"მეც არ მიკვირდა, რა უკუღმა მართავს ქვეყანას-მეთქი, თურმე უკუღმა წაუკითხავს ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"მეც არ მიკვირდა, რა უკუღმა მართავს ქვეყანას-მეთქი, თურმე უკუღმა წაუკითხავს ყველაფერი"

არქივი 2015-03-25

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება ფოტო, რომელზეც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ასახული.

ბატონ მიხეილს ხელთ სქელტანიანი წიგნი აშკარად უკუღმა უჭურავს. "მეც არ მიკვირდა რა უკუღმა მართავს ქვეყანას- მეთქი, თურმე უკუღმა წაუკითხავს ყველაფერი." - ხუმრობენ "ფეისბუქის" მომხმარებლები. ქართული საინფორმაციო საშულებების მერე კი, უკვე უკრაინული მედია ალაპარაკდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი, თბილისში ჩატარებული 21 მარტის საპროტესტო აქციით, უკმაყოფილოა. წერენ, რომ მან საქართველოში მყოფ პარტიის ლიდერებს სასტიკად უსაყვედურა და გამოუცხადა, რომ ის ხარჯები, რაც აქციის მოსამზადებლად დაიხარჯა, სულ ცოტა 50 000 კაცის ქუჩაში გამოსაყვანად იყო საკმარისი. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამაზე მხოლოდ ხუმრობენ, მაგალითად, პარლამენტარმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა: "ჩემთვის არ დაურეკავს, ფაქსით გამომიგზავნა გინება."