როდის გვესტუმრება "ქვეშაფსია" მიხეილი, ანუ წინასაარჩევნო ინციდენტები გადაშენების გაზაზე შემდგართა ქვეყანაში
როდის გვესტუმრება "ქვეშაფსია" მიხეილი, ანუ წინასაარჩევნო ინციდენტები გადაშენების გაზაზე შემდგართა ქვეყანაში
რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებულ ერთ წერილს გავეცანი. სტატიაში საქართველოზე წერენ, რომ ქვეყანა უდიდესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. თუ 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა 5.4 მილიონს შეადგენდა, 2014 წელს ამ ციფრმა 3.7 მილიონს ძლივს მიაღწიაო.

გაეროს სპეციალისტების მტკიცებით, 2050 წლისათვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კიდევ 28 პროცენტით შემცირდება, ეთნიკური ქართველების რიცხვი კი განახევრდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქართველები "გაუჩინარების გზაზე მყოფი" ერების რიცხვში შეგვიყვანა.

ალბათ დროა განგაშის ზარი შემოვკრათ
You must have Flash Player installed in order to see this player.
და გადარჩენის გზების ძიება დავიწყოთ. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ამ საქმეს რამდენიმე წელიწადში ვერ მოევლება, მაგრამ ამაზე ზრუნვის დაწყება აუცილებელია!

ერთ კვირაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გველის და მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პროგრამები უკვე გამოაქვეყნეს. შეიძლება კარგად ვერ გავეცანი, მაგრამ რაც ვნახე, დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის გზებზე იქ ვერაფერი აღმოვაჩინე. გვხდება ეკონომიური წინსვლის, სოფლის მეურნეობის აღმავლობის დაწყების, ჯანდაცვის განვითარებისა და პენსიონერთათვის პენსიების მომატების დაპირებები. კი ბატონო, მაგრამ უმთავრესმა რა დააშავა? თუ ქართველები შევმცირდებით და როგორც გაერო "გვამშვიდებს", გადაშენების პირას მისულები,
2050 წელს თითზე ჩამოსათვლელები დავრჩებით, რაღად გვინდა ან ეკონომიკა, ან სოფლის მეურნეობა და საერთოდ... არჩევნები.

თუმცა ეს ქვეყანაში ცოტას თუ ესმის, სამაგიეროდ ერთმანეთისთვის არც ავი სიტყვა, უკვე არც ტყვია და არც სხვა რამ უბედირება გვენანება...

არჩევნები მართლაც კარს მოგვადგა და მონასტერიც უფრო და უფრო ირევა. "ქვეშაფსია" მიხეილ სააკაშვილი რევოლუციით კიდევ ერთხელ დაგვემუქრა, ამ ეპითეტისთვის მე არ მისაყვედუროთ, ასე ოდესის გუბერნატორი თვით მისმა "გოშიამ", ჟურნალისტის უნახავს რომ გაგხდის ადამიანს იმან - "დიდმა" გიორგი გაბუნიამ მოიხსენია... მოკლედ, ოდესაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის რიგით მეორე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყანას ისევ რევოლუციით, სისხლით, ცოცხებით და ათასი "ნაციონალური" უბედურებით ემუქრება... ერთი კითხვა მაქვს,  დაისჯება თუ არა ბოლოს და ბოლოს ბატონი მიხეილი? თავის დროზე უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ კოდორის ყოფილ გუბერნატორს ტელეფონით უთხრა: "გამაგრდითო". ამ სიტყვის გამო ბათიაშვილს ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენეს. სააკაშვილი ბათიაშვილისაგან განსხვავებით პირდაპირ აჯანყებით იმუქრება, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს არავინ სთხოვს.

სააკაშვილს დაჭერის არ ეშინია და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან საქართველოში შეხვედრას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პირველმა ნიუ-იორკს გადაუქროლა და იქაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გადასძახა, საქართველოში მივდივარ, რათა ხმები დავიცვაო. გასაკვირია, ღმერთმანი,  უკრაინიდან ჩვენი ქვეყანა გაცილებით ახლოა ვიდრე ნიუ-იორკიდან. ნეტავი რა ჩაიფიქრა "მზაკვარმა მიხეილმა" ამხელა შემოვლითი გზა რომ აირჩია?

აგერ, ერთ კვირაში იქნება არჩევნები და ვნახოთ სააკაშვილი დაპირებას აასრულებს თუ არა. მანამდე კი მისი მხარდამჭერები წინასაარჩევნო "რეპეტიციას" გადიან და მუშტი-კრივში ვარჯიშობენ. ორი დღის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გააღიზიანა. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს და სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, აფერუმ, "ნაცებო", იცოცხლე, აქამდეც კი ვიცოდით, ქალებთან, ბავშვებთან და პატიმრებთან დიდი გული რომ გაქვთ, მაგრამ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე როგორ დედლდებით, გორში ეგეც ვნახეთ... ჰო, გორი ვახსენეთ და შეუძლებელია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ამ ქალაქში ექსთავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს რომ დაესხნენ თავს და არც მეტი არც ნაკლები, ტყვია ესროლეს, ოქრუაშვილი, ღვთის მადლით, გადარჩა, თუმცა ორი კაცი დაიჭრა...

" სუს-ი, მუს-ი, პუს-ი", გაიღვიძე და მიხედე საქმეს!


წინასაარჩევნო "აჟიოტაჟის" მსხვერპლი მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილიც აღმოჩნდა, რომელიც რადიოსადგურ "ჰერეთში" იმყოფებოდა და დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ.
მოკლედ, ბოლო კვირის ქართულ პოლიტიკურ "მოვლენებს" რომ ვეცნობი, თავი ალ კაპონეს დროინდელ ჩიკაგოში მგონია, სადაც გავლენის სფეროს მოსაპოვებლად სხვადასხვა მაფიოზური ორგანიზაცია ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდა. რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ალ კაპონეს დაჯგუფებებს შევადარო, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში მდგომარეობა მძიმდება...

მოკლედ, ბატონი პაატა კიდევ ერთ სკანდალში, არა ორში გაეხვა, "გირჩი" ხომ გაექცა, მალევე ისიც თქვეს, პარტია ცენტრალური ოფისის დავალიანებას ვერ იხდიდა და იმ დროს წაასწრეს ოფისიდან რომ გარბოდნენო... რას აღარ გაიგებ კაცი...

მცირე ინციდენტების გარეშე არც რომის პაპის ვიზიტს ჩაუვლია. ამ სტუმრობას რა საერთო უნდა ჰქონოდა ან პოლიტიკასთან ან მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან. სამწუხაროდ, ქვეყანაში დაძაბული ფონია და ხალხის ნაწილი ნებისმიერი მიზეზისთვის პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს პოულობს. კიდევ კარგი ჩვენი მოქალაქეების ერთი ნაწილის მიერ რომის პაპის სტუმრობის გაპროტესტება "მშვიდობიანად" დასრულდა და სერიოზულ ექსცესებს გადავურჩით.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ახალი მოწოდება გამოჩნდა - "მე მინდა, თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!". შედგა პეტიცია და მას ხელი ოთხი ათასმა თბილისელმა უკვე მოაწერა. იმედია, ეს სახალხო თაოსნობა წარმატებულ დაბოლოებამდე მიაღწევს და იპოდრომს ძველი ფუნქცია დაუბრუნდება. ძველი ფუნქცია ვახსენე და რამდენიმე წლის წინ, ვიდრე მის ტერიტორიაზე სახლების აშენება დაიწყებოდა, გამაჯანსაღებელი კერის როლს ასრულებდა და ყოველდღიურად ათასობით თბილისელი ვარჯიშობდა. მართალია დღეს გაპარტახებული გახლავთ, მაგრამ რაც გადარჩენილია მისი შენარჩუნება და კეთილმოწყობა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

დამაინტერესა და ქართულ ვებგვერდებზე ამოვიკითხე რომ იპოდრომის ტერიტორიას შპს "ინვესტ კაპიტალი" ფლობს, რომელსაც ამ ტერიტორიის შესახებ სხვადასხვა დროს გარიგებები ბანკ "ქართუსთან" აქვს დადებული, მისი ხელმძღვანელი კახა კობიაშვილი კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. ბატონ ბიძინას საქართველოსთვის არაერთი სასიკეთო საქმე გაუკეთებია. იმედია, ამ ახალ წამოწყებას გულდასმით მოეკიდება და იპოდრომის პარკად გადაქცევის მართლაც მამულიშვილურ საქმეში საკუთარ წვლილს გაიღებს.

მკითხველის კომენტარი (63)
mnmm
09 ოქტომბერი 2016 15:41
ამდენი ბოღმა და სიძულვვილია, გული აგერევა და ასე აპირებთ ქვეყნის გაერთიანებას ან მის გაბრწყინებას??? მეცოდება საქართველო მართლა ...
გიო-გიო
07 ოქტომბერი 2016 12:42
ნაცხროვას ყოველი საქმენი საგმირონი რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. გაიხსენეთ კოდორის ხეობას როგორ მიანიჭა იმ დეგენერატმა "ზემო აფხაზეთის" სტატუსი, ცხინვალის მისებური"გენიალური" ოპერაცია. გაიხსენეთ ვინაა ბიძამისი ალასანია ტიმოხა, გაიხსენეთ ერთ დღეში 3000 თურქისათვის მოქალაქეობის მინიჭება.
საჩინო
07 ოქტომბერი 2016 12:39
დეფიმ ნაცებს მამაცი,გულადი უწოდა.ნახოს მიშას ფორთხვა,რას გავს.სირცხვილი ჩვენ,რომ ვახტანგ გორგასალის,დავით აღმაშენებელის,შალვა ახალციხელის,ერეკლეს და სხა გმირი წინაპრების ქვეყანაში მაგი ავირჩიეთ.რა მოგვდის არ ვიცი,მგონი გიპნოზს გვიკეთებენ,ან დავჩიავდით და სხვა ასარჩევი არავინ გვყავს.
jiji
06 ოქტომბერი 2016 17:20
ეს glaxuna, მარტო ცხოვრობს, ეტყობა, თორემ სერიოზულად მისახედია! ცოდოა ნამდვილად!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები