ფოტოები, რომელიც შექმნილი ვითარების ტრაგიზმსა და მომავლის იმედს სრულად გადმოსცემს - კვირის პალიტრა

ფოტოები, რომელიც შექმნილი ვითარების ტრაგიზმსა და მომავლის იმედს სრულად გადმოსცემს

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტოები, რომელიც მართლაც ზუსტად ასახავს ჩვენს დედაქალაქში შექმნილ ვითარებას, მის ტრაგიზმსა და მომავალის იმედს.

მათგან ორი გამორჩეულია, ერთზე ასახუალია სტიქიაგადატანილი გარემოს ფონზე გაფენილი ფულის კუპიურები.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში ნაპოვნი ეს თანხა მოხუც ქალბატონს ეკუთვნოდა, ფული მოხალისემ იპოვა, ბებოს ფული გაურეცხა, გაუშრო და უკან დაუბრუნა.

მეორე ფოტოს გმირი უკვე მოხალისე ბიჭია, ველოსიპედით და ნიჩბით.

ის თავისი თაობის სიმბოლოა, თაობის, რომელმაც ქვეყანას ერთიანობისა და სოლიდარობის ძალა აჩვენა, გაახსენა საზოგადოებას კარგად დავიწებული ძველი რამ... რომ "ძალა ერთობაშია!"

წაიკითხეთ ასევე