პოროშენკოს ულტიმატუმი ოდესის ექსგუბერნატორს და მიშას "შავი ორშაბათი" - სააკაშვილი უკრაინაში რევოლუციას ამზადებს?
პოროშენკოს ულტიმატუმი ოდესის ექსგუბერნატორს და მიშას "შავი ორშაბათი" - სააკაშვილი უკრაინაში რევოლუციას ამზადებს?
მიმდინარე კვირის ორშაბათს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საინფორმაციო საშუალებების "მთავარი გმირი" გახდა. ამჯერად "დიდმა მიშამ" ყოფილი სამშობლოს გარდა, უკრაინელთა და "რასაკვირველია" რუსთა გაცხოველებული ყურადღებაც "დაიმსახურა".

სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორობის თანამდედობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ეს ოფიციალური ვერსია გახლავთ. არაოფიციალურად კი, დიდ მიხეილს მოხსნას მაინც უპირებდნენ და ამ უკანასკნელმა მოვლენებს თავად დაასწრო, თან როგორ... ყველაფერი მისთვის ჩვეული პიარ კამპანიის სახით წარმოგვიდგინა.

თავდაპირველად ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე გადადგა. მიზეზად ადგილობრივ პოლიციაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაზრდილი კორუფცია დაასახელა. ლორთქიფანიძის განცხადებით, მექრთამეობის პრობლემის გარდა ოდესის პოლიციაში კადრების დიდი სიმცირეც ყოფილა და სრულყოფილი მუშაობისთვის დაახლოებით 100-მდე ადამიანი დამატებით კიდევ ესაჭიროებოდა. ამის მიუხედავად ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში 400 პოლიციელი უმუშევრად უნდა დარჩენილიყო. ამ პირობებში ქართველმა სამართალდამცველმა მუშაობა არ მოისურვა.

ლორთქიფანიძის განცხადების შემდეგ გაჩნდა ეჭვი რომ "შავ ორშაბათს" კიდევ ერთი, უფრო მძიმეწონიანი "ამბის" მომსწრენი გავხდებოდით. რასაკვირველია მოვლენები ამ გზით წარიმართა და სცენაზე უკვე ბატონი მიხეილი "გამოჩნდა", რომელმაც გუბერნატორის სავარძლის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ გვაცნობა.

"პრეზიდენტი პოროშენკო მპირდებოდა, რომ მხარს დამიჭერდა, მაგრამ მან არ შეასრულა დანაპირები. ასევე ის ყოველთვის ამბობდა, რომ რეფორმები არის შეუქცევადი და მომატყუა, არ შეასრულა თავისი სიტყვა. ეს ყველაფერი მომბეზრდა და ამით დავიღალე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყიდის ადგილებს და ისევ მოჰყავს ძველი, კორუმპირებული ადამიანები. რა
მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს, პოროშენკო თუ იანუკოვიჩი. როგორც ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ ახლაც. ამის ატანას აღარ ვაპირებ, ასე ბევრჯერ ცხოვრებაში არავის მოვუტყუებივარ. როდესაც ამ "როჟების" განცხადებებს ვისმენ, რომ მილიარდები აქვთ და ამით ტრაბახობენ, ისინი არიან 1990-იანების მკვლელები".

სააკაშვილს რკინის ქალამნების ჩაცმა და უკრაინაში "ახალი წესრიგის" დამყარება სურს.

"მე გადავდექი და ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებ, ტყუილად ნუ ექნებათ იმედი, რომ თავიდან მომიშორეს. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის. უნდა გავათავისუფლო უკრაინა ამ საზიზღარი კორუფციონერებისგან, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელებს ბოლო კაპიკი წაართვან. უკრაინას ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მას გამოიყვანენ ამ მდგომარეობიდან. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის მოხსნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდა. მაშინ ოდესას პეტრო პოროშენკო სტუმრობდა და ოლქის პირველი პირი სასტიკად გააკრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტს ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს ჰქონდა სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანება დაწერილი. პოროშენკომ ოდესის გუბერნატორს ულტიმატუმიც წაუყენა, რომ თუ კვლავაც გააგრძელებდა საქართველოს წინააღმდეგ რევანშისტული შინაარსის განცხადებების გაკეთებას, მისი გათავისუფლების, ოღონდ შეჩერებულ ბრძანებას მწვანე შუქს მისცემდა. დიდმა მიხეილმა მოთხოვნა არ შეასრულა და ყოფილ სამშობლოში ლამის ყოველ დღე ახალ-ახალ დირექტივებს აგზავნიდა.

ამავე დროს უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ სააკაშვილის საქმიანობის სერიოზული შესწავლა დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს.

გადადგომის დროს გაკეთებულ განცხადებაში სააკაშვილი უკრაინელ მაღალჩინოსნებს კორუმპირებულებს უწოდებს. ამისი ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ ქვეყნის სამთავრობო მოხელეებმა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს მორიგი საშემოსავლო დეკლარაციები შეავსეს და მრავალმა მათგანმა საკუთარი ქონება ოფიციალურად გამოამზეურა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას თავისი ხელით შევსებული დეკლარაციის თანახმად საქართველოში 7.5 ათასი კვ. მეტრი მიწის ფართობი და 87 კვ. მეტრი ფართობის სახლი ეკუთვნის. რაც შეეხება მის "უკრაინულ ქონებას": 48 ათასი ევრო ნაღდი ფულის სახით, "Rolex Deepse"-სა და "Hublot"-ის ორი მაჯის საათი. ეს არის და ეს. პეტრო პოროშენკომ დეკლარაციაში საკუთარი ბიზნეს კომპანიები, ბინები, მანქანები და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება სრულად უჩვენა. სწორედ ეს წამოაძახა სააკაშვილმა მას, მიუხედავად იმისა რომ პოროშენკომ ამ ქონების წარმომავლობა 2014 წლამდე ბიზნესში მოღვაწეობის შედეგად ახსნა.

რას აპირებს სააკაშვილი მომავალში? მას უკრაინაში საკუთარი ანტიკორუფციული ფონდი აქვს ჩამოყალიბებული. უკრაინელი პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი პირველი პირი მას პოლიტიკური პარტიის სახეს მისცემს და ამ ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. "სამწუხაროდ" სააკაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო ბრძოლაში ვერ ჩაებმევა, რადგან ქვეყნის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და კანონით ამისი უფლება არ გააჩნია.

საინტერესო მოსაზრება გამოთქვა უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სერგეი არბუზოვმა.

"დარწმუნებული გახლავართ, რომ სააკაშვილი ქვეყანას არ დატოვებს. პირიქით, ბრძოლის ახალ სტადიაზე გადავა და უკრაინის პარლამენტში მოხვედრას შეეცდება. ის უდიდესი პოპულისტია და საკუთარი არაორდინარული განცხადებებით, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ქვეყანაში მრავალი მომხრე შეიძინა. თავის ირგვლივ არაერთი ოდიოზური პიროვნება გააერთიანა და მათთან ერთად უმაღლეს რადაში გამსვლელ ხმებს ალბათ მოიპოვებს. სააკაშვილს წასასვლელი არსად გააჩნია. ის უკრაინაში უკვე დამკვიდრდა და უმაღლეს ეშელონებში წამყვანი პოზიციების დაკავებისთვის ყველაფერს იღონებს", - განაცხადა სერგეი არბუზოვმა.

უკრაინული მასმედიის ბოლო ინფორმაციით, სააკაშვილი ამჟამად კიევში იმყოფება და პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრას ცდილობს. თავის მხრივ პოროშენკოს მისი გათავისუფლების ბრძანებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

ბოლო ცნობით, თანამდედობის დატოვებას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეც აპირებს, თუმცა თავად ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.

ამჟამად ანალოგიური ნაბიჯი ემიგრაციაში მის "შემფარებელ" პეტრო პოროშენკოს მიმართ გადადგა. ისე საინტერესოა, უკრაინაში "ახალი რევოლუციის" მოწყობაში გვერდით მეუღლე, სანდრა რულოვსი თუ დაუდგება. თავად სანდრამ ორშაბათს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე ოფიციალური უარი განაცხადა. ვინ იცის, ეგებ "ერთგულ მეუღლეს" უნდა შეუერთდეს და "ერთ უბრალო ჯარისკაცს" უკრაინის კორუფციონერებისგან გათავისუფლებაში გვერდში ამოუდგეს.

იხილეთ ასევე: "პოროშენკომ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს - დროულად უნდა აელაგმა მასშტაბური კორუფცია და ეკონტროლებინა სააკაშვილიც"


მკითხველის კომენტარი (28)
ია
21 ნოემბერი 2016 13:39
მიშას მომხრეები მანამდე ვერ იგრძნობენ რა იყო მიშა, სანამ არ გამოცდიან თავის ოჯახის წევრებზე იმ დარტყმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბიზნესმენებისა და შვილმკვდარი ოჯახების მიმართ. მომხრეებო! მაინცდამაინც თქვენ უნდა წაგართვან ბიზნესი და მოგიკლან შვილი, რომ გაიგოთ მისი ნამდვილი სახე? თუ თვალში თითი არ გჩხრიკეს, ისე ვერ უნდა გაიგოთ რომ თვალი გაქვს? სირცხვილია.
tvalsazrisi
11 ნოემბერი 2016 12:35
პოროშენკოს-წინააღმდეგ-გარდუვალი-იყო-მიშას-ამხედრება,იმიტომ,რომ-სისხლში-აქვს-ღალატი.პლუს-პირველკაცობის-ამბიცია-არ-ასვენებს.მეორეობა-არ-ნებავს.მეორეობისას-ვერ-აიხდენს-ხუშტურებს-და-ამიტომაც-ცდილობს-ყველაფრის-საკუთარ-ხელებში-მოქცევას.ვერ-ხვდება-ეს-გაჭირვებული,რომ-პოლიტიკური-გარდაცვალების-ფაზაშია-უკვე.წაათრიოს-მაკკაინმა-თეთრ-სახლში,თუკი-რამედ-უღირს-სააკაშვილის-გიჟობა.მაგრამ,იცის,რა-ხვითოც-არის,იცის,რომ-მალევე-ზურგში-ჩასცემს-მახვილს.
მეგზური
11 ნოემბერი 2016 05:21
ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება გაუნათლებლობაა...
ლიდერის პრეტენზიის მქონე კაცი ჯავახიშვილს აწერს
ყვარყარეს და უბრალო ამომრჩეველი საერთოდ რა დონის
იქნება წარმოიდგინეთ... ასეთი წყობისაგან სიკეთეთეს
ველით ???
იაგოს
11 ნოემბერი 2016 05:09
ე.ი მიშა კგბ-შნიკი და შენ ერის კაცი?? არჩევნების
დროს რატომ კენჭი არ იყარე ირმასთან??? ზუსტად
შენისთანების ნაკლებობა აქვს>>
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა