ძამის ხეობა ათონის მთასავით ჩაიკეტებაო
ძამის ხეობა ათონის მთასავით ჩაიკეტებაო
30-06-2012
რამდენიმე დღის წინ ძამის ხეობაში ვიყავი, ოთხი მონასტერი მოვინახულე. ყინწვისის, სარკინეთის, ორთუბანი და ძამის. გულში დარდად დამრჩა, ქოზიფას მონასტრამდე ვერ ავედით, ავტომობილმა ვერ ივარაგა. დღემდე ნანახზე და განცდილზე ვფიქრობ. ქარელის რაიონში მდებარე ეს ხეობა საოცარია. ბუნებით, ჰაერით, მიწით, სილამაზით და რაც მთავარია სიწმინდეებით. 42 მოქმედი მონასტერია მთელ ხეობაში. კიდევ იმრავლებსო, ამბობენ ბერები. საოცარია. ამ ერთ პატარა მხარეში,თითქოს ყოველი გოჯი მიწა ეკლესიის საძირკვლად არის გაჭრილი.
სოფელ ორთუბანში დედათა მონასტერი თავისი სიძველით და სინატიფით ანცვიფრებს მნახველს. მონასტერი მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს. ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის  სამწევრისიდან გადმოტანის შემდეგ აუშენებიათ კომპლექსი, XVII-XVIII საუკუნეებში.
მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა.
ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი უკავია, ადრეულ პერიოდში მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებულია ნატეხი ქვით, საკურთხეველი გამოყოფილია მასიური კანკელით. ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია სამსართულიანი კოშკი.

საინტერესო ნაგებობაა სარკინეთის, შიო მღვიმელის სახელობის კლდეში გამოკვეთილი მონასტერი. ღირსი შიო დიდი საკვირველმოქმედის სახელობის ტაძრის მშენებლობა ოთხიოდე წლის წინ დაუწყიათ ბერებს. კლდეში გამოკვეთილ ტაძარს ულამაზესი ბუმბათი ადგას. მომლოცველები ტაძრის გამო, კლდეს წმინდას ეძახიან.
ყინწვისში კარგა ხანს ვიტრიალე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტაძარში განსაკუთრებული ემოცია და სიმშვიდე მეუფლება, ყინწვისში ძალიან მომინდა გალობა. ვიგალობე კიდეც ჩემი რჩეული ”წმინდაო ღმერთო...” ძველი და ნატიფი ფრესკებით მოხატული გუმბათის, კედლების და თაღების ქვეშ ჩვილივით ვგრძნობდი თავს.
იმის გამო, რომ ქოზიფაში ვერ ავედით, ძამის მონასტერს ვესტუმრეთ. მონასტერი გზიდან ძალიან მოშორებულია, ბერებისა და მორჩილების გარდა, იქ იშვიათად ადიან მომლოცველები, მით უფრო ექსკურსიაზე მყოფნი. ბევრმა არც კი იცის ამ მონასტრის არსებობა. პატარა ტაძარი და ბერების საცხოვრისი შთამბეჭდავად ჩანს ულამაზესი პეიზაჟის ფონზე.
უკან რომ ვბრუნდებოდით,  ორთუბნის დედათა მონასტერში დედებმა გვითხრეს, მოასწარით და მალე მოინახულეთ აქაურობა, თორემ მალე ძამის წმინდა ხეობა ათონის მთასავით ჩაიკეტება და შესაძლოა ქალებს საერთოდაც აეკრძალოთ ხეობაში შემოსვლაო.
თვალშისაცემია,რომ აქეთ სოფლები სულ მიტოვებულია. ხალხი აქა-იქ, კანტი-კუნტად ცხოვრობს. სიღარიბეს გაექცნენო. იქნებ უფრო სიზარმაცის გამო გაიქცნენ? ვინც შრომობს, პურსაც ჭამს, მოსავალიც მოდის, მიწა ძალიან ნოყიერი და მადლიანიაო. მაგალითად მონასტრებში მეურნეობა აქვთ და თავსაც ირჩენენ.
დღემდე ვფიქრობ, რომ ბერები ამ ხეობას მცველებად უდგანან.ასე რომ არ იყოს, მიტოვებულ სოფლებს კარგა ხნის წინ დაეპატრონებოდა ეშმაკი თუ არა, გადამთიელი მაინც. რომელთა მოგერიებაც სამწუხაროდ ძვირად გვიჯდება.
zaza
06 ივლისი 2012 20:45
გიოს

ამ ბნელეთის მოციქულების სახელის ხსენება არ მინდოდა, თორემ მეც კარგად ვიცი ვინც ბრძანდებიან. ქრისტიანობით სპეკულირებენ, მაგრამ ქრისტიანობის მტრები თავად არიან. ისინი ქრისტიანობის გარეგან ფორმებს ეთაყვანებიან (კერძოდ დამყაყებულ ბიზანტიურ–რუსულს, რადგან სხვა ვერ წარმოუდგენიათ) და არა შინაარსს. ეს იმბეცილები კრიტიკაზე აცრილები არიან და რადგან რეალური არგუმენტები არ გააჩნიათ, მაშინვე ლანძღვა–გინებაზე გადადიან. ერთი ასეთის „კომენტარი“ ქვემოთ შეგიძლია იხილო.
გიგი
05 ივლისი 2012 15:44
ლიბერასტ ფუნდამენტალისტებო! რაო გამოძვერით უკვე სოროებიდან???:))))
სხვა სიახლეები


აღმაშენებლის გამზირზე. ჩემი სახლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე კიდევ ორი ახალი ”ზებრა” დახაზეს. ამიტომაც ვხუმრობ, ამით კიდევ ორჯერ გაიზარდა გზაზე ჩემი ტრაგიკულად გადასვლის საფრთხე-მეთქი. მომერიდეთ, თორემ თუ გადავრჩი, აუცილებლად გიჩივლებთ და ამას მანამდე გავაკეთებ, სანამ არ დაგამახსოვრდებათ, რომ ფეხით მოსიარულეები აჩრდილები არ ვართ. როგორც კანონდამრღვევი მძღოლები იტყვიან ჩემსავით "შარიანი" კი ცოტანი არ გეგონოთ. ჩვენ მივაღწევთ შედეგს. 
დაწვრილებით...
ძაღლი ამანდა რიგ-რიგობით ეზიდებოდა ხანძრის ზონიდან ლეკვებს და სახანძრო მანქანის ბლოკში ათავსებდა.
დაწვრილებით...
მოხუცი ქალი ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს იღებდა თაიგულს და ღიმილით, გაოცებული ათვალიერებდა ხოლმე ბარათს წარწერით, ”ესენი დაჭკნებიან, შენ კი არასოდეს, რადგან ჩემი სიყვარული დაგიფარავს.” მოხუცი საგონებელში ჩავარდა, კურიერი კი ჯიუტად განაგრძობდა ვარდების მირთმევას. როგორც კი მოხუცი დაიჟინებდა, რომ რაღაც გეშლებათო, კურიერი მყისვე ფურცელზე ჩაწერილ მისამართს აჩვენებდა და ქალი კიდევ უფრო საგონებელში ვარდებოდა. მისი იდუმალი ”თაყვანისმცემლის” ყურადღება მეზობლებმაც შენიშნეს და ერთმანეთში დაიწყეს ირონიული ჩურჩული, _ ამ სიბერეში ვინ ეპრანჭება, თანაც ასეთი მდიდარი, რომ მურტალოსავით ყოველ დილით ვარდებს უგზავნის, ნახა ეგეც კუკარაჩას შეყვარებული ინგაო.
დაწვრილებით...
განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
დაწვრილებით...
ზემოთ ჩამოთვლილი ჭორებიდან განსაკუთრებით მომხვდა გულზე კბილაშვილის "გადაგვარება", გამომდინარე მისი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობიდან. ცხადია, სანიკიძის ხაჭაპური და ბესელიას "შანელიც" საინტერესოა, მაგრამ ჭორებს ძირშივე ეტყობა არასერიოზულობა. მივადექი პროკურატურას და ...
დაწვრილებით...
თურმე ბავშვებზე მიცვალებულების კოსტუმების მორგება და ჩონჩხების გამოფენაც ირლანდიის ისტორიით აიხსნება. სანამ ამერიკისკენ დიდი მიგრაცია დაიწყებოდა, ირლანდიას საშინელმა შიმშილმა და სიკვდიალიანობამ გადაუარა, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი იღუპებოდა XIX საუკუნის შუაწლებში დროჰედას გზაზე, საიდანაც გემები ამერიკისკენ მიდიოდნენ. სწორედ ამ შიმშილობის გამო დაიწყო დიდი ემიგრაცია ამერიკისკენ.
ვინც გააღწია და გადარჩენა შეძლო, უკვე უცხო მიწაზე, ჰელოვენიც ალბათ სწორედ მათ დაამკვიდრეს; ძველ ტრადიციას დაამატეს გოგრა (რომელიც უხვად მოიწიეს ამერიკის მიწაზე), ათასგვარი თხილეული (სიმბოლო ნაყოფიერებისა და სიუხვისა) და კოსტუმიც, როოგორც ნიშანი გამარჯვებისა, როცა მიცვალებულის ფორმაში გამოწყობილნი თავად აფრთხობენ და დევნიან სიკვდილს.
დაწვრილებით...
კოშკი მხოლოდ იმისთვის აშენდა, რომ იქ სააკაშვილისთვის განეთავსებინათ რესტორანი, რომელიც თურმე შეუმჩნევლად იტრიალებდა და მოსალხენად პირით ზღვისკენ დამჯდარი, ქეიფის დასრულების შემდეგ პირით მთისკენ აღმოჩნდებოდით.
დაწვრილებით...
დილით მშვიდად გვეღვიძება, იმის შიში არ გვაწუხებს ძილის წინ, რომ ხვალ ვინმეს უმიზეზოდ დაიჭერენ, აწამებენ, ფულს გამოძალავენ კანონის ძალით.
დაწვრილებით...
ღმერთო დალოცე ამერიკა, რომ სიკვდილის მატარებელმა ქარიშხალმა და გიგანტურმა ტალღებმა არ წალეკოს იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც ახლა ოკეანის გაღმა ცხოვრობს.
დაწვრილებით...
გაუნათლებლობა სიბნელეა, სიბნელეში კი ერთადერთი გამოსავალი ხელის ფათურით სიარულია, თუ სინათლე ვერ ნახე, თუ ვერ განათლდი, ბოლო ხშირად ფეხის წამოკვრით და თავთან ერთად სახელის გატეხვით სრულდება.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?