პრეზიდენტის შეფასების ჰარვარდის მეთოდიკა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის შეფასების ჰარვარდის მეთოდიკა

შენი ცხოვრება, შენი შესაძლებლობანი, შენი ოჯახის მომავალი უმჯობესდება  თუ  არა   შენი პრეზიდენტის საქმიანობით?

 

საზოგადოებაში არსებული უცოდინრობა პრეზიდენტის შეფასებისა, არის საშიშროება დაბნეულობის, გაურკვევლობის და უსისტემობის.  მაღალია ალბათობა ღირსეული  ადამიანის პრეზიდენტის პოსტამდე ვერ მისვლის  და   ’’ცრუ დიმიტრების’’  არსებობისა.

ამიტომ, ჰარვარდის კენედის სამთავრობო სკოლა მუშაობს მკაფიო ფილტრის დასაყენებლად, რათა    საზოგადოებას მისცეს მკაფიო ჩარჩო თავისი ლიდერების  შეფასებისა,  რომ  მან    არ დაუშვას შემთხვევითი ადამიანის მოსვლა უმაღლეს პოსტზე.  ამით საზოგადოებაში დახვეწილ და ეფექტურ ლიდერზე მოთხოვნა გაიზრდება. პოლიტიკური ლედერები იმდენადაა მნიშვნელოვანნი ჩვენთვის, რამდენადაც ისინი ქმნიან პოლიტიკურ სივრცეს, რომლის პირობებშიც ჩვენ ყველანი ვმოქმედებთ და ჩვენი წარმატება-წარუმატებლობაც დიდ წილად სწორედ ამ სივრცეზეა დამოკიდებული.  ამიტომაც ასე სასიცოცხლოა ჩვენთვის ნამდვილი ლიდერების არსებობა.

იმისათვის, რომ ასეთი ლიდერები წარმოჩინდნენ საზოგადოებამ უნდა ითამაშოს გაცილებით უფრო დიდი როლი, ვიდრე  მას იგი აქამდე აკეთებდა. რადგან ეს ასეა, მოდით ვიფიქროთ იმაზე თუ რა იქნება ობიექტური კრიტერიუმი ჩვენი ლიდერების,  შესაფასებლად?

 

მე მინდა შემოგთავაზოთ პრეზიდენტის შეფასების ჰარვარდის მეთოდიკა.

იგი შედგება ორი ნაწილისგან:

I. პრეზიდენტის პიროვნული მონაცემები

1.პრეზიდენტის შინაგანი სამყარო-სიბრძნე, გამბედაობა, ზომიერება, სამართლიანობა, რამ გამოწრთო მისი სული? მისი ხასიათი, როგორ იქცევა იგი წნეხის და სტრესის ქვეშ, ექსტრემალურ სიტუაციებში? რას ეყრდნობა გასაჭირის შემთხვევაში? რა გზა გამოიარა მან სანამ პრეზიდენტი გახდებოდა.

2.პრეზიდენტის ხედვა-მიზანი-ერის მთავარი ამოცანის მკაფიოდ დასმის და მისი თითოეულ მოქალაქამდე დაყვანისა და გათავისების  უნარი.

3.კომპეტენტურობა-აღსრულების დისციპლინა-გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რამდენად შესწევს უნარი დეტალებში გარკვევის, ეფექტური კითხვების დასმითა და ჩაძიებით შესაძლო ალტერნატივების სრულყოფილი ანალიზი, ჯაჭვის რგოლებში ყველაზე მთავარის დანახვის უნარი, კრიზისის მენეჯმენტი, ინსტიტუციონალური მართვის ოსტატობა. მისი აპარატისი ეფექტურობა პოლიტიკის ჩამოყალიბება-აღსრულებაში.

II პრეზიდენტის  მიღწევები

1.ეკონომიკა-როგორ იზრდება ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი, რამდენად დაბალია უმუშევრობა, რამდენად დაბალია ინფლაცია,რამდენად ეფექტურია მისი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და პროდიქტიულობის გაზრდის საქმეში, რამდენად დიდია ბიზნეს საქმიანობა, ახალი ბიზნეს ბრენდების, ინოვაციების შექმნის თვალსაზრისით, რამდენად დიდია ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ჩვევების შეძენისა და ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატეუბულად ჩართვის შესაძლებლობა.

2.ადამიანის პიროვნული თავისუფლებების დაცვა და განვრცობა-არჩევნების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი, თავისუფალი-სამართლიანი არჩევანის შესაძლებლობა. მედიის, სასამართლოს, სიტყვის, შეკრების თავისუფლება. ასევე აქვე განიხილება თუ რამდენად გააფართოვა პრეზიდენტმა უნივერსალური განათლების მიღების, ხარისხიანი ჯან.დაცვის შესაძლებლობა. რამდენად შესძლო პრეზიდენტმა ყოფილიყო კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, რამდენად უზრუნველყო მან კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ეფექტური და სამართლიანი ბრძოლა.

3.ქვეყნის ტერიტირიის დაცვა და საერთაშორისო ურთიერთობები-დაცულია ქვეყნის ტერიტორია, უზრუნველყოფილია მისი თავდაცვა?  მისი შეუალობის გარანტია? გაიზარდა ქვეყნის პრესტიჟი და მისი გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე?

4.საპრეზიდენტო მემკვიდრეობა-რა არის ის რაც მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ დარჩება, იცოცხლებს და გადარჩება?

თუკი ჩვენ ასეთ მაღალ სტანდარტს, მკაფიო საზომს დავაწესებთ და ასე გავზრდით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასა და გემოვნებას, მაშინ მე ღრმად მწამს, რადიკალურად შემცირდება შემთხვევითი, მედროვე და არაეფექტური პრეზიდენტების რიცხვი და გაიზრდება ხარისხი ჭეშმარიტი წინამძღოლობის და პოლიტიკური ლიდერობის.