"რაგბის მოყვარული" გოცირიძე, "წამებული" ირმა და უკვე მრავალჭირნახული" კვირიკაშვილი, ანუ ვინ "დააჰეჯირებს" მიშას?!
"რაგბის მოყვარული" გოცირიძე, "წამებული" ირმა და უკვე მრავალჭირნახული" კვირიკაშვილი, ანუ ვინ "დააჰეჯირებს" მიშას?!
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ, რასაც მთელი კვირა საპარლამენტო ვნებათაღელვა უძღვოდა წინ, მოგეხსენებათ, მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ კომიტეტებში, ფრაქციებში, უმრავლესობასა და უმცირესობაში და დასასრულ დებატები გაიმართა უკვე საპარლამენტო სხდომაზე... "ნაციონალური მოძრაობა" რისი მოძრაობა იქნებოდა ყველა ამ შეკრებისას თავი არ გამოეჩინა და არ ეჩხირკედელავა კანდიდატების წარსულში, აწყმოსა და მომავალში. რასაც ჩვეული სიმშვიდით ხვდებოდა უკვე "მრავალჭირნახული" გიორგი კვირიკაშვილი, რომლის მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დიდმა ირმამ მოახერხა, რომელმაც უკვე იმდენჯერ წამოგვაყვედრა ბედუკაძის "კასეტები"
და კიდევ სხვა გმირობები, მგონი, მოგვიწევს სიცოცხლეშივე წამებულადაც კი შევრაცხოთ...

სხდომაზე არაერთი საინტერესო მომენტი ვნახეთ და რეპლიკაც მოვისმინეთ. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ბიძინა ივანიშვილი და მისი "საყვარელი დეიდაშვილი" უჩა მამაცაშვილი; კახი კალაძის "უდიპლომო ცოლის ძმა" გიორგი მღებრიშვილის და ოთარ კახიძის დაპირისპირება და "მაიტა ნასოსი"; წულუკიან-ხოშტარიას "ძველბიჭური" შებრძოლება; კვირიკაშვილის მიერ აკაკი ბობოხიძის ტელეფონზე გაგზავნილი მესიჯი; ირმა ინაშვილის მიერ "მიწაში ჩადებული" მინისტრობის კანდიდატები და სხვა.

და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მოსახლეობის მოქმედ ლექსიკონს შეემატა ახალი და მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა "ჰეჯირება".


"მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდათ უცხოურ ვალუტაში და მათი ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო, მათ არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები", - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე იმჟამად ჯერ კიდევ  ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მოკლედ, ბევრი
ვიკვლიეთ და გავარკვიეთ, რომ ეს ჰეჯირება ჩვენებურად  ყოფილა რისკის შემცირება, თავის დაზღვევა დანაკარგებისაგან, რომლებიც გამოწვეულია ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული პირობების არახელსაყრელი ცვლილებებით. მოკლედ,
ქუმსიშვილის შეფასებით, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა ლარის გაუფასურებით დაზარალდა. არადა, თურმე ცნობისათვის, სესხის ჰეჯირება (დაზღვევა) რამდენიმე გზით მართლაც ყოფილა შესაძლებელი და აწ უკვე მინისტრი მართალი ყოფილა, მაგრამ ისიც გავარკვიე, რომ თურმე ჩვენს ბანკებში ასეთი სერვისით სარგებლობა ჩვეულებრივ მომხმარებლებს არ შეუძლიათ, თუ რატომ და როგორ, სჯობს ისევ მინისტრმა განგვანათლოს...

ამ "რეპლიკობანაში" მონაწილეობა არ მიუღია ბატონ რომან გოცირიძეს, რომელიც უფრო სერიოზული საქმით გახლდათ დაკავებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატს იმ სხდომის მიმდინარეობისას, დარბაზში, საკუთარ კუთხესთან თავი ჩაქინდრული ჰქონდა და მობილური ტელეფონით შოტლანდია - საქართველოს რაგბის მატჩს გატაცებით თვალს ადევნებდა. ეს "საინტერესო" ფოტოსურათი რამდენიმე ქართულმა ვებგვერდმა გუშინ ოპერატიულად გამოაქვეყნა და არ დაიჯერებთ, სულ მოკლე დროში ნახვების ასტრონომიული ციფრი დააგროვა.

საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" გოცირიძემ დაწერა: "რომელიღაც ფოტოგრაფი ჯაშუშურად მომეპარა თურმე და მაშინ გადამიღო, როცა მობილურში შოტლანდია-საქართველოს რაგბის თამაშის ანგარიშს ვიგებდი. შემდეგ ეს სურათი სოციალური ქსელის გავლით, რომელიღაც ინტერნეტსააგენტოს გვერდზეც აღმოჩნდა. ტელეფონი დამიჯდა, თორემ უმრავლესობის ზოგიერთი წევრის სისულელის მოსმენას, მერჩივნა, ჩვენი ვაჟკაცი მორაგბეებისათვის მეყურა".

ასეა თუ ისე, ახალი მთავრობა ავირჩიეთ და ვნახოთ ეს "შემადგენლობა" ქვეყანას რა ხეირს მოუტანს. პირადად დიდი ილუზიები არ გამაჩნია, რადგან ძირითადად ისევ ძველი და "ნაცნობი" სახეები გხვდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ხალხმა არაერთი მტკივნეული საკითხის გადაჭრა ვერ მოახერხა და ეხლა "გამოსწორდებიან" და "მუშაობასაც" ახალი "ენთუზიაზმით" დაიწყებენ?

და ისევ დიდი ირმა, რომელსაც ამ კონკრეტულ განცხადებაში რთულია ნაწილობრივ მაინც არ დაეთანხმო: "საქართველო მიიღებს მთავრობას, სადაც იქნებიან მინისტრები, რომელთა შორის ერთი მატყუარაა და ვერ თუ არ აღიარებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სწირავდა გარკვეულ თანხებს დასახმარებლად. მეორე არის საყდრისის, ანუ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ამფეთქებელი, მესამე კი - არჩევნების გამყალბებელი".

მაინც არ მინდა "ახალ მინისტრთა კაბინეტს" გზა კრიტიკით დავულოცო. დავიცადოთ. იმედია, მათი ნამოღვაწარის შეფასების დრო მალე დაგვიდგება.

ჩემი საყვარელი გმირი მიხეილ სააკაშვილი ქართულ "ჰორიზონტზე" ძველებურად არ ბრწყინავდა. შეიძლება არც ეცალა.

(იხილეთ ასევე: მიშას რევოლუცია საქართველოში არ გამოუვდა და ახლა უკრაინაში იწყებს - დიდი მიტინგობანა უკრაინაში, აშშ-ში... შოტლანდიაშიც?)

27 ნოემბერს ასევე "დიდმა მიხეილმა" კიევში არცთუ მასშტაბური, მაგრამ მაინც "გრანდიოზული" მიტინგი ჩაატარა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ "ბარიგები" ეძახა. მოკლედ, მიშა ახლა უკრაინაში აპირებს რევოლუციას და თავის სტიქიაშია, თუმცა როდამდე გაუძლებს პოროშენკოს და დანარჩენებს ნერვები, ვერ გეტყვით... ჰოდა, როცა უმტყუნებს, მაშინ ვინ "დააჰეჯირებს" მიშას, რთული სათქმელია...

იხილეთ ასევე: სააკაშვილი ოლიგარქიულ არხებს თურმე ინტერვიუს არ აძლევს - როდესაც ადამიანს უტიფრობით გამოწვეული "ამნეზია" აწუხებს

მკითხველის კომენტარი (17)
გიო
02 დეკემბერი 2016 10:33
პოზიციასაც და ე.წ. ოპოზიციასაც მივმართავ!! ხომ ორივე ვითომ ხალხის ინტერესების გულისათვის იკლავთ თავს და ეს ინტრესი სადა ჩანს?? განსაკუთრებით "ნაცები" ვითომ ხალხზე რომ შესტკივა გული რა ამაზრზენები არიან.
დუტუ მეგრელი
01 დეკემბერი 2016 18:49
ირმა ინაშვილი, როგორ ვერ ვიტანდი ამ ადამიანს აქამდე მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რა მაგარი და უშიშარი ადამიანია, მე მგონი სულ მალე ის მთელ საქართველოს დაანახვებს თუ რა შეუძლია რამოდენიმე კაციან ოპოზიციას. ყოველი მისი გამოსვლა უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება,ვნახოთ სანამდე ეყოფა.
თაკო
30 ნოემბერი 2016 13:04
დახურულ კარს მიღმა რა იჟღურტულეს ქოცებმა რატომ არ ვიცით? კაი, ინაშვილი წამებულია, ხოშტარია - ძველი ბიჭი.
ბიძინა გეგიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ლევან კობიაშვილმა, ხაბარელმა, ხაბელოვმა და მსგავსმა სუბიექტებმა რა კითხვები დასვეს? თუ არ აქვთ კითხვები, აწყობილია ქვეყანა!
ისე უჭირს ბიუჯეტს, რომ სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს ამცირებენ (დაბალი დონის მოხელეებს არ აღირსებენ არაფერს, თორემ თვითონ არაფერს მოიკლებენ მივლინება-საწვავ-პრემია-დანამატების სახით. ახლა აღმოაჩინეს 2013 წლის შსს მინისტრის მოადგილეების დანამატები. ამაშიც ხომ გადაუჯჯოკრეს ნაცებს!).
რაღად გვინდოდა ეს ტრაგი-კომედია არჩევნების სახით და ამდენი ფულადი სახსრების განიავება. ეს უნდილი და უმაქნისი სახეები ხომ წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ. დაგვეტოვებინა, არაფრის გამკეთებლები მაინც არ არიან. მთავრობაც ისეთი აირჩიეს, უკეთესს ვერ ინატრებ.დაიწყეს „რეფორმები“. გაზარდონ აქციზი, ბიუჯეტი რითი უნდა შეივსოს აბა? ქარხანა მუშაობს სადმე თუ სოფლის მეურნეობა ყვავის? მოწვს ვიღაცა სიგარეტს და კაი ხელფასს დაურტყავენ ჩვენი ხელისუფალნი.
მომავალ ოთხ წელიწადში სულ დაიცლება საქართველო ქართველებისგან. ვისაც გასაქცევი აქვს, გარბისსსსსსს!!!!!!!
zaza
29 ნოემბერი 2016 09:59
ირმა და მისი გუნდი პარლამენტში ყველაზე მართალი და პატიოსანი ხალხია. დარწმუნებული ვარ ისინი ბევრ სიბინძურეს ააცილებენ საქართველოს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები