ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!
ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!
12-09-2016
გასული კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება როგორც ყოველთვის "საინტერესო მოვლენებით" დახუნძლული აღმოჩნდა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა საარჩევნო სიებზე მუშაობა დაასრულეს და საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინეს რომლებიც "მზის ქვეშ" ადგილისთვის, ანუ დეპუტატობის მანდატებისთვის იბრძოლებენ.

ორი დღის წინ გავარკვიე, რომ ჩვენს ქვეყანაში არც მეტი და არც ნაკლები 220 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული. ყურებს არ დავუჯერე. გადავამოწმე და სრული სიმართლე აღმოჩნდა. ამ სფეროში გინესის რეკორდების წიგნში ვართ შესაყვანი და ვეჭვობ, მსოფლიოში ვინმემ ეს "რეკორდი" ოდესმე "გააუმჯობესოს". შედარებისთვის სხვა ქვეყნებში დარეგისტრებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობას მოგიყვანთ.

სომხეთი - 38, აზერბაიჯანი - 31, ესტონეთი - 9, რუსეთი - 48, უკრაინა - 40, ესპანეთი - 40, აშშ-32, იტალია - 48, დიდი ბრიტანეთი - 33, თურქეთი - 37, გერმანია - 37, საფრანგეთი - 23, საბერძნეთი - 41.

მაინც რა მაგიური მიზიდულობა გააჩნია პოლიტიკოსობას, ლამის ნახევარი საქართველო მომავალ პარლამენტში მოხვედრას რომ ცდილობს. "ცივილიზებულ სამყაროში" პოლიტიკოსობას მისი პრესტიჟულობის გამო ეტანებიან, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისა, სადაც იგივე პარლამენტარის სტატუსი ძალაუფლებას, ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს.

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის არსებობის ისტორიაში არ მახსოვს დეპუტატი რომელიც საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე იწუწუნებდა. თუმცა... ერთი შემთხვევა მაინც გამახსენდა.

ნება მომეცით წარსულში დაგაბრუნოთ. ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძის სახელი კარგადაა ცნობილი. გაგიკვერდებათ და ამ პიროვნებას ჯერ კიდევ 1997 წელს მატერიალურად "საკმაოდ უჭირდა". დეპუტატის ხელფასს კი იღებდა, მაგრამ ეს თანხა მისთვის ალბათ საკმარისი არ იყო. იმხანად პერსპექტიულმა და ახლადგამოჩეკილმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე მთელ საქართველოს შეაცოდა, - ბარამიძემ ზამთარში პალტოც ვერ იყიდაო. ეს ინფორმაცია მონაგონი არ გახლავთ, იმჟამინდელი ერთ-ერთი გაზეთიდან ამოვიღე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. იმედია, ბარამიძემ არაერთი პალტოც შეიძინა და მატერიალურადაც აღარ უჭირს.

კვირის მეორე "ხმაურიანი" მოვლენა გიორგი ხაინდრავას მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმის "ჰეროკრატია" სატელევიზიო პრემიერა გახლდათ. სურათმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რასაკვირველია, ნაწილი აქებს, მეორე ნახევარი კი დაუნდობლად აკრიტიკებს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის შესახებ მსგავსი ფილმის გადაღება აუცილებელი იყო, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი უშუალოდ არჩევნების წინ დემონსტრირება?!

იმ წლებში რაც ხდებოდა ყველამ ყველაფერი ვიცით და ხალხისთვის ამისი კიდევ ერთხელ შეხსენება, თან საპარლამენტო ციებ-ხელების წინ გარკვეული რისკ-ფაქტორის მატარებელია. ბოლო დღეებში "ჰეროკრატიის" ირგვლივ გამართულ ბჭობას გულდასმით ვეცნობი და კმაყოფილი კომენტარები იშვიათად მხვდება. "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები სურათში ნაჩვენებ მოვლენებს მონაჩმახს უწოდებენ, სააკაშვილის მმართველობის წლების მსხვერპლნი კი, - იმდროინდელი ამბები სრულად ასახული არ არის და რეალობა უფრო მწარე იყოო, - მაინც უკმაყოფილონი არიან.

წინა კვირას დიდი ხმაური გამოიწვია ტელეკომპანია "ტაბულას" მიერ რუსული ტელეარხისთვის ქართული რეალითი-შოუს "რესტორანის" მიყიდვას. თანაც ბევრი ჩხრიკეს თუ ცოტა, ეს ტელეარხი რაღაც მანქანებით პირდაპირ "გაზპრომთან" ყოფილა ჩახუტებული... ამ ამბავში ყურადსაღები ერთი ნიუანსია. "ტაბულა" თამარ ჩერგოლეიშვილის, იგივე "ტაბულა ბიცოლას" სახელთანაა დაკავშირებული, ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
უკანასკნელი კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. "ნაციონალები" კი ყოველივე რუსულის მიმართ მკვეთრი უარყოფითი მიდგომით გამოირჩევიან. ამ დროს კი...


რას იზამ, ბიზნესი ბიზნესია თურმე და მან მტერი-მოყვარე არ იცის... ფულს კი, როგორც ჩანს, სუნი მართლაც არ უდის და ვერც საკუთარ თვალში დირეს ხედავენ სხვის თვალში ბეწვის დანახვაზე გამეცადინებულები...

და დასასრულ, გასული კვირის მთავარი სკანდალი მაინც პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ხათუნა ლაგაზიძის წასვლა იყო. ბურჭულაძემ "გამყიდველ ნაციონალებზე" გაგვყიდაო, საარჩევნო სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხმა დააკომპლექტა, თვითონ კი ამ დროს ქვეყნიდან გაიქცაო... - მოკლედ, გვარიანი ბრალდებები წაუყენა ყოფილ ლიდერს ლაგაზიძემ... აშშ-დან დაბრუნებულმა ბანმა კი დიდსულოვნად განაცხადა, - ლაგაზიძისთვის ყველაფერი მიპატიებიაო...

აშკარად ვერ გამოსდის პოლიტიკური პარტიის შესრულება მსოფლიო ბანს, პირველი და მეორე ხმაც ისეთი შეარჩია, დაემხო მას შემდეგ მთელი პარტია თავზე... მოკლედ, ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო...

ნატა
27 სექტემბერი 2016 12:24
მეც არ მიკვირდა, ტაბულის მყიდველი მე არ მინახავს, დიდუბეში სადარბაზოებში ყველა კარის წინ პატიოსნად ხვდებოდა ჟურნალის ყოველი შემდეგი ნომერი

ნეტა რა თანხით იბეჭდება და არსებობს ეს გამოცემათქო
ssd
15 სექტემბერი 2016 10:54
სამწუხაროს არასოდეს არ მოვა ისეთი ხელისუფლება რომელიც ყველაფერთან ერთად შეცვლის და გაამკაცრებს კრიტერიუმებს სუბიექტებთან დაკავშირებით რომლებსაც სურთ პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირონ. რა შპს გაგიხსნია და რა პოლიტიკური პარტია.
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის?
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა.
დაწვრილებით...
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები