"ოცნება", ისე ნუ იზამ, რომ "ნაცები" დაგვიბრუნო ქვეყნის სათავეში, ანუ "გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოვიდნენ ისევ"
"ოცნება", ისე ნუ იზამ, რომ "ნაცები" დაგვიბრუნო ქვეყნის სათავეში, ანუ "გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოვიდნენ ისევ"
10-10-2016
დადგა "ნანატრი დღე" და საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით,  მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" ხმათა დამაჯერებელი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. ეს მოულოდნელი არ გახლდათ და ყოველივე ამას წინასწარი გამოკითხვებიც მოწმობდა. საინტერესო უფრო ექსსახელისუფლო ძალის შედეგია...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი "გარდაცვალების" შესახებ მოარული პროგნოზი არ გაამართლა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ამჟამინდელი მმართველი ძალის მთავარი ოპონენტი იქნება.

სააკაშვილმა წინსაარჩვენოდ კი იმუქრა, ჩამოვალ, ჩამოვალო, მაგრამ მაინც და მაინც არჩვენების დღეს გვითხრა, ვიხუმრე და უკრაინაში ვრჩებიო, თუმცა მაგისას რას გაიგებ, შეიძლება გვირაბს თხრის და ასე ივანიშვილის და მისი "კამანდის" მოტყუება-დაბნევას ცდილობს.

აქეთ მე და ბევრ სხვას "ნაციონალური მოძრაობის" მაღალი შედეგი გვიკვირს, იქით "ნაციონალური მოძრაობა", გვარამიას და მისი ეგზიტპოლის მოშველიებით, ამტკიცებს მეტი მხარდაჭერა გვაქვს და გაგვიყალბეს არჩვენებიო, თანაც ისევ პოლიტიკური კრიზისის  ინიცირებისკენ იბრიქება, ე, ბიჭო, შეირგეთ ეგ პროცენტები, რაც, ჩემი რწმენით, საერთოდ არ გეკუთვნით, თორემ ნათქვამია, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო, ე, მანდ ეგეც არ დაკარგოთ, რაც გაქვთ...

ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და ქვეყნის წამყვანი პოლიტოლოგები აწ უკვე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობდნენ. დღევანდელ წერილში შევეცდები მკითხველს საკუთარი მოსაზრებები წარვუდგინო.

ბოლო 26 წელია ქართულ არჩევნებს თვალს ყურადღებით ვადევნებ და მიმაჩნია რომ ამჟამინდელი ყველაზე ობიექტურად და რაც უმთავრესია, წყნარად და ნაკლები ვნებათაღელვის პირობებში გაიმართა. იყო გარკვეული დარღვევები, ცემა-ტყეპის რამდენიმე ფაქტი, საარჩევნო ყუთების გატაცების მცდელობები, მაგრამ ეს საქართველოა და ამ სახის დარღვევები ლამის ნებისმიერი არჩევნების აუცილებელ და მუდმივ ატრიბუტს წარმოადგენს..

ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძისა და "მოქალაქეთა კავშირის" დროიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ყოველთვის აყალბებდნენ, რასაკვირველია, სხვადასხვა დოზით. ამ "საპატიო" საქმეში ლომის წვლილი ამა თუ იმ დროს ხელისუფლების სათავეში მყოფ მმართველ პარტიებს მიუძღოდათ.
სააკაშვილი რა, არ აყალბებდა? ლევან გაჩეჩილაძე ავიღოთ, რომელმაც "მიშა მაგარია" პირწმინდად დაამარცხა. მაგრამ ამით რა? 2003 წელი გავიხსენოთ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები აშკარად გაუყალბეს. 2012 წელს ხმათა დიდი უპირატესობით "ქართულმა ოცნებამ" იმარჯვა. გახსოვთ რა ხდებოდა - "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ წაგებული საარჩევნო უბნების დარბევა და ყუთების გატაცება. უკვირთ დღეს სააკაშვილის პარტიის ხალხს, ეს რა ხდებაო, მაგრამ თვითონ იგივეს რომ აკეთებდნენ, თან უარესი მასშტაბით?

შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამჟამინდელი არჩევნებზე დარღვევები და გაყალბების მცდელობა არ იყო, მაგრამ გაცილებით მცირე დოზით, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა.

ამჟამინდელი ქართული "არჩევნების" უმთავრესი "თავისებურება" იმაში მდგომარეობს, რომ ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტია წარმატებას ზეიმობს და "დამარცხებას" არავინ აღიარებს. ერთადერთი პოლიტიკოსი რომელიც ოფიციალურად დაგვემშვიდობა, ბატონი დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა, არადა, რა დასანანია, ერთი ჩემი კოლეგის თქმისა არ იყოს სირცხვილიც კია პარლამენტში ბატონი დავით უსუფაშვილი არ იყოს, სამაგიეროდ, კი ინაშვილ-თარხან-მოურავის მოთქმა-გოდებასა და ლანძღვა-გინებას ვუსმენდეთ მთელი ოთხი წელიწადი.

"დიდი შალიკოს" მტკიცებით არჩევნებში 15 პროცენტი მოუგროვებია, პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმარჯვა და მომავალ პარლამენტში საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის არაერთ წევრს გაიყვანს, ანალოგიური მოსაზრება გააჩნიათ ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიასაც. დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი უახლოეს დღეებში ხმების დასაცავად სრულიად საქართველოს მობილიზაციას აპირებენ. საუბარი აღარ მაქვს "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომლებსაც საერთოდ მიაჩნიათ, რომ ეს არჩევნები მოიგეს და "ქართული ოცნება" დამაჯერებლად დაამარცხეს.

ბოლო ორი დღეა ყველა ქართული წამყვანი პოლიტიკური ერთეული წარმატებას ზეიმობს. ერთი კი მაინტერესებს. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა პოლიტიკური სუბიექტები ქუჩის აქციებისთვის რომ ემზადებიან, ამ ნაბიჯის განსახორციელებლად ადამიანური რესურსები თუ გააჩნიათ. ამდენ მუქარასა და ლაპარაკს ის ერჩივნათ რამდენიმე პარტია გაერთიანებულიყო და პარლამეტში მოხვედრა ერთობლივი ძალებით ეცადათ. მაგალითად, "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა ნამდვილად შეეძლოთ. არ გააკეთეს და დიდი ალბათობით პარლამენტს გარეთაც დარჩნენ. კვლავ პირად აზრს მოგახსენებთ. მომავალ პარლამენტში დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის ხილვას, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ალასანიას მოხვედრა მირჩევნია. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა.

ამ არჩევნებმა დამარწმუნა რომ არაერთი "წვრილი" პარტიის დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა. ასევე რამდენიმე "ვეტერანი პოლიტიკოსიც", რომლებმაც დრო უკვე მოჭამეს და მომავალში "საარჩევნო წარმატებების" იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. დრო გადის. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობა ჩნდება და იგივე შალვა ნათელაშვილს ან ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის მოსახლეობა მასობრივად ხმებს აღარ მისცემს.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მსურს, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში წინასაარჩევნო დაპირებები შეძლებისდაგვარად შეასრულოს. როგორც აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ "ცოცხალია" და დანებებას არ აპირებს. ოთხი წელი სწრაფად გაივლის და მომავალი არჩევნებიც მალე მოგვიკაკუნებს. ამჟამინდელ მმართველ ძალას უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი შეცდომა ჰქონდა, რითაც მისმა უმთავრესმა ოპონენტმა ისარგებლა და ყველა წინასწარი პროგნოზი გააქარწყლა.

ჩემი პირადი აზრია,  რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქვეყნის სათავეში დაბრუნება კატეგორიულად დაუშვებელია. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დროს და იმ რეჟიმმა რამდენი ადამიანი გააუბედურა. დარწმუნებული გახლავართ, რომ "ნაციონალების" დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანაში ახალი სისხლის გუბეები დადგება და სააკაშვილის დრო ტკბილ მოგონებად გვექნება. ამ ქვეყნად არაფერია იმ ხალხზე უარესი, რომლებიც რევანშის სურვილით არიან შეპყრობილნი. მინდა ვცდებოდე, მაგრამ უახლოესი საქართველოს ისტორია ამ შიშის საფუძველს ნამდვილად მაძლევს. "ოცნება", ისე ნუ იზავ, რომ "ნაცები" დაგვიბრუნო ქვეყნის სათავეში!

პ.ს. ვინმემ მოიკითხეთ მამა მელია, ხომ კარგად არის?!

ომო
24 ოქტომბერი 2016 13:25
კიდევ ოთხი წელი როგორ უნდა უყუროთ ნაცებს.25 წელი არ მოგბეზრდათ?
glaxunas magivrad-s
15 ოქტომბერი 2016 02:01
გლახუნას მაგივრად ხარ ტუ ვინც ხარ .ისეტი ხუტოსნები მყავდა კლასში კვირაში ორჯერ მასწავლებლებტან დადიოდნენ მოსამზადებლად ტანაც იგივე მასწავლებლებტან ვინც სკოლაში გვასწავლიდა საგნებს ხო საგნებს რადგან რამოდენიმე საგანში ემზადებოდნენ და მაინც ხუტიანზე ვერ ქაჩავდნენ მასწავლებელები კი რახან მასტან ემზადებოდნენ ნიშანს უწერდნენ . ისეტი მოსწავლეები ვისაც არ შეედზლოტ სიარული მაგრამ დზლიერები იკვნენ რადგან დები , მეზობლები ან ბიდზაშვილები უსასკიდლოდ ამეცადინებდნენ იმას კი სამიანს უწერდა რაც არ უნდა მომზადებული კოპილიკო ბავში. ხოო კიდევ ეროვნების გამოც არჩევდნენ .ოსი იკო და ოს რატ უნდოდა არაა კარგი ნიშანი ? არადა მასწავლებელი ტავად ინგილო.რომელი ქარტველი ეგ მყავდა ?
იციტ მეზიზგება ქრტამისტი მასწავლებლები , მეზიზღება ქრტამის მიმტანი მშობლებიც ,მეზიზღება მედროვე ხალხი ვინც სხვისი დამცირებიტ სუნტქავს .მეზიზღება ის [ოლიტიკა ც და ის რელიგიახც რომელიც რომელიც ხალხს ყოპს ან აცალკევებს.
სამოსანი და ხუტოსანი??? იცი კველაპერი ადამიანის ალღოზეა და ასევე წრეზეა დამოკიდებული და ტუ განატლებაც გაქვს მხოლოდ დიპლომს არ ვგულისხმობ განატლებაში ესეზ პლიუსია.
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის?
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა.
დაწვრილებით...
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები