5 წლის აკაკი ხორავას უნიკალური ფოტო - კვირის პალიტრა

5 წლის აკაკი ხორავას უნიკალური ფოტო

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში,"  "სურამზე შეყვარებულთა გვერდზე" გამოქვეყნდა უნიკალური ფოტო, რომელზეც დიდი ქართველი მსახიობი, აკაკი ხორავა 5 წლის ასაკშია აღბეჭდილი.

წარწერა ფოტოზე: "წინა რიგში, მარცხნიდან:  ალექსანდრე ხორავა, ხელში უჭირავს დათიკო შურღაია (ლეგენდალური ფეხბურთელის - დავით ყიფიანის ბაბუა), გვერდით 5 წლის აკაკი ხორავა (საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი). აკაკის ზევით დედა კესო შურღაია და მამა ალექსი ხორავა. დათიკო შურღაიას მშობლები, ცენტრში - დავით შურღაია და სონა ნოზაძე. ნაპირში დათიკოს ძიძა. სურათი გადაღებულია სურამში, 1900 წელს."