რას იზამს საქართველო თუ უკრაინამ სააკაშვილი მართლაც გამოაძევა?!
რას იზამს საქართველო თუ უკრაინამ სააკაშვილი მართლაც გამოაძევა?!
21-11-2016
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ, თუმცა ეცალათ უკრაინაში, სადაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ექსტრადირების საკითხზე ლაპარაკი გახშირდა. 
თვითონაც დაიჩივლა, მგონი, მართლა აპირებენ ქვეყნიდან ჩემს გაძევებასო, თუმცა იქვე დასძინა, უკრაინისთვის ბრძოლას მაინც არ შევწყვეტო... ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი...

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა. ეს ის არველაძეა, სოციალურ ქსელებში ყოფილი ფეხბურთელი რომ ეგონათ და ვიდრე სიმართლეს გაარკვევდნენ, არველაძეების უფროსი ძმა ლანძღვა-გინებით ლამის ჯვარზე გააკრეს.

საქართველოს უმაღლესი მმართველობითი ორგანო ოთხწლიან აღმართს შეუდგა. იმედია, დროის ამ მონაკვეთში ქვეყნისთვის არაერთ სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს და წინამორბედებისგან განსხვავებით, დროს ფუჭი კანონების შემუშავებაში არ დაკარგავს. ჩვენც აღარ მოგვიწევს წერა "ბუსუსებიან პრეზერვატივებზე", "იბიარდებზე" და სხვა მსგავს თემებზე.

საპარლამენტო მუშაობის პირველივე დღეს, დეპუტატების ნაწილმა დარბაზში წარმოთქმული საზეიმო ფიცი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდებზე განათავსა.

რა იყო, ბატონებო და ქალბატონებო, ისეც დაგიჯერებდით, ფიცს აუცილებლად სულითა და გულით რომ დადებდით. სულაც არ იყო აუცილებელი მისი სოციალურ ქსელებში გამეორება. ესეც ალბათ ქართული საპარლამენტო საქმიანობის ახალი "ნოუ ჰაუ" გახლავთ.

ახალი "შემადგენლობის" პარლამენტის უპირველეს ფუნქციად იმ კანონების მიღება მიმაჩნია, რომელიც ქართველებს მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ჩვენს მოსახლეობას დღეს ძალიან უჭირს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ეკონომიურად. ამ მდგომარეობაში უნდა დავინახოთ, რომ დეპუტატები დროს უქმად არ ხარჯავენ. ბოლოსა და ბოლოს მათი მაღალი, მართლაც "რჩეული" ანაზღაურება ჩვენი ჯიბეებიდან მიდის.

ახალ პარლამენტს დიდი ყურადღების მიქცევა საგარეო პოლიტიკის მიმართაც ესაჭიროება. მსოფლიოში ახალი დროება დგება. კაციშვილმა არ იცის უახლოეს მომავალში მოვლენები როგორ წარიმართება. კი ვიძახით, 21-ე საუკუნეა და დღეს სხვა რეალობა არისო, მაგრამ იგივე რუსეთი ყოველთვის "შემართულია" და კობრასავით თავს როდის წამოყოფს არავინ იცის.

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტმა ალბათ სასწრაფოდ უნდა მოაწესრიგოს ჩვენს ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების ე.წ. "ქცევის ნორმებიც". საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული საემიგრაციო კანონი, სამაგიეროდ არსებობს უცხოელის პატივისცემა და ზედ გადაყოლა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. ცოტა ხნის წინ ჩინელების მიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცემის ფაქტი ამისი ნათელი მაგალითია. საინტერესოა, რომ ამ აზიურ კომპანიას დაზარალებული ქართველებისთვის მკურნალობის თანხები ჯერ არ გადაურიცხია და საქმე იქითკენ მიდის, რომ ალბათ არც აპირებს.

ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში შემდეგი რეპლიკა წავიკითხე:
"აუუუუ... ჩინელებმა გვცემესო... შეშა ჩვენია, ნუ მიგაქვთო და გვცემესო!
9 წელი "დუბინკებს" იტანდით, ახლა გვარამიას მიეთ-მოეთს იტანთ, ჭიაბერაშვილის წაკითხულ მორალს პირღია მისჩერებიხართ და ჩინელებმა რომ გცემონ, ისიც აღარ გინდათ?!
ჰო, კიდევ იცით, რაზე ხართ (ვართ) საცემები? ყველანი რომ თბილისში ჩამოზვავდით და სოფლები გადამთიელებს დაუტოვეთ. აქ მანქანები ვეღარ ეტევა, რეგიონებში კიდევ ეშმაკები დაბოდიალობენ!"

იმედია საქართველოს პარლამენტის ახალი შემადგენლობა იგივე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "პრობლემასაც" გადაჭრის და ამ ხალხს თავის ჭკუაზე აღარ აბოგინებს. როგორც უკვე
You must have Flash Player installed in order to see this player.
გითხარით, უკრაინაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უნდა გადავცეთო... მზად ვართ კი ამისთვის?


ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "ნაციონალებთან" გამალებული "მშვიდობიანი თანაცხოვრება" მიმდინარეობდა და დამნაშავეების გასამართლებაზე არავის უფიქრია. არის კი დღეს მზად იგივე საქართველოს პარლამენტი ან "ქართული ოცნება", სააკაშვილის გადმოცემის შემთხვევაში საჩვენებელი სასამართლოს მოსაწყობად და მის გასასამართლებლად?

ახალი პარლამენტი მალე ყოველდღიური მუშაობის რეჟიმზე გადაერთვება. იმედია, გასაკრიტიკებელს ცოტას დაგვიტოვებს და ოთხი წლის შემდეგ მომავალ "კოლეგებს" უფრო აწყობილ და ნორმალურ ქვეყანას დაუტოვებენ... წარმატებას გისურვებთ, ბატონებო და ქალბატონებო!

დათო
22 ნოემბერი 2016 16:47
მაგან იშოვა მილიონები და გაანებეთ თავი ნუ დაგვღალეთ მიხათი, მისმა მატარებელმა ჩაიშხუილა, ახლა სხვა ახალი და კარგი რამე დაწერეთ
მედი
22 ნოემბერი 2016 10:34
მაინც რას ერჩით სააკაშვილს? ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს ოცნებამაც და ნაციონალებმაც, სხვა დანარჩენებმაც, საკუთარ თავში სპილოს რომ ვერ ხედავენ და სხვაში ნემსს ეძებენ არავის არ აინტერესებს ქვეყანა როგორ განვითარდება, გაჭირვებულ ხალხს რა ეშველება. საქართველო გადაიქცა ერთ დიდ კრიმინალურ დაჯგუფებად , ზემოდან გვკარნახობენ რა უნდა მოხდეს ისევ თავის სასარჰებლოდ . ,,პერესტროიკიდან,, მოყოლებული კრიმინალების ზეობაა, ყველა გაბოროტებული, გაავებული, დატანჯული და დაზარალებული შურისძიებით დაბრმავებულია. სამართალს რომელი მთავრობისგან ითხოვთ?ხელის შეხოცვას სააკაშვილზე რომ აპირებს?თითოელი მათგანი თუ შვენგანი საკუთარ ჯიბეზე და გამორჩენაზე ფიქრობს. სააკაშვილმა ვერ უშველა ამდენ კრიმინალს, აბა ახლა ერთ დიდ ციხეს ივანიშვილი განაგებს თავისი საპარლამენტო ზედამხედველებით. საქართველოს 4 წელი კიდევ ციხეში მოუწევს ჯდომა. ასე რომ ყველაფერს შეგნებით მოეკიდეთ.
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის?
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა არასერიოზული ამბავი მგონია და თუ გინდათ მომკალით... თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩემსავით სულაც არ ფიქრობენ და ბიჭის სპიკერად წარდგენაც უკვე გადაწყვიტეს. ძალიან მინდა ისე აღმოჩნდეს, რომ მე ვცდებოდე და არა ქვეყნის მმართველი პარტია, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი...
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები