
ისევე როგორც ენას, ჩემს ბლოგსაც არ აქვს ძვალი. ასე რომ, იმედს ვიტოვებ, ჩემი პოსტები ყელში არავის გაეჩხირება.
პოლიტიკური მოვლენები, სოციალური პრობლემები და მედია - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ყველაზე ხშირად ვრეაგირებ.
პოსტებში წარმოდგენილია ჩემი პირადი, სუბიექტური შეხედულებები ჩემთვის საინტერესო მოვლენების მიმართ.
10-02-2013
ერთად გავაგრძელოთ საუკუნის პროექტი!
სწორედ მრავალრიცხოვან მკითხველთა თხოვნით, პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა, წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", გრძელდება!
"50" + ბიბლია + "კიდევ 49, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!"
100 წიგნი ჩვენს თაროზე და 1 საუკუნე სიცოცხლის გზა.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ამ სამშაბათს, 12 თებერვალს, 15:00-ზე, საბურთალოზე მდებარე "გუდვილში", "ბიბლუსის" მაღაზიაში!
06-11-2012
ყველაფერს აქვს დასაწყისი და სასასრული. უბრალოდ, ადამიანების ბუნებრივი სურვილია, რომ ის, რაც კარგია, გავიხანგრძლივოთ; გავაგრძელოთ იქამდე, სანამ ლოგიკურად, დასრულდება... დასასრულისკენ მიდის ყველაზე სახალხო, მასშტაბური და პოპულარული მედიაპროექტი, „50 წიგნი“, თუმცა ამ პროექტთან დაკავშირებული მთავარი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ გელით და ამ სიურპრიზების ნაწილს აქ, ამ პოსტში გაგიმხელთ...
29-09-2012
მიშას და მის რეჟიმს, "გამშავებლების" წყალობით შეუძლია "გააშავოს" ყველა, ვინც მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წავა.
"ნაცმოს" პროფესიონალ "გამშავებელთა" გუნდს აქვს არაჩვეულებრივი ნიჭი, რომ, პირობითად, პატიოსანი მონაზონიც კი უკანასკნელ კახპად შერაცხოს.
27-07-2012
წიგნი ძალიან გავს მეგობარს. წიგნებს, ისევე როგორც მეგობრებს, თავად ვირჩევთ. ოღონდ ერთი განსხვავებით, იმისთვის, რომ წიგნი შენი მეგობარი გახდეს, მასთან ერთად 10 ფუთი მარილის ჭამა სულაც არ არის საჭირო. უბრალოდ, მას საფუძვლიანად უნდა გაეცნო - ისევე, როგორც მეგობარს დამეგობრებამდე. აი, მერე, მერე კი... მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად გვახსენდება მათი კონკრეტული ფრაზები და რჩევა-დარიგებები, რომელსაც ხან ვითვალისწინებთ, ხან არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭკუას ორივე მათგანს ვეკითხებით.
30-05-2012
"ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია ტოტალიტარულ მმართველობაზე, სამწუხაროდ, ყველას, ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, საქართველოს თანამედროვე ისტორიას გაახსენებს.
30-04-2012
"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე"
27-04-2012
ამ პოსტით, მეტწილად, ქალბატონების ყურადღების მიქცევა მსურს, რადგან საფრთხე, რომელზეც ამ პოსტში ვსაუბრობ, მათ განსაკუთრებით ემუქრებათ.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ C ჰეპატიტი, იგივე ”ნაზი მკვლელი”, იმ ადგილებში ”ბუდობს”, სადაც სილამაზეზე ზრუნავენ.
სილამაზის სალონები - ადგილი, სადაც ადამიანები მიდიან იმისთვის, რომ იქიდან უფრო ლამაზები წამოვიდნენ, ვიდრე არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ძალიან არასასიამოვნო იქნება იმის აღმოჩენა, რომ მათ სილამაზეს მათივე ჯანმრთელობა შეეწირა...
03-03-2012
მთელი ამ დიალოგის განმავლობაში მეც და სხვა დამსწრე ბლოგერებიც ღიმილით ვისმენდით იმას, თუ როგორ გვიმტკიცებდა პრემიერი მედიასთან დაკავშირებით, რომ თეთრი შავია, თუმცა CNN-ს და FOX-ის და ”კავკასიისა” და ”იმედის” შედარებამ დაგვავიწყა, რომ იმ მაგიდასთან ვიჯექით, სადაც მაღალნი ამა ქვეყნისანი მჭმუნვარე სახით, ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის ბჭობენ და მოურიდებლად გადავიხარხარეთ. მას შემდეგ, რაც სიცილით გული ვიჯერეთ...
23-02-2012
მაშინ, როდესაც საქართველოში ოკუპაციიდან ოკუპაციამდე - კვირეული მიმდინარეობს, ქეთა თოფურიამ რუსეთში, პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. ქეთამ საკუთარ გამოსვლამდე შეკრებილებს 23 თებერვალი, სამშობლოს დამცველის დღე მიულოცა, ყველაფერ ამით კი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან გააღიზიანა. საინფორმაციო პორტალებზე, ფორუმებზე თუ სოციალურ ქსელებზე, გაუთავებლად განიხილავდნენ ამ ამბავს. მათგან ყველაზე საინტერესო კომენტარებს თავი ამ პოსტში მოვუყარე.
17-02-2012
ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ (რა მაგარია! - მიშამ ისიც კი იცის, ვინ რომელი ლიდერის ქვეშ არის! :), ხან მესამეს ქვეშ (ღმერთო ჩემო, ეს უკვე გარყვნილებაა :) იკრიფება ერთი და იგივე ძველი სახეები (მიშა, იკრიფება ყურძენი, იკრიბება ხალხი), ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღვრემილი შესახედაობის, პოლიტიკურად მუმიფიცირებული...
06-01-2012
სუპერვარსკვლავი უნდა ცხოვრობდეს მდიდრულ სასახლეში. დადიოდეს ძვირადღირებული ავტომობილით და ცხადია, აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვერტმფრენი.
04-01-2012
"ახალგაზრდობა არ არის, თუნდაც აი, კარგი გაგებით ვიტყვი, არ გატრ*კება... პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ ახალგაზრდობის შემადგენელი ნაწილია ეს... ახალგაზრდული ბუნების შემადგენელი ნაწილია..." - ეს სიტყვები ქალაქ თბილისის მერს, გიგი უგულავას ეკუთვნის.
23-12-2011
მაშინ, როდესაც გასული საუკუნის ნეტარ დასავლეთში მამაკაცები თავს იმტვრევდნენ კითხვაზე - რა სურთ ქალებს, საქართველოში ამ კითხვაზე მამაკაცების უმრავლესობას უკვე ჰქონდა პასუხი. მათ ქალების სურვილებიც შეისწავლეს და სუსტი სქესის წარმომადგენლებს ადგილიც მიუჩინეს. გადაწყდა, რომ ქართველი ქალის ადგილი ”კუხნაშია”.
27-04-2011
თქვენ თუ ქალაქში საკუთარი მანქანით გადაადგილდებით, ნუ დახარჯავთ დროს ამ ჩანაწერის წაკითხვისთვის!
ადამიანზე ძალადობის არაერთი საშუალება არსებობს.
გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამების სხვა მეთოდებთან ერთად, პატიმრების ხმამაღალი მუსიკით წამების ხერხსაც მიმართავდნენ...
31-03-2011
გადავწყვიტე, რამდენიმე საათით მაინც არ მეფიქრა საკუთარ ბედნიერებაზე და ჩემი ფიქრები იმ ადამიანისკენ მიმემართა, რომელიც დღედაღამ ათასობით ადამიანის ბედნიერებაზე ზრუნავს.
გიფიქრიათ, - არის თუ არა ჩვენი პრეზიდენტი ბედნიერი? ალბათ უმრავლესობა იტყვის, - არისო! მეც ასე ვფიქრობ, მას ხომ ამისთვის არაერთი მიზეზი აქვს.
17-03-2011
გასულ შაბათს "იმედმა", გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი", ქართველი სტუდენტების ის მცირე ნაწილი გვიჩვენა, რომლებმაც გადაცემის მიერ დასმულ პროვოკაციურ შეკითხვებს აბსურდული პასუხები გასცეს.
13-03-2011
დიდი ხანია, რაც ეს ყოვლად უწყინარი ცხოველი ადამიანთა ჩანაფიქრების სამსხვერპლოდ იქცა. ამ ორი დღის წინ კი ცხვარს, ქართველი ხალხის სიმბოლოს ტიტულიც ერგო, როცა შალვა ნათელაშვილმა გაძვალტყავებული ბეკეკა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს - ცეზარ ჩოჩელს პირდაპირ სახლის ჭიშკარზე ჩამოუკიდა...
01-03-2011
იმ ღამეს, როდესაც მუბარაქი გადადგა, CNN-თან სატელეფონო ჩართვაში, ცნობილი ეგვიპტელი აქტივისტი, ვაელ გონინი, თავისუფლებისთვის მადლობას მარკ ცუკერბერგსა და მის "ფეისბუქს" უხდიდა.