"გაწკეპლილი" რამიშვილი, ბერძენიშვილის მუქარა და "უმადური, გათათქარიძებული ერი", ანუ რატომ უნდა გვიყვარდეს ბიძინა?
"გაწკეპლილი" რამიშვილი, ბერძენიშვილის მუქარა და "უმადური, გათათქარიძებული ერი", ანუ რატომ უნდა გვიყვარდეს ბიძინა?
წინა კვირის ქართული პოლიტიკური მოვლენები განსაკუთრებული "ვნებათაღელვით" არ გამოირჩეოდა, ერთი ჩვეულებრივი შვიდი დღე გახლდათ. "ჩვეულებრივი" ვახსენე და უბრალო "მოკვდავებს" საქმე მოსაწყენად მაინც არ გვქონია.

ბოლოდროინდელი ამბების "გმირი", ბატონი პაატა ბურჭულაძე გურიას სტუმრობდა და "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებს შეხვდა. მსოფლიოს პირველმა ბანმა დიდ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზზე ილაპარაკა და იქვე დასძინა:

"არ მინდოდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამო..." - ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი ალბათ არის. მაინც გარისკა, მისთვის უცნობ "ს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამყაროში" მაინც შეაბიჯა და ამ "საქციელს" დღეს ალბათ ნანობს. ჩვენს ქვეყანაში ორი სფეროა, რომელსაც თუ გინდა რომ არ გაილანძღო, ახლოსაც არ უნდა გაეკარო - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელობა და პოლიტიკა. ეს ფაქტორი ბატონმა პაატამ არ გაითვალისწინა და აგერ, რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის "შეფისგანაც" "მკაცრი შენიშვნები" მიიღო: ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს "გირჩის" იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობდა, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში ყოფნის სურვილს გამოთქვამენ.

ვინ, რატომ და როგორ ჩაიწერა და გამოაქვეყნა ამ საუბრის შინაარსი? - სამწუხაროდ, ჩვენში ამგვარი კითხვები უკვე კარგა ხანია ისმის, თუმცა კვლავინდებურად უპასუხოდ რჩება. იმედია, ამჯერად მაინც მოახერხებენ სამართალდამცავები ამომწურავი პასუხების პოვნას, თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი...

"ადგილობრივი მასშტაბის" დაპირისპირება ლევან ბერძენიშვილსა და ზაზა ხუციშვილს შორის "დაფიქსირდა". ორივე ეს პიროვნება მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს და ერთ საარჩევნო ოლქში ერთმანეთის
კონკურენტები არიან. "რესპუბლიკელმა" ლევანმა მუსიკოსი ზაზა "გააკრიტიკა" - საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და რაიმე ხომ არ ეშლება, ხალხში უდიდესი ავტორიტეტი გამაჩნია და ყველა კონკურენტს იოლად დავამარცხებო. წარუმატებლობის შემთხვევაში კი თბილისის რომელიმე მდინარეს თავს მივცემო.

"ვაკის პარკის" ლიდერმა ბერძენიშვილის რეპლიკა უპასუხოდ არ დატოვა: - "რომ გითხრათ ამ გამონათქვამმა გამაღიზიანა-თქო, არ იქნება სიმართლე. იუმორით შევხედე. საერთოდ ბატონ ლევანს იუმორით საუბარი სჩვევია...", - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

რა გახდა პარლამენტარის სავარძელი? ჯერ ნიკა მელიას მამა დაიმუქრა, შვილის მარცხის შემთხვევაში აღარ ვიცოცხლებო, ეხლა კი ლევან ბერძენიშვილი აპირებს თავის დახრჩობას. გვიახლოვდება არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, ზაზა ხუციშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ლევან ბერძენიშვილი სიტყვას არ შეასრულებს...

წინა კვირას ქართული საზოგადოების თვალთახედვაში გამოჩენილი რეჟისორი, ბატონი რობერტ სტურუაც მოექცა. ხელოვანმა "უმადური, გათათქარიძებული ერი" გვიწოდა და თანამემამულეებს ბრალი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის არდაფასებაში დასდო.

"ღირს კი ემსახურო ამ ერს?! - საქართველოში ერთადერთი კაცი აღმოჩნდა, ვინც უსასყიდლოდ უნაწილებს თავის ერს, სხვა სამყაროში თავისივე ოფლით მოპოვებულ სიმდიდრეს (გზები, ბუნების მოვლა, უფასო ექიმობა და ა.შ.) ხოლო უნიჭო, უმეცარი, უმადური, გათათქარიძებული ერი ამ კაცის განადგურებაზე ოცნებობს! ო, წიწამურო - ქართველი კაცის ოცნებავ!" - განაცხადა რობერტ სტურუამ.
ამჯერად ბატონმა რობერტმა, მგონი, გადაამლაშა. ბიძინა ივანიშვილს დასაცავად საქმე ნამდვილად არა აქვს, ამ სტრიქონების წამკითხავმა კი თავი ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილად ვიგრძენი. თავი არც "უმადურად" და არც "გათათქარიძებულად" არ მიმაჩნია. ცილისწამებისთვის ვუჩივლო ბატონ რობერტს? რასაკვირველია ამ ნაბიჯს არ გადავდგამ და ცნობილ რეჟისორს მომავლისთვის უფრო მოზომილი განცხადებების გაკეთებისაკენ მოვუწოდებ.

კვირის ერთ-ერთი ხმაურიანი დაპირისპირება სულ ახლახანს დაფიქსირდა. ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილს მოულოდნელად ბაზალეთის სასახლეში ესტუმრა და თავისი გადაცემისთვის სიუჟეტის გაკეთება მოისურვა. "არამკითხე" სტუმარი ნათელაშვილის მეუღლემ და ნათესავებმა ფიწლებითა და წკეპლებით გაისტუმრეს. ამ დაკა-დაკაში საპატრულო პოლიციაც "გამოჩნდა" და "ინციდენტზე" საქმე ორი მუხლით უკვე აღიძრა.

როდესაც ჟურნალისტი შალვა ბაზალეთის სასახლის კარს "ამტვრევდა", მისი პოლიტიკოსი სეხნია ბათუმში მიტინგს მართავდა. ცოტა ხნის წინ ნათელაშვილის ერთ-ერთ გამოსვლას თვალი მივადევნე. "დაუნ ვი დიქტეიტე" ირწმუნებოდა რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ლამის ერთადერთი პატიოსანი პოლიტიკოსი ბრძანდება და საკუთარი ავტორიტეტი და სახელი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაუყენებია. არასდროს ბატონო შალვა?

"ბატონი შალვა საქმის კაცი არ არის, იგი უბრალოდ ნიჭიერი ორატორი და ლაყაფისტია.

შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი აუქციონზე გაიტანა გასაყიდად. მაქვს ინფორმაცია, ნათელაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს საკრებულოს თავმჯდომარის ადგილში 1 მილიონი აშშ დოლარი მოსთხოვა, რაზეც მან უბრალოდ უარი განუცხადა, შეიძლება სხვამ გადაუხადოს. ასე რომ, ჩემო კარგებო, მითი შალვა ნათელაშვილის სიღარიბის შესახებ ბლეფია", - განაცხადა 2002 წლის სექტემბერში იმხანად უკვე ყოფილმა ლეიბორისტმა მაია ელოშვილმა.

ასეა ამბები! ადამიანს პირში ერთს ეუბნებიან. სინამდვილეში კი...

მკითხველის კომენტარი (39)
ია
17 ოქტომბერი 2016 11:50
რაღა ნაცები და რაღა ნათელაშვილი, ერთმანეთზე უარესები. მთელი ცხოვრება ნათელაშვილი ნაციონალებისა და რუსთავი2-ის მლანძღველი იყო, ახლა რა მოხდა. ჯოჯოხეთის გამნათებელი -ფული ჩაერია ალბათ, სხვანარად შალვას ვერ გააჩერებდნენ.
ვერ ხვდება შალვა რამდენად შემზავია მისი გამოჩენა ეკრანზე. სურვილი მიჩნდება ტელევიზორი გამოვრთო და ამ სისაძაგლეს არ ვუყურო.
tuta
13 ოქტომბერი 2016 00:32
სტურუას რაა აკვს სალაპარაკო რუსტაველის ტეატრი საკუტრებაცი აკვს ერტი და იგივე მსახიობები და მატი სვილები სვისსვილები რაც არ უნდა უნიცო იკო სტამომავლობიტ გადადის ტეატრსი სად არიან ახალი კურს დამტავრებული მსახიობები რაიონის ტეტრებსი სადაც კაპიკებზე მუსაობენ იმიტომ რომ უკვარტ ტავიანტი საკმე სცავლის პერიოდსი სტუდენს უპლებას არ აზლევდა რეპეტიებს დასცრებოდა ცაკეტავდნენნ კარებს და არ უცვებდნენ აი ასეტია სტურუა და სხვაზე რა უნდა ილაპარაკოს
გიორგი
26 სექტემბერი 2016 20:51
ნუ გეშიანიათ ნაციონალების ბულშემატკივრებო, როგორც 2003 წელში ხელისუფლებაში მომყვანი კაი ბიჭები დააფასეს ცოცხებით, ასე გაგაბედნიერებენ თვქნც, მართლა გათატქარიძებულები და უმადური ერი ვართ, ყველას და ყველაფერს რომ ზევიდან დავყურებთ, თან მოკლე მახსოვრობის
lia
22 სექტემბერი 2016 14:06
ლევან ბერძენიშვილს - ნათქვამ სიტყვას შესრულება უნდა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები