იუშენკო-სააკაშვილის ახალი პარტია (?), "გატრამპებული" საზოგადოება და ჯეჯელავა, რომელიც მახათს "თლიდა" და...
იუშენკო-სააკაშვილის ახალი პარტია (?), "გატრამპებული" საზოგადოება და ჯეჯელავა, რომელიც მახათს "თლიდა" და...
14-11-2016
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს" გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.

ოკეანისგაღმა ქვეყნის ახალი პირველი პირი აირჩიეს. ყველასათვის მოულოდნელად მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ექსპირველი ლედი ჰილარი კლინტონი დაამარცხა და მთელი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო. რასაკვირველია, გამონაკლისი არც საქართველო გახლდათ და რამდენიმე დღის განმავლობაში ვისაც არ ეზარებოდა, ადგილობრივ მასმედიას თუ სოციალურ ქსელებს საკუთარ აზრებს უზიარებდა.

ტრამპის გაპირველკაცებამ იმაზე მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ საპარლამენტო არჩევნებს რომ არ მოჰყოლია. განსაკუთრებით ადგილობრივი ე.წ. "შოუ-ბიზნესის" ქალბატონები "აქტიურობდნენ" და ტრამპი-კლინტონის დადებით და უარყოფით მხარეებზე სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ. მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ ინგლისური კარგად რომ ცოდნიათ და ამერიკულ პერიპეტიებს, იქაური ტელეარხებით რამდენიმე დღის განმავლობაში დაუზარებლად თვალს ადევნებდნენ.

ისე კი, ეს ტრამპი მართლაც ან ააშენებს და ანდაც დაანგრევს აშშ-ს და მის გაგრძელებად მსოფლიოს. უკვე განაცხადა დაპირებულ კედელს მექსიკის საზღვართან აუცილებლად ავაშენებ და 2-3 მილიონ ემიგრანტსაც გავყრი ქვეყნიდანო... ევროპა შეშფოთებულია ის 2-3 მილიონიც ჩვენ მოგვაწყდება ალბათო... ისიც დასძინეს, ტრამპს ბელგია ერთი პატარა სოფელი ჰგონია და დავსვათ, დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რა არის ევროპა, სად ქალაქია და სად სოფელი, იქნებ, რამე გავაგებინოთო... როგორც ამბობენ, აღდგომა და ხვალეო.

ჩვენ კი ტრამპზე რა გვეთქმის, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ "მარად" მოუგვარებელ "ჭირად" ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი რჩება. გუბერნატორობიდან წამოსვლის შემდეგ მიშამ უკვე აიკვიატა, უკრაინაში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც მე ჩემი პარტიით მივიღებ მონაწილეობას და გავიმარჯვებო! ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა და საქმესაც ჩვეული "ენერგიით" შეუდგა, ჰოდა, ფრთხილად, უკრაინავ, მაგან თუ რამე აიკვიატა, მტრისას, საშველს აღარ მისცემს არც საკუთარ თავს და არც დანარჩენებს...

მივედით იმ მიზეზამდეც, რამაც სანდრა რულოვსს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი ათქმევინა. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში სანდრა უკრაინაში გადასახლდება და ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, ქმარს ახალ პოლიტიკურ "გამოწვევაში" დაეხმარება. იუშჩენკო ვახსენე და მიშას "მეგობარი ვიქტორი" ახალ პარტიას სათავეში ოფიციალურად ჩაუდგება.

ვიქტორ იუშჩენკო ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რა დროსაც სანდრასაც შეხვედრია და სააკაშვილის მომავალ გეგმებზეც დაწვრილებით უსაუბრიათ.

წინა კვირას სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ერთი საინტერესო რამ თქვა:
"იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, არაფერი საერთო არ მაქვს".

"ახირებულ პერსონებში" სააკაშვილმა დიდი ალბათობით გიგა ბოკერია და ელენე ხოშტარია იგულისხმა.

მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობა" ამჟამად ორ ფრთად - "გიგისტებად" და "მიშისტებად" არის დაყოფილი. ქართველი პოლიტიკური ექსპერტები კიდევ რამდენიმე ჯგუფის წარმოქმნასაც არ გამორიცხავენ. ჯერჯერობით "ნაციონალები" დუმილს ამჯობინებენ და პარტიის მომავალი ყრილობისთვის ემზადებიან, რომლის გამართვის თარიღიც ჯერ კიდევ უცნობია.

ქართულ საზოგადოებას, დონალდ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტრამპისა და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, კიდევ ერთი "გმირი" მოევლინა. ეს ადამიანი განათლების ამჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახლავთ. ბატონმა ალექსანდრემ არც მეტი არც ნაკლები ქართული ზღაპრების გამორჩეულ გმირ - კომბლეს "შეუტია" და ძალადობასა და "არაპროფესიონალიზმში" დაადანაშაულა, ცუდი მეცხვარეა და მარტო ორი ცხვარი რატომ ჰყავსო. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ქართული ზღაპრები და ანიმაციური ფილმები შესაცვლელია.

რა გითხრათ, ადამიანმა თავისი პირადი მოსაზრება გამოთქვა და ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ ეს კაცი განათლების მინისტრია და თავისი "ძალაუფლების" გამოყენებით, სხვა არაერთი უაზრო და გაუმართლებელი ოფიციალური "დირექტივის" გამოცემა შეუძლია.


კომბლეზე არაერთი თაობა გაზრდილა და მეეჭვება ამ მოხერხებულ მწყემს ქართველ მოზარდებზე ცუდი ზეგავლენა მოეხდინოს.

საქმე აქამდე თუ მივიდა, თუნდაც ანიმაციურ სერიალ "ტომი და ჯერის" და ცნობილი ზღაპრის  "წითელქუდას" საქართველოში აკრძალვას მოვითხოვდი. კატისა და თაგვის თავგადასავალი მუდმივ ძალადობაზეა დაფუძნებული, "წითელქუდა" კი სულაც საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება. გაიხსენეთ, როგორ შეჭამა მგელმა ბებია და პატარა გოგონა...

გადახედეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ზღაპრებს და "კანონგარეშე" ქმედებებს თითოეულ მათგანში აღმოაჩენთ. რა ვქნათ, ავკრძალოთ?

განათლების მინისტრს რა ესწავლება, მაგრამ ვთხოვ, რომ მომავალში ასეთი მოუზომელი განცხადებებით აღარ დაგვზაფროს.

ბატონო ალექსანდრე, ვერ ატყობთ ქართველი საზოგადოება რა მგრძნობიარეა?! არიქა, ჯეჯელავა იდენტობას გვართმევსო და ერი და ბერი "კომბლეს" დასაცავად გაერთიანდა... არადა, მართლა კომბლების თლა სჯობს აშკარად იმ მახათს, რომელსაც ჩვენში ვერა და ვერ ეშვება ვერც მინისტრი და ვერც რიგითი ქართველი "ფეისბუკელი..." 

პ.ს. ისე კი ლარის მდგომარეობა მაშფოთებს ძალიან, ფაქტია უკვე, ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ყოველ შავ ორშაბათს, შავი სამშაბათი, შავი ოთხშაბათი და ა.შ. მოსდევს... მაგრამ სად სცალია ჩვენს მთავრობას და საზოგადოებას ამისთვის, ჯერ კომბლეს ფუნქცია, პროფესიონალიზმის ხარისხი და ცხვრების რაოდენობა გვაქვს დასადგენი...


misha
28 ნოემბერი 2016 18:08
ტოტო ხარ თუ კატო იცი იცი რას გეტყვი, მინისტრმა თავის განათლება და აზროვნება სხვა მხრივ უნდა გამოაჩინოს. რატომ მიახტა ქართულ ფოლკლორს,რატომ არ შეცვლის საშინელ წიგნებს ფიზიკასი, ეს ხომ მისი კომპეტენციაა, რაშიც ჯარგად ერკვევა , იქიდან დაიწყოს და მერე გადახედოს სხვა რამეს, ჰუმანიტარული განათლება რომ არა აქვს, ეს დაგვანახვა უკვე. ჩემი რჩევაა პირი აღარ გააღოს ქართული ეროვნულის წინააღმდეგ , ტორემ ხალხი ამას მწარედ ანანებს.
ტოტო
17 ნოემბერი 2016 11:12
ჩვენი საზოგადოების ნაწილი თავისი გაუნათლებლობის გამო ძალიან გავს კომბლეს,ნაწილი ნაცარქექიას,ნაწილიც ხუთკუნჭულას და ამიტომ,როდესაც ამ პერსონაჟებზე ვინმე იწყებს უარყოფით კონტექსტში საუბარს,პირად შეურაწყოფად იღებენ.შესაბამისად იწყებენ ნერვიულობას და ლანძღვას.
ბავშვს,რომ არჩევანი ქონდეს განათლების მიღებას კომბლეთი არ დაიწყებდა.
დარწმუნებული ვარ მინისტრსაც უკითხავდნენ ბავშვობაში კომბლეს,მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით მას აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი და შესაბამისი განათლება იმისათვის,რომ შეაფასოს კომბლე.
კომბლეში მთავარი ის არ არის,რომ კომბლე კომბლებს თლის და ჭერში აწყობს.აქ მთავარი არის ის,რომ ღარიბი კომბლე ბატონს კომბლით ცემს.ეს მოსწონთ ადამიანებს ,თორე ის,რომ კომბლე უქნარა და უვარგისი ადამიანია ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ვისაც კომბლეობა უნდა.
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის?
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა არასერიოზული ამბავი მგონია და თუ გინდათ მომკალით... თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩემსავით სულაც არ ფიქრობენ და ბიჭის სპიკერად წარდგენაც უკვე გადაწყვიტეს. ძალიან მინდა ისე აღმოჩნდეს, რომ მე ვცდებოდე და არა ქვეყნის მმართველი პარტია, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი...
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები