემდეგ კლიენტების რაოდენობამ ბირჟაზე თითქმის ათჯერ იკლო.

გაყიდვის კლებაზე საუბრობენ საიუველირო მაღაზიებიც. მათი თქმით, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ზარალში აღმოჩნდებიან. მათ სამკაულების უცხოეთში შესყიდვა გაძვირებულ ფასში უწევთ, ოქროს ხელზე გადამყიდველებისგან განსხვავებით, ყველა გადასახადის ლეგალურად გადახდა სჭირდებათ, ამიტომ ოქროს ბირჟებს კონკურენციას ვეღარ უწევენ.

როგორც საიუველირო მაღაზიის მეპატრონეები ჩივიან, ბირჟებზე გასაყიდად გამოტანილი ოქროს ნაკეთობების დიდი ნაწილი უცხოეთიდან არალეგალურად, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით ხვდება, ამიტომ შედარებით იაფი ღირს და მყიდველიც ფასის გამო მის ყიდვას ამჯობინებს - იმის მიუხედავად, რომ მყიდველი არც გაყალბებისგან არის დაზღვეული.

585 სინჯის 1 გრამი ოქროს ნაკეთობა 100 ლარი გამოდის. იტალიური ოქრო, 585 სინჯისა, ბაზრობაზე 65 ლარი ღირს. 995-999 სინჯის ე.წ. ბაჯაღლოს გასაყიდი ფასი (ნაკეთობის გარეშე) ოქროს ბირჟაზე 45-46 დოლარია (გაძვირებამდე, 3-4 დღით ადრე 44 დოლარი იყო), მაღაზიებში კი სულ ცოტა 48-49 დოლარი ღირს. ხშირად ამას ემატება ნაკეთობის ფასიც და საბოლოოდ, ფასთა შორის სხვაობა საკმაოდ დიდი გამოდის. როცა მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შემოსავალი გაძვირებული პროდუქტისთვის გაჭირვებით ჰყოფნის, ძვირფასი სამკაულის ყიდვას, მით უმეტეს, ფულის დასაბანდებლად, ვეღარ ახერხებს. ვინც მაღაზიასა თუ ოქროს ბირჟას აკითხავს, მათი დიდი უმრავლესობა სამკაულს საჩუქრად ყიდულობს.

იაფად რომ გამოვიდეს, ბირჟაზე მიდის და სამკაულის ხარისხს ნაკლებად უყურებს. ამ დროს ის სულ ადვილად შეიძლება მოტყუებულიც დარჩეს, რადგან ბირჟის გადამყიდველთან შეძენისას გაყალბებისგან დაცული არ არის. ბირჟაზე დახლს მიღმა არსებული ვითარების შესახებ ერთ-ერთმა მოვაჭრემ გვიამბო, რომელიც ოქროს ბიზნესში დიდი ხანია მუშაობს. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ გავამხელთ.

მედეა  კ. (ოქროს სამკაულებით მოვაჭრე): "ბირჟაზე გასაყიდად გამოტანილი ოქროს სამკაულების უმრავლესობა ჩვენთან სომხეთიდან არალეგალური გზით ხვდება. ნაკეთობები საბაჟოს გვერდის ავლით შემოაქვთ. ამავე გზით, არალეგალურად შემოაქვთ ოქრო თურქეთიდან. ჩუმად შემოდის ოქრო რუსეთიდანაც. ეს ოქრო ბირჟაზე მიაქვთ და ხელზე გადამყიდველებს აბარებენ. ზოგიერთი თვითონაც მიდის საზღვარგარეთ და ჩვეულებრივ, ჯიბით ჩამოაქვს. სომხეთიდან შემოტანილი ოქრო შედარებით დაბალი ხარისხისაა, არც ნაკეთობაა კარგი, მაგრამ რუსული ოქროს მსგავსად ყვითელი ფერი აქვს და შედარებით დაბალი ფასის გამო მაინც იყიდება.

თურქული ოქრო უფრო უხარისხოა. ხშირად გამყიდველები მას იტალიურ ოქროდ ასაღებენ, რადგან ფერით ჰგავს ერთმანეთს და კლიენტი შეცდომაში ასე შეჰყავთ. იმის გამო, რომ ეს ოქრო საბაჟოს გვერდის ავლით შემოდის, შედარებით დაბალი ფასი აქვს. ყველა გადასახადის გადახდა რომ უხდებოდეთ, ბუნებრივია, ბირჟაზე უფრო ძვირი იქნებოდა".

პროდუქციის გაძვირებას ვერც ოქროს ადგილობრივი მწარმოებელი "ზარაფხანა" ახერხებს, ისიც რეალიზაციის შემცირებას ერიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ფასები ბოლო სამი თვეა გაჩერებულია, თუმცა თუ ნედლეულის ფასი მოიმატებს, იძულებული გახდებიან, ტენდენციას ისინიც გაყვნენ.

ეკა  სოფია ("ზარაფხანის" დირექტორი): "ფასების გადახედვა ჩვენთან კვარტალში ერთხელ ხდება, როცა ნედლეულის ახალი პარტია შემოგვაქვს. თუ ნაკეთობა ძველი ფასით გვაქვს დამზადებული ან ნივთი არალიკვიდურია, არ ვაძვირებთ. ყველაზე უკეთ საქორწინო ბეჭდები იყიდება. ძვირფას ნივთს თავისი პასპორტი აქვს, სადაც ბრილიანტის ხარისხობრივი მონაცემებია მითითებული, მათ შორის, ოქროს სინჯიც. სხვაგან კი შეიძლება მითითებული იყოს, რომ ოქრო არის 750 სინჯის, მაგრამ ოქროს შემადგენლობა რეალურად არ ემთხვეოდეს. ოქროს შემცველობა მასში შეიძლება იყოს არა 75%, არამედ 70% და ამას ვერავინ დაადგენს. გაყიდვის 40% სახელმწიფო და კერძო კომპანიების შეკვეთებზე მოდის. სახელმწიფო ჯილდოების, მედლების და საჩუქრების გაყიდვა ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს".

დაკვირვებული თვალისთვისაც ძნელი გასარკვევია, შეესაბამება თუ არა ძვირფას ლითონზე მითითებული სინჯი ოქროს რეალურ ღირებულებას. ჩვენთან ოქროს სინჯი არ კონტროლდება. გაყალბებისგან არავინაა დაცული, რადგან ოქროს შემოწმება არცთუ ადვილი საქმეა. სინჯზე საექსპერტო დასკვნა, ცხადია, ბირჟაზე გამოტანილ სამკაულს არ ახლავს. მიშა ბეგიაშვილმა ოქროს სინჯის დასადგენად კერძო ლაბორატორია წლების წინ გააკეთა, თუმცა ლაბორატორიას სპეციალური აპარატი, რომელიც ოქროს ზუსტ პროცენტულ შემცველობას დაადგენს, არ აქვს.

ლაბორატორიაში ოქროზე მომუშავე გამოცდილი ექსპერტები მის შემადგენლობას საკუთარი თვალითა და კბილით ამოწმებენ. ფერითა და სიმკვრივით კი მათ მხოლოდ იმის გაგება შეუძლიათ, ნაკეთობისთვის მაღალი ხარისხის ოქროა გამოყენებული თუ არა. ამიტომ მათ დასკვნას, ბუნებრივია, უტყუარი მტკიცებულების ძალა ვერ ექნება. ყველაზე სანდოდ ძვირფას ლითონებს სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ამოწმებენ. მაგრამ შემოწმება არცთუ იაფი ჯდება. 100 ლარამდე ღირებულების ნივთის ექსპერტიზა ბიუროში 20 ლარი ღირს. 100 ლარზე ძვირი ნივთის შემოწმება კი 100 ლარი ჯდება. ცხადია, ერთი სომხური ან თურქული ოქროს ბეჭდის ან საყურის შესამოწმებლად ბიუროში არავინ წავა.

საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილ ოქროს ნაკეთობას, რის დაკავებასაც სამართალდამცავები მოახერხებენ, შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყიდის. ძვირფასი ლითონები სარეალიზაციოდ აუქციონზე გამოაქვთ. მომსახურების სააგენტოს ხელში ხვდება 1-კილოგრამიანი ოქროს ზოდებიც, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ასევე არალეგალურად ცდილობენ და არცთუ იშვიათად წარმატებითაც ახერხებენ. ზოდები დროდადრო ოქროს ბირჟაზეც ხვდება და მას შემდგომი გადამუშავებისთვის იუველირები ყიდულობენ.

შარშან მომსახურების სააგენტომ აუქციონზე საზღვარზე ჩამორთმეული ოქროს 1-კილოგრამიანი 12 ზოდი გაყიდა. ზოდები გასაყიდად წლეულსაც გამოიტანეს, 1 გრამი ბაჯაღლოს ფასმა $40 შეადგინა, მაგრამ ჯერჯერობით ერთიც არ გაყიდულა. ზოდებს მყიდველი არც ჩამოფასების შემდეგ გამოუჩნდა. მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ ბაიბურთი ამბობს, რომ მიზეზი ოქროზე მოთხოვნის შემცირებაა.

ანალიტიკოსები დანამდვილებით ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი კიდევ მოიმატებს. ძვირდება სხვა ძვირფასი ლითონებიც. უნცია ვერცხლი $49,30-ზე მეტი ღირს, რაც ბოლო 30 წლის რეკორდია. ანალიტიკოსები მას $50-მდე გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ. მიზეზი ინვესტორების შიშია, რომ ინფლაცია გაგრძელდება და ევროზონის ქვეყნების ვალებთან დაკავშირებული პრობლემებიც მალე არ მოიხსნება.

ინფლაციის მოლოდინი უკვე მსოფლიოს მოედო. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ სამომხმარებლო ფასების შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთები გაზარდა. ნავთობის ნახტომისებურმა გაძვირებამ, არეულობამ ახლო აღმოსავლეთში და იაპონიის მიწისძვრამ ეკონომიკის სტაბილურობის იმედი გააუფერულა. ეს ვითარება ოქროს გაძვირებისკენ უბიძგებს.

ნონა ქვლივიძე
z.guruli
02 მაისი 2011 21:52
საცოდაობაა, რომ ასეთ სერიოზულ საკითხებზე ინტერვიუს ასეთი უვიცებისგან იღებენ!!!
სხვა სიახლეები
"სააკაშვილი რომ დამინახავდა, თავს უკან აბრუნებდა"

"გაზტურბინული თბოელექტროსადგურების მშენებლობის იდეა მანამდე საქართველოში გვქონდა"
დაწვრილებით...
კომპანიასს "წყალიმარგებელმა" (ნაბეღლავმა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლების წახალისების მიზნით, სპეციალური პროექტი შეიმუშავა და წელს უკვე მეორედ, ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ენის კურსებით დააჯილდოვა.
დაწვრილებით...
მერიის მიერ დაფუძნებულ 13 შპს-თან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობასაც. ამ ფონდის ხელმძღვანელი 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა.
დაწვრილებით...
წლევანდელმა უჩვეულო გვალვამ ყველაზე მეტად სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები დააზარალა. ზარალს რაიონების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობები ითვლიან.
დაწვრილებით...
საქართველო მსოფლიო ბაზარზე თხილის მიმწოდებელი ქვეყნების პირველ ხუთეულში შედის და თურქეთის შემდეგ, მეორეა ევროკავშირში მიმწოდებლებს შორის
დაწვრილებით...
"არსებობს ჩინური სასმლის - ბეიჯუს ისეთი ტიპი, რომელსაც ქვევრებში ადუღებენ და მერე ხდიან..."

"თუ ევროპასა და დასავლეთში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ჩინეთში პირიქით ხდება. მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ღვინო და ისიც, რომ საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა"
დაწვრილებით...
გააძვირებს თუ არა ქართული წარმოების პროდუქციასა და მომსახურებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა? - ამ კითხვის დასმისთვის საფუძველი არსებობს
დაწვრილებით...
ძალიან ბევრ ინვესტორს მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნებიდან გაუჩნდება სტიმული, შემოიტანოს საქართველოში ნედლეული, აწარმოოს და აქედან ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს
დაწვრილებით...
მოგვწონს თუ არა, რუსეთიც და უკრაინაც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 9% რუსეთში გადის, იმპორტის 6% კი საქართველოში უკრაინიდან შემოდის
დაწვრილებით...
"ევროპას სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის დასაფარად წელიწადში 120 მილიონი მ3 მტკნარი წყალი დასჭირდება, რასაც საქართველოს არსებული მარაგების მხოლოდ 5% ეყოფა."

"ჩვენი წყალი არის უმაღლესი ხარისხის, იმდენად მაღალი სტანდარტისა და გემოს მქონე, რომ ბევრ ცნობილ პრემიუმბრენდსაც აჯობებს"

"მიწისქვეშა წყლების მარაგით უმდიდრესი ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, არ ვიცოდეთ, რა მდგომარეობა გვაქვს, რა რაოდენობას ვფლობთ, როგორ შეგვიძლია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე, რით უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს მოსახლეობა"
დაწვრილებით...
"იყიდება აზოტის აპარატი საბურავებისთვის, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის...
"სასწრაფოდ! იყიდება სპეცტექნიკა"
2.5-ოთახიანი, 3(10), 61 კვ.მ. თეთრი კარკასი ყაზბეგის...
3-ოთახიანი, 70 კვ.მ. ინდივიდუალური პროექტი, ფართის აპარატამენტი...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს