ბლოგერები
ეკა ლომიძის ბლოგი

ფიქრს და აზროვნებას საზღვარი არ აქვს. გგონია, რომ სადამდეც "ქაჩავ", ზღვარიც იქ გადის. ამიტომაც ის მუდმივად ცვალებადია და ზუსტად მიანიშნებს, როდის "ჭედავ" და როდის ხარ თავის -უფალი. დროებით "გაჭედვას" არაუშავს, მთავარია არასოდეს დათმო თავის - უფლება.

დაფიქრიდთ, რა ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ იაფი მომსახურება
ახალგაზრდა, 25 წლის გოგო რომ დაქორწინდა და დაორსულდა, ვირუსებზე სავალდებულო გამოკვლევების შედეგად შეიტყო, რომ C ჰეპატიტით იყო დაინფიცირებული
31-10-2016
დაწვრილებით...
არ მინდა მსხვერპლი გავხდე - საზარელი ტერაქტების სერია საფრანგეთში
ვიმედოვნებ, რომ სულ არ უნდა მაშინებდეს საქართველოს გახსნილი საზღვრები სწორედ იმ ქვეყნებთან, საიდანაც ყველაზე დიდი შანსია ტურისტის საფარით ტერორისტი შემოვიდეს და თუ შემოვა, ჩანაფიქრის განხორციელება არ დასცალდეს.
ვიმედოვნებ, თქვენ, მანდ ყველაფერი გესმით, ყველაფერს ხედავთ და აკონტროლებთ და დამიცავთ ტერორისგან.
არ მინდა მსხვერპლი გავხდე.
14-11-2015
დაწვრილებით...
ხმამაღალი ფიქრები
13 ივნისის ღამით დაწყებული სტიქიური უბედურების განვითარებას უშუალოდ ვადევნებდი თვალს. საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ეპიცენტრში მომიწია ყოფნა. თანაც, ვიდრე სახლში მოვიდოდი, საშინელ წვიმაში მოვყევი.
16-06-2015
დაწვრილებით...
გოდება უბედურების ზონიდან
დილით საშინელი სანახაობა დამხვდა. მზის სხივებზე ისეთი ამაზრზენი ჩანს ბუნების წუხანდელი ნამოქმედარი, რომ უბედურების ზონის გარდა, ვერაფერი მოვუძებნე სახელად ქუჩას, ხევს, რომელსაც დილდილობით ჩიტების საოცარი ხმები და თავშესაფარის ძაღლების ყეფა აღვიძებდა.
14-06-2015
დაწვრილებით...
პოლიციელი გმირია!
კაცი რომ იმ აზრს შურიგდება, ნებისმიერ დროს მოკვდეს სხვისი უსაფრთხოებისთვის, პოტენციური გმირია
10-04-2015
დაწვრილებით...
შპრიცებიანი ტყე
ფაქტია, მათ, ვინც შპრიცი გამოიყენწს, პოლიცია ვერ აშინებთ, ან "ლომკა" ისე უტევთ, რომ ყოველგვარი შიში ავიწყდებათ.
23-03-2015
დაწვრილებით...
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს რომ ეზრუნა და უბრალოდ დაევალდებულებინა ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება, ან სულაც "სიტი პარკი", რომ ტროტუარებზე ავტომობილების დაყენების ამკრძალავი ნიშნები დადგან, სულაც არ იქნებოდა ისეთი ქაოსი, როგორიც დღეს არის და კანონთან მწყრალად მყოფი მოქალაქეებიც ვიზუალური მანიშნებლებით დაიმახსოვრებდნენ სად უნდა შეალაჯონ და სად არა.
20-01-2015
დაწვრილებით...
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს რომ ეზრუნა და უბრალოდ დაევალდებულებინა ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება, ან სულაც "სიტი პარკი", რომ ტროტუარებზე ავტომობილების დაყენების ამკრძალავი ნიშნები დადგან, სულაც არ იქნებოდა ისეთი ქაოსი, როგორიც დღეს არის და კანონთან მწყრალად მყოფი მოქალაქეებიც ვიზუალური მანიშნებლებით დაიმახსოვრებდნენ სად უნდა შეალაჯონ და სად არა.
20-01-2015
დაწვრილებით...
გავუკეთოთ ძეგლებს ბორბლები
დავასრულოთ ძეგლების აჩრდილებივით ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა და გზა-გზა ბოდიალის ეპოქა. დავაყენოთ ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დედაქლაქის ცენტრიდან გაძევებული, ვითომ დასავლური ორიენტაციის ნიშნად პირით თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით შეჩერებული დავით აღამაშენებელი იქ, სადაც დგას და მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ ქვეყანაში დავითს რომ გაეხარდებოდა, ისეთი საქმეებით დავუდგათ მის ხსოვნას ძეგლები.
10-08-2014
დაწვრილებით...
გნებავთ ჭკვიანი და ლამაზი მეგობარი?
ბლოგი იმიტომ დავწერე, რომ მინდა ეს საოცარი არსება კარგი პატრონის ხელში დავაბინავო, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინეთ, ვინც მასზე პასუხისმგებლობას აიღებს, კარგა ხანს იქნება ჩემი კონტროლის ქვეშ, მანამ, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ძაღლი საიმედო ხელშია.
14-02-2014
დაწვრილებით...
რას ერჩოდით ცივეტას?!
მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა ცივეტას განავლისგან მზადდება

ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ

მოზარდები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ მაჩვზღარბასათვის
30-11-2013
დაწვრილებით...
ასე იკარგება მიწაც
მინახავს როგორ კვდებიან ხეები ზეზეულად, ამ სახლის სახით ვხედავ როგორ კვდებიან სახლები ზეზეულად.
30-10-2013
დაწვრილებით...
ასე წავიდეთ ოლიმპიადაზე
გამართლებული იქნება ჩვენი დელეგაციის სახელით, სოჭში გორელი ზაზა რაზმაძის გამგზავრება. მართალია ის სპორტსმენი არ არის, მაგრამ მსოფლიო იცნობს მისი ოჯახის ტრაგედიის ამსახველი ცნობილი ფოტოთი, კადრში ზაზა დასტირის 2008 წლის აგვისტოში, გორის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაღუპულ ძმას ზვიადს, რომელიც შვიდი თვის ორსულ ცოლთან ერთად რუსული თვითმფრინავებიდან ჩამოყრილ ბომბებს ემსხვერპლა
09-10-2013
დაწვრილებით...
ბიმი და როკი  არ ეპუებიან ოკუპანტებს, ანუ მესაზღვრე ძაღლები


დასარბევად შესეულ სეპარატისტებს თვალში არ მოსვლიათ ძაღლი, თურმე მოკვლას უპირებდნენ. წინ გადასდგომია პაპა, რას ერჩით, ჯიშიანი ძაღლია, რა დაგიშავათ, თუ მოგწონთ, წაიყვანეთო. მოკვლა გადაუფიქრებიათ, მაგრამ კისრიდან ძვირფასი ტყავის საყელური შეუხსნიათ და წასულან...

30-09-2013
დაწვრილებით...
აფხაზეთი დაგვავიწყდა და მეტსაც დავივიწყებთ

ზოგჯერ მგონია, რომ ვიღაცამ ისეთი უნდა შემოგვარტყას, რომ რეტი დაგვესხას და გამოფხიზლება ვცადოთ. არადა, სილის გაწვნაზე უარესი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავკარგეთ არდასავიწყებელი აფხაზეთი და შიდა ქართლის უზარმაზარი ნაწილი შევატოვეთ მტერს, რომელიც სოხუმის დაკარგვიდან 20 წლისთავზე, გველეშაპივით დახვეული მავთულხლართით მოცოცავს ჩვენს მიწაზე, აქვე, შუაგულ ქართლში, დიცში და დვანში და ქართველ კაცს მისი ხელით ანგრევინებს სიმწრით ნაშენებ სახლებს.
27-09-2013
დაწვრილებით...
წარსულში დარჩენილი ვაჟკაცობა?
წამომხტარა ტარო, ეგ რა გამიბედაო, - მაგრამ ჰეიჰატიროს თვალით უნიშნებია, გაჩერდიო, წრეში კი იმაზე უფრო ძლიერი ძიუდოისტი, თვით ძიგორო კანოს "უჩიდეში" (მოსწავლე, რომელიც მწვრთნელის სახლში ცხოვრობს), ჯიუნიტირო ტორიგაი შეუგდია. ახლა ტორიგაი ეკვეთა თურმე რაჭველს და კისრულის ჩატარება დაუპირა, მაგრამ კეჭოუკამ კონტრილეთით ისიც ძირს დასცა, მერე კი რაჭული სიმშვიდით თონეში პურის საცხობად გაბრუნდა...
31-08-2013
დაწვრილებით...
მინარეთის დემონტაჟი, ანუ ცეცხლთან თამაში ჭელაში

თუ საშენი მასალები იყო განუბაჟებელი და მისმა შემომტანმა კანონი დაარღვია, პასუხი კანონდამრღვევისთვის უნდა მოეთხოვათ. გადაახდევინებდნენ ჯარიმას, დასჯიდნენ შესაბამისი ნორმებით, მაგრამ მინარეთს არ უნდა შეხებოდნენ. დავიჯერო ამის გამკეთებელი ვერ მიხვდა, ცეცხლთან რომ იწყებდა თამაშს? განკარგულების გამცემი სულ უღმერთო და ათეისტი რომ ყოფილიყო, როგორც თანამდებობის პირს მაინც, სულ მცირე კონსტიტუციისთვის, ადამიანის უფლებებისთვის უნდა ეცა პატივი, ამასთან გაეთვალა, რა მოჰყვებოდა უბრალო ხალხში მინარეთის მეჩეთიდან "მოდღლეზვას".

 

28-08-2013
დაწვრილებით...
ქართველებმა გერმანული ჯარი ინგლისელების შეურაცხყოფისგან იხსნეს
- ჩვენ დავმარცხდით, ვტოვებთ საქართველოს და კავკასიას. ახლა ჩვენ აქ შეგვცვლიან ინგლისელები და ფრანგები. თუმცა უკანასკნელი დღეს ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რადგან მე მეგობარი ვარ საქართველოსი, რომლის თავისუფლებისათვის ჩვენ გეხმარებოდით რითაც კი შეგვეძლო, ჩემს ვალად ვთვლი გირჩიოთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ მათ თხოვნით თქვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს დაცვა-დახმარების აღმოჩენისათვის, - ეს იყო უკანასკნელი სიტყვა კეთილშობილი გერმანელი დიდი სამხედრო მოღვაწისა.
ქართველებით გარშემორტყმული გენერალი კრესი გაემართა მატარებლისაკენ. გერმანული დელეგაციის ოთხ ვაგონში, მის კიბეებსა და დერეფნებში ვეღარ ეტეოდნენ შაშხანებითა და ხელის გრანატებით შეიარაღებული მცველი მხედრები. ორთქლმავლის კიბეზე იდგა რაზმის უფროსი, კაპიტანი გიორგი აფხაზი.
07-08-2013
დაწვრილებით...
ქალქვის საფლავის საიდუმლო ანუ უბისელი სერაფიტა


ცხოვრებაში პირველად ვნატრობ, რომ სიძველეების ასაკის დამდგენი ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე, საფლავთმცოდნე და რა ვიცი ყველაფრის სპეციალისტი ვიყო, რაც ამ საფლავების ქვეშ დაკრძალულის ვინაობის დასადგენად დამეხმარება.
29-07-2013
დაწვრილებით...
შესაძლებელია სადიზმს გამართლება ჰქონდეს?
ამოთხარე ვარლამი შენი გონებიდან
რიგითი მოქალაქეები, პატიოსანი, დანაშაულებრივ ქმედებებში შეუმჩნეველი ადამიანები (დამნაშავეც რომ იყოს, მერე რა?) გაიტაცეს და ჯერ ელექტროშოკის ზემოქმედებით, შემდეგ კი გაუპატიურების შედეგად ცდილობდნენ მათ დაყოლიებას, ეღიარებინათ ბუნებაში არ არსებული დანაშაული, ტერაქტი, რომელიც არასოდეს მომხდარა და საბედნიეროდ არც მოხდება. რატომ აკეთებდნენ ჯალათები ამას? გამოძიების შედეგად პასუხი იქნება?
21-06-2013
დაწვრილებით...
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა