"ვირეშმაკოლოგი" ბოკერია, მიშას "მძევალი"სანდრა და ბრეჟნევი, ანუ შფოთი ჩიორას და სხვათა სამეფოში"
"ვირეშმაკოლოგი" ბოკერია, მიშას "მძევალი"სანდრა და ბრეჟნევი, ანუ  შფოთი ჩიორას და სხვათა სამეფოში"
07-11-2016
ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა არასერიოზული ამბავი მგონია და თუ გინდათ მომკალით... თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩემსავით სულაც არ ფიქრობენ და ბიჭის სპიკერად წარდგენაც უკვე გადაწყვიტეს. ძალიან მინდა ისე აღმოჩნდეს, რომ მე ვცდებოდე და არა ქვეყნის მმართველი პარტია, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი...

მალევე ვნახავთ რა "მოხელე-ნაჩალნიკი" გამოდგება ყმაწვილი, რომელიც რაც გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე სულ მგონია, მარიონეტივით ძაფებზე ჰკიდია და ვიღაც უხილავი პაპა კარლო თავის ჭკუაზე დაატარებს. რომ არ მეთქვა, არ შემეძლო, თუმცა ისევ ვიმედოვნებ, რომ ძალიან ვცდები და კობახიძეს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ!

მოკელდ, წინა კვირას ქართული საპარლამენტო არჩევნები ზედმეტი გართულების გარეშე ფინიშამდე ჩავიყვანეთ. მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას შეუდგებოდა. სურვილი კი იყო, მაგრამ ამბობენ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. საქართველოში კვლავ მიშას აჩრდილი დადის, აჩრდილი კაცისა, რომელიც შორეულ ქვეყანაშიც ვერ "ისვენებს" და ოდესიდან ახალი დირექტივებით "გვამარაგებს".

ჩემი ახალგაზრდობა ყოფილი სსრკ-ის წლებს დაემთხვა. მახსოვს, ყოველ საღამოს გადაცემა "ვრემია" და მისი უცვლელი "წევრი" - ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი. ჩვენი ცხოვრება ამ ბერიკაცის ყოველდღიურ ხილვაში მიდიოდა. ღრმა სიბერეში გადავარდნილი კომუნისტური იდეალებისთვის მებრძოლი "ლიონია ბაბუ" იმდროინდელი ანეკდოტების ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ და ტელეეკრანებზე მის ყოველ გამოჩენას ღიმილით ვხვდებოდით.

ბრეჟნევსა და სააკაშვილს ერთი საერთო გააჩნიათ: გარდაცვლილ გენსეკსა და "ემიგრანტ" მიშას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.

"ყოფილმა პირველის" მიერ ქართული არჩევნების შეაფასებიდან მალევე, ქართულ საზოგადოებას თავი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ "გაახსენა". ციხის კედლებში მყოფმა გიგიმ არჩევნების შედეგები "გაარჩია" და "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების მიზეზები გაახმოვანა. უგულავა თავის წერილში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაშვებულ შეცდომებზეც საუბრობს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდედობას ტოვებს. ამის გარდა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევასაც მოითხოვს.

ამის შემდეგ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მონასტერი აირია. საჯილდაო ქვა თავმჯდომარის ადგილი გახდა. ამ "ვაკანსიის" თაობაზე პარტიის ლიდერების აზრი ორად გაიყო. ნაწილს კვლავ მიხეილ სააკაშვილის ხილვა სურს, ნაწილი კი ახალი ადამიანის მომხრეა.

ცნობილი გახდა, რომ ამ პოსტის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი სანდრა რულოვსიც გახლავთ. "ნაციონალების" ოფისიდან გამოსული ხმებით, სააკაშვილის პარტიაზე ბერკეტების შენარჩუნების მიზნით, პარტიის ხელმძღვანელის პოსტის ჩაბარება რულოვსისთვის სურთ, რისი წინააღმდეგიც გიგა ბოკერია და მისი რაზმია.

ქალბატონ სანდრაზე წერა კიდევ ერთხელ მიწევს. ვინმე ეკითხება ამ ქალს, სურს თუ არა ამ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის მიღება? შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის მძევალის როლშია და მის მიერ ოდესაში დაწერილი სცენარის ერთ-ერთ როლს იძულებით თამაშობს.

"ნაციონალებში" დიდი დაპირისპირებაა. ჩიორა თაქთაქიშვილი სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარის თანამდედობაზე დარჩენის მომხრეა.
ყოფილი "ნაციონალი" ანდრო ბარნოვი უფრო კონკრეტულია: "პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერი, შეცდომააო... შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მერე ეს 20 კაცი "დაალაგებდა" შიგნით. ახლა ამათ ჰგონიათ, რამე მოიგეს. დანარჩენზე მერე ვიტყვი", - წერს ბარნოვი.

"ნაციონალურ მოძრაობას" ღრმა კრიზისი დაუდგა. ამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სოციალური ქსელების ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა, რომელსაც უპირობოდ ვეთანხმები.

"სააკაშვილის მოწონება, არ მოწონებაზე არაა საუბარი. პარტიაში აღარაფერში სჭირდებათ აწი. ამიტომაც, რაც სააკაშვილმა და ჟვანიამ თავიანთ პოლიტიკურ მამობილს გაუკეთეს 2003-ში, იგივეს უკეთებენ ახლა მიშას".


"ნაციონალური მოძრაობა" თვითგადარჩენის პროცესზეა გადასული. ამ პარტიის წამყვან ფიგურებს არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ რომ მათი მატარებელი უკვე წასულია. ქართულ პოლიტიკაში ისინი ადგილს ვეღარ დაიმკვიდრებენ, გინდა ახალი ხელმძღვანელი აირჩიონ, ახალი კადრები მოიზიდონ ან ქვეყნის განვითარების ახალი შთამბეჭდავი პროგრამა წარმოადგინონ. ხალხს მათი აღარ სჯერა და ვეჭვობ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის აზრი შეეცვალოს.

მიშა, სანდრა, გიგა, ჩიორა, ანდრო, გია, ნიკანორი და სხვები უკვე საქართველოს უახლოესი ისტორიის "პერსონაჟები" არიან. მათ რეანიმაციას მომავალში აღარ უნდა ველოდოთ. მთავარი კი ის გახლავთ, რომ "დაწყნარდნენ" და ქვეყანაში წყალს ნუღარ ამღვრევენ. საქართველო მათ გარეშე განვითარდება და გზას გიგისა თუ მიშას "დირექტივების" გარეშე გაიკვლევს.

nana
21 ნოემბერი 2016 21:27
რა უყურებს ბოკერიას და მის სიმახინჯე ხროვას 4 წელი გმერტო გაზლება მოგვეცი ქარტველებს
ნათელა-2
10 ნოემბერი 2016 00:48
მიშას სულ ბიჭუშკები და გოგოშკები ჰყავდა და აბა თუ ამოგიღიათ ხმა. აი, ეს უსამართლობა მაღიზიანებს ყველაზე მეტად ნაცხროვისაგან და არა მარტო-მე. კობახიძის ფრჩხილადაც არ ღირხართ ყველა ნაცი ერთად. უსამართლოები ხართ!!!!!!
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის?
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა.
დაწვრილებით...
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები