"ვაიმე, ჩემო, ვაიმე, ჩემო ვენახო, ოთხ წელიწადს, ოთხ წელიწადს ვერ გნახო..." - სარიშვილის "გამბიტის" ამარა დარჩენილი "ნაცმოძრაობა"
"ვაიმე, ჩემო, ვაიმე, ჩემო ვენახო, ოთხ წელიწადს, ოთხ წელიწადს ვერ გნახო..." -  სარიშვილის "გამბიტის" ამარა დარჩენილი "ნაცმოძრაობა"
31-10-2016
ეგ არის და არჩევნები... გასრულდა მე-2 ტურიც და ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" პირწმინდად - 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში გაიმარჯვა. იმ ორი ოლქიდან ერთი მთაწმინდაა, სადაც ვითომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი "ნაციონალი" ნიკა რურუა დაამარცხა, მეორე კიდევ ხაშური, სადაც გაცილებით საინტერესო რამ მოხდა.

სიმონ ნოზაძემ, რომელიც "თოფაძე-მრეწველების" კანდიდატია, "ქართული ოცნების" ვითომ ფალავანი ვალერი გელაშვილი ბეჭზე დადო, რაც ახია გელაშვილზეც და "ქართულ ოცნებაზე..." ყველაზე სასაცილო ამბავი, იცით, რა არის? - მე-2 ტურამდე "ოცნების" გელაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იძახდა, პირველ ტურში იმიტომ დავმარცხდი ნოზაძემ ხაშურლები მოატყუა "ქართული ოცნების" კანდიდატი ვარო... ახლა ჩამოვიარე ხაშური და ყველას გავაგებინე, რომ ასე არ არისო... მოკლედ, ადამიანი იმასაც ვერ მიხვდა, რომ გადამწყვეტი ბრძოლის წინ ხაშურლები შტერებად გამოიყვანა და შეურაცხყოფა მიაყენა, ჰოდა, მიიღო "ხვიშტი..." "ქართულ ოცნებას" კიდევ ძალიან გაუმართლა, რომ მეტოქედ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავდა, თორემ გენახათ მერე"ხვიშტები", რამდენიც გინდათ იმდენი გელაშვილისნაირი კანდიდატი "შეიტანეს" პარლამენტში "ნაცების" წყალობით...

მე-2 ტურის ფაქტორი რამდენიმე "ცნობადმა" თანამემამულე "პოლიტიკოსმა" სათავისოდ გამოიყენა და საზოგადოებას საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გაახსენა.

მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთან ნაპრეზიდენტალი უკრაინელი გუბერნატორიც არის და ვიდრე იმას გეტყვით კიდევ რა დაიქადნა, შევახსენებ, რომ "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, პარალამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით და კიდევ მეტით შედის პარლამენტში. ეჰ, მიშა, მიშა... ერთ "ფეისბუკელ" მეგობარს დავესესხები და დაჯექი ახალა დედა ოდესაში და იმღერე: "ვაიმე, ჩემო, ვაიმე, ჩემო ვენახო, ოთხ წელიწადს, ოთხ წელიწადს ვერ გნახო..."

მოკლედ, როგორ იქნებოდა "ემიგრაციაში გადახვეწილ" ყოფილ "პირველს" თავისი მოსაზრება მეორე ტურის წინაც არ "დაეფიქსირებინა", ჰოდა, მანაც ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ "შეუტია", ქვეყნის ქვესკნელში "ჩაძირვის" მცდელობაში დაადანაშაულა და სამომავლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო გამარჯვების იმედი გამოთქვა.

"ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას". - განაცხადა "მიშა მაგარი"-ამ.

კარგია, რომ ბატონი მიხეილი ბუჩქებში შემძვრალი არ არის და "ბრძოლას აგრძელებს". მართალია შორეულ ოდესაში იმყოფება და "დირექტივებს" იქიდან იძლევა, მაგრამ საქართველოზე ფიქრში დღე და ღამეს "ათენებს". მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა გაერისკა, ისტორიულ სამშობლოში ჩამოსულიყო, ვენახისთვის მიეხედა და "უზურპატორი" ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში პირადად ჩადგომოდა. მესმის, რომ ეს ნაბიჯი ადამიანისგან გარკვეულ თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ ნელსონ მანდელა წლების განმავლობაში ციხის კედლებში გამომწყვდეული არ გახლდათ?

საქმე იმაშია, რომ "მიხეილ-დიდი" ბუნებით ლაჩარია. ყოველთვის სხვის ზურგს ამოფარებული გახლავთ და "დირექტივებსა თუ ხელმძღვანელობას" მუდმივად "უსაფრთხო" ადგილებიდან ეწევა. ბოლო მაგალითი ავიღოთ. საუბარი ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში მოულოდნელ "გამოჩენაზე" მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ის ჩვენს ქვეყანაში მეგობარმა მიხეილმა გამოგზავნა, მაგრამ უკრაინის ყოფილი პირველი პირის "საიდუმლო" სტუმრობა პირადად ჩემთვის გამოცანად დარჩა. რა უნდოდა, რა მისიით ჩამოვიდა, ვის შეხვდა, რა საკითხები
You must have Flash Player installed in order to see this player.
განიხილა. რაც მთავარია განაცხადა, სააკაშვილის ფასს მალე გაიგებთო, მაგრამ ამხელა გზა ამის სათქმელად გამოიარა?!

წინა კვირას თავი კიდევ ერთმა მივიწყებულმა "პოლიტიკოსმა" გამოიჩინა. საუბარი ირინა სარიშვილზე მაქვს. "მოგმართავთ ყველას: ყველაზე მართლებს - დარჩით ყველაზე მართლებად, მაგრამ ნუ უშლით ხელს მათ, ვინც დღეს ამ ბოროტებას ებრძვის! დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ერთიანობა ქონდრისკაცი ცახესის მმართველობის დასამარცხებლად!" - განაცხადა ირინა სარიშვილმა.

რა ვთქვა. ვფიქრობ, ქალბატონი ირინა წინა საუკუნის 90-იან წლებშია ჩარჩენილი, როდესაც მიტინგი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური მოვლენა გახლდათ და მასზე საკუთარი აზრის გამოთქმა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თუ სერიოზულ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიას აცხადებ, ნებისმიერი განცხადება უნდა მოზომო. სიტყვა "ქონდრისკაცი" ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციაზე ნამდვილად ვერ იმოქმედებს, განსხვავებით ირინა სარიშვილზე, რომლის "ინტელექტუალურ შესაძლებლობებში" კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. სამწუხაროა, რომ საქართველოში ჭკუას ამ დონის "ექსპერტები" გვასწავლიან.

რა გჭირთ ხალხო! ნუთუ ასეთი მოკლე მეხსიერება გაქვთ და "ვარდების რევოლუციის" შემდგომი ცხრაწლიანი ცხოვრება აღარ გახსოვთ. ცოტა ხნის წინ ერთ სამწუხარო სტატისტიკურ მონაცემებს გადავაწყდი. 2010 წელს საქართველოს ციხეებში 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წელს - 140. ალბათ მრავლისმეტყველი ციფრებია!

გავაგრძელებ თემას და ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძის მიმართვას გაგაცნობთ.
"საქართველოა ერთადერთი, სადაც მკვლელებს პარლამენტში ირჩევენ, ხელფასს აძლევენ და მერე "პაჟიზნენი" პენსიას უნიშნავენ, როგორც ყოფილ დეპუტატს(?!)... და ამის მერე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, სინდისის შემოტევა აწუხებს და საკუთარი შთამომავლობისა და ქვეყნის ბედ-იღბალი და მომავალი რაიმედ უღირს?! ექვთიმე თაყაიშვილის კუბოს რომ ოთხი კაცი გავყვებით და სანდრას მოწყობილ საარჩევნო შეხვედრებს - ოთხი ათასი, ის ხალხი ვართ ჩვენ!".

გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დავით უსუფაშვილის "რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლაც იყო... ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დიდი პერსპექტივის პოლიტიკოსია, რომელსაც "რესპუბლიკური პარტია" გასაქანას არ აძლევდა. აღდგომა და ხვალეო, ვნახოთ ერთი, რას იზამს ბატონი დავითი ოპოზიციურ ფრონტზე ოღონდ არა მარტო, არამედ მეუღლესთან ერთად... - არ მტოვებსო, - თვითონ თქვა, მე კი არ მომიგონია...

zaza.ch
06 ნოემბერი 2016 00:06
სარიშვილი რომ სუნთქავს ეს ქართველების დაცინვაა!
ლარა
05 ნოემბერი 2016 18:07
ღმერთო შენ შეეწიე მთელ საქართველოს, -ეს ნაქალარიროგორ იღებს საერთოდ ხმას? ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი!
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის?
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა.
დაწვრილებით...
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები