რა განსაზღვრავს სექსუალურობას საქართველოში?
რა განსაზღვრავს სექსუალურობას საქართველოში?
მაშინ, როდესაც გასული საუკუნის ნეტარ დასავლეთში მამაკაცები თავს იმტვრევდნენ კითხვაზე - რა სურთ ქალებს, საქართველოში ამ კითხვაზე მამაკაცების უმრავლესობას უკვე ჰქონდა პასუხი. მათ ქალების სურვილებიც შეისწავლეს და სუსტი სქესის წარმომადგენლებს ადგილიც მიუჩინეს. გადაწყდა, რომ ქართველი ქალის ადგილი ”კუხნაშია”.

გავიდა დრო და შეიცვალა შეხედულებები. აღმოჩნდა, რომ ქალი არა მარტო ”კუხნაში”, არამედ ”კუხნის” გარეთაც საჭიროა.
"კუხნიდან გამოსული" "პიჟამო გახდილი" ქართველი ქალების ჩასაცმელად მამაკაცებმა "ტყავი გაიძრეს" და საყვარელი ქალების სხეული "საღამურის"
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაცვლად თბილისში თანდათანობით შემოსული ბრენდებით შემოსეს... ეს ისე, მცირე, ჩემეული ექსკურსი, თუ როგორ იცვლებოდა გასული ათწლეულების განმავლობაში ქალის მიმართ დამოკიდებულება.

დროის ცვლილებასთან ერთად სიტყვა ”სექსუალური”, ერთ დროს შეურაცხმყოფელი, საგინებელი სიტყვა, კომპლიმენტად იქცა. ახლა, ჟურნალი "ბომონდი" და პორტალი Marao.ge სწორედ იმას არკვევს, რომელ ქართველ ქალს ეკუთვნის ეს კომპლიმენტი. ამ მიზნით მათ დაიწყეს გამოკითხვა, სადაც მკითხველი მისთვის ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალს ასახელებს. გამოკითხვა, რომელიც 1 თვის წინ დაიწყო, უკვე დასასრულს უახლოვდება. ახლახანს კი ხელთ ამ დროისთვის არსებული ათეული ჩამივარდა, რომელიც მინდა ამ
პოსტში წარვადგინო და თქვენთან ერთად განვიხილო, თუ რომელი მათგანი იმსახურებს ”ყველაზე სექსუალურის” ტიტულს...
მაშ ასე, მეათე ადგილით დავიწყოთ:

X ადგილი - ვერა ქობალია
ქალი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ქართველი კაცის გუნებასთან. მინისტრ ქალბატონს ხომ არც სექსუალურობა აკლია და "კუხნის" საქმეებიც გადასარევად გამოსდის. 
თუმცა, როგორც ხედავთ ის ჯერ მხოლოდ მეათე ადგილზეა...

IX ადგილი - სალომე ღვინიაშვილი
გაოცება ვერ დავმალე, როდესაც მოდელი სალომე ღვინიაშვილი, რომლის სილამაზეზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც საუბრობენ, მეცხრე ადგილზე ვიხილე. შესაძლოა, თქვენც გაოცდეთ, როდესაც ნახავთ, რომ ქართველი კაცებისათვის ახალგაზრდა მოდელზე მეტად სექსუალური ორმოც წელს გადაცილებული მოროშკინაა...

VIII ადგილი -  ლალი მოროშკინა

რაკიღა ბლოგი სუბიექტურობის შესაძლებლობას იძლევა, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ეტაპზე გამოკითხულ იმ ასობით ადამიანს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ლალი მოროშკინა სალომე ღვინიაშვილზე მეტად სექსუალურია. როდესაც საუბარია სექსუალურობაზე, მე უპირატესობას  ახალგაზრდა, ყოველმხრივ დახვეწილი აღნაგობისა და უნაკლო სახის მქონე სალომე ღონიაშვილს ვანიჭებ... ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს თავად ლალი მოროშკინას: ”როდესაც საუბარია სექსუალურობაზე... სექსუალურობა მოდის ასაკთან ერთად. არ შეიძლება 20 წლის და 22 წლის იყოს სექსუალური.” - ამბობს მოროშკინა ერთ-ერთ ინტერვიუში. ლალი, მესმის, რომ თქვენი ამ თეორემის გათვალისწინებით, ყველაზე სექსუალურების ათეულში მერვე ადგილი დიდი ვერაფერი წარმატებაა, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ "ყველაზე უგემოვნოს" სტატუსს ნამდვილად სჯობს...

VII ადგილი - ნუკი კოშკელიშვილი

ის, რომ ნუკი სექსუალურია, მიმაჩნია, ამაში საკამათო არაფერია, მაგრამ ეს გოგო მეშვიდე ადგილისთვის მენანება. სიამოვნებით ვიხილავდი სექსუალურ, ქერა ლამაზმანს ათეულის სოლიდურ პოზიციებზე. დასანანია, რომ ერმა მას ყველაზე სექსუალურთა შორის მეშვიდე ადგილი მიუჩინა...

როგორც ჩანს, ჩვენს დროში, ქალის სექსუალურობას განსაზღვრება კარგი ღვინის განსაზღვრებას ემთხვევა. ქალი ”დაძველებით” ისევე ფასობს, როგორც ღვინო. ამის მაგალითია არა მარტო მოროშკინა, არამედ ”ბომონდისა” და Marao.ge-ს მკითხველის ”ყველაზე სექსუალურის” მეექვსე პრეტენდენტი...

VI ადგილი - ია ფარულავა

უსამართლო ვიქნები, თუ ფარულავას სილამაზეს დავუწუნებ. მე კი ჩემო მკითხველო, მერწმუნეთ, ვერ ვიტან უსამართლობას, თუმცა ფარულავა ათეულის VI  ადგილზე და წლევანდელი მის საქართველო ჟანეტ ქერდიყოშვილი ათეულს ფარგლებს გარეთ, ცოტა  მეუცნაურება... გარდა ამისა, ფარულავასა და მოროშკინას მაგალითზე დაყრდნობით დავასკვენი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალის სექსუალურობას არა ტანი, მაღალი ფეხები და დახვეწილი სახის ნაკვთები, არამედ სხეულის ერთი კონკრეტული ორგანო - მკერდი განსაზღვრავს.  თუ ასეა, მაშინ მოროშკინასა და ფარულავას მკერდის მომნუსხველობის კოეფიციენტი ნამდვილად აძლევს მათ ”ყველაზე სექსუალურის" სტატუსს.
თითქოს ლოგიკას მოვარგე არსებულ ათეულში "ყველაზე სექსუალურების" რიგითობა, თუმცა მალევე მომიწევს ზემოთ აღნიშნული თეორიის გაბათილება, რომლის თანახმად, ქართველებისთვის, სექსუალურობას მკერდი განსაზღვრავს, რადგან მეხუთე ადგილზე გასული მშვენიერი, ახალგაზრდა მსახიობი, მოროშკინა-ფარულავაზე ნაკლები ”მკერდიანობით” გამოირჩევა, თუმცა ათეულში მათზე წინ - მეხუთე პოზიციაზეა.

V ადგილი - ნანკა კალატოზიშვილი
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ ვკამათობ. მიმაჩნია, რომ ნანკა ღირსეულად იკავებს ყველაზე სექსუალური ქალების საპრიზო, მეხუთე ადგილს.

IV ადგილი - სოფო ნიჟარაძე
აღარ გავაჩმახებ, და ვიტყვი, რომ ნიჟარაძის მეოთხე პოზიციაზე ყაბულს ვარ. ასევე, ხელის აწევით ვეთანხმები მესამე პოზიციასაც.

III ადგილი - თიკა ფაცაცია
თიკა ფაცაციას სილამაზე,რომელიც სხვადასხვა სილამაზის კონკურსებზე არაერთხელ დაფასებულა, ისევე შენარჩუნებულია, როგორც წლების წინ. გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სილამაზის დედოფალის სტატუსი ფაცაციასგან განსხვავებით ვერ შეინარჩუნა ირინა ონაშვილმა. თუმცა... რაღაც ავურიე, - ამჯერად ხომ საუბარი არა სილამაზეზე, არამედ სექსუალურობაზეა. ირინა, როგორც ჩანს თქვენ ლამაზი ხარ, მაგრამ არა სექსუალური...

II ადგილი - მაკა ასათიანი
არა მგონია, ვინმე შემედავოს, თუ ვიტყვი, რომ მაკა ასათიანი სექსუალურია ახლაც, როდესაც ორმოც წელს გადააჭარბა. შესაძლოა, მასზე მეტად სექსუალურიც, ვინც ამ გამოკითხვის მონაწილეებმა პირველ ადგილზე გაიყვანეს...
ყველაზე სექსუალურის სტატუსი, გამოკითხვების თანახმად, ამ ეტაპზე, შორენა ბეგაშვილს ერგო!

I ადგილი - შორენა ბეგაშვილი
სანამ ამ პოსტს დავწერდი, დიდი სჯა-ბაასი მქონდა თემაზე - ყველაზე სექსუალური ქალი. ეს თემა ორ გოგონასთან ერთად განვიხილე.
სიტყვა ”სექსუალურთან” შორენა ბეგაშვილი ვახსენე თუ არა, შეტევაზე გადმოვიდნენ. სექსუალური ქალის სტატუსისთვის მარტო სხეული არ არის საჭირო, პირს რომ დააღებს, მერეც უნდა გტოვებდეს მონუსხულსო,- მითხრეს.

მე თუ მკითხავთ, სექსუალურობას აზროვნება და სიტყვა-პასუხი ზუსტადაც რომ არ განსაზღვრავს. ჩემთვის სექსუალურობა სხეული, გამოხედვა და მიხვრა-მოხვრაა. ხოლო, სექსუალურიც რომ არის და პირის დაღების შემდეგაც რომ მონუსხულს გტოვებს, ეგ იდეალური ქალია. იდეალურის რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად მე არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუ  შორენა მიიღებს ”ყველაზე სექსუალურის” სტატუსს. თანაც, ამ გოგომ აშკარად ბევრი იმუშავა ამ სტატუსისთვის, ხოდა, შორენა, ერი სამართლიანია და შრომას გიფასებთ. მომდევნო კვირაში თუ  არაფერი შეიცვლება,  თქვენ ჟურნალ "ბომონდის" და პორტალ Marao.ge-ს მკითხველის რჩეული, 2011 წლის ყველაზე სექსუალური ქალი გახდებით.  მიიღებთ სტატუსს, რომელიც, მართალია, ჩვენს ქვეყანაში ოდესღაც  სალანძღავი/შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო, მაგრამ ახლა კომპლიმენტია.

დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ეს მხოლოდ ამ დროისათვის არსებული მონაცემებია.

ამ პოსტში წარმოდგენილი ათეულის მიხედვით, ძნელია იმის თქმა, თუ რა განსაზღვრავს სექსუალურობას საქართველოში. თავად ხედავთ, რომ ეს ათეული სხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის ქალბატონებით არის დაკომპლექტებული. სანამ გამოკითხვაში ხმას მისცემთ თქვენს ფავორიტს, აქ, კომენტარის სახით დატოვეთ თქვენი მოსაზრება, თუ რატომ მიიჩნევთ მას ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალად. მე ველი თქვენს მოსაზრებებს...

nia
17 იანვარი 2012 11:41
შორენა ყველას სჯობია რაც არ უნდა ილაპარაკოთ, აბა მოროშკინა ძროხაა და მეტი არაფერი,ან კიდევ კალატოზიშვილისნაირებს რა უნდა მანდ,ცარიელი ძვალი და ტყავია
ადამიანი
04 იანვარი 2012 13:12
ის, მისს ვინააა? ათეულს მიღმა რომ დარჩა?? ))))
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები