ევროპა გზას გვიხსნის - დაცარიელდება საქართველო ან ბებერ კონტინენტზე "მახათის" ექსპორტს მოვახერხებთ?!
ევროპა გზას გვიხსნის - დაცარიელდება საქართველო ან ბებერ კონტინენტზე "მახათის" ექსპორტს მოვახერხებთ?!
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი საქართველოს დიდად არ წაადგება, რადგან ქვეყანა მოსახლეობისგან კიდევ უფრო დაიცლება და დიდ-პატარა ევროპისკენ მიმავალ გზას დაადგება და არის ამაში სიმართლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მარცვალი -  ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი დღეს შემდეგნაირად ფიქრობს: როგორმე აქედან გავაღწიო, ცივილიზებულ დედა-ევროპაში სამსახური მოვნახო და ადრე თუ გვიან კარიერასაც ავიწყობო. პირადად ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომლებიც საზღვრების გახსნას მოუთმენლად ელიან და გასაქცევად გამზადებულები ბარგი უკვე ჩალაგებული აქვთ. ამ ხალხისთვის მთავარი აქედან გაღწევაა და მომავალში რა ელით, ამაზე ჯერ არ ფიქრობენ.

ამისი თავი და თავი ჩვენს ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა. "გაქცეულ და ავარდნილ" ლარს ვერანაირი "ხერხებით" ვერ აჩერებენ. მართალია კუპონის "სარეკორდო მაჩვენებლებამდე" ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს "ფაქტორი" შვება არ გახლავთ. ლარის დევალვაცია ინფლაციას იწვევს, ინფლაცია კი ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას.

ყოველივე ამის შემხედვარე მოსახლეობის ნაწილს მდგომარეობიდან გამოსავალი ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესება ესახება. იმას კი არავინ კითხულობს, უნდა კი ევროპას ამდენი უმუშევარი ქართველი?

წინა კვირას მთავრობამ
ცეცხლზე ნავთი დაასხა და საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა  10- პროცენტიანი შემცირება"დააანონსა", "გადარჩენილებს" კი ხელფასების ასევე 10% - ით მოკლება მოუწევთ.

მართალია სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებით მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ვერ მოიწონებს და ეს "პრივილეგია" ერთეულების ხვედრია, მაგრამ უმუშევართა რიგები კიდევ უფრო გაიზრდება.

სააკაშვილის მმართველობის წლებიდან განსხვავებით "პროგრესი" სახეზეა. მიშას დროს სამსახურებიდან ხალხს გაუფრთხილებლად ათავისუფლებდნენ. ამჟამად მდგომარეობა "შეიცვალა" და წინასწარ აფრთხილებენ.

სააკაშვილზე ჩამოვარდა სიტყვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზე დგას. პარტიის ნაწილი თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის კანდიდატურას ემხრობა, მეორე ნაწილი კი კვლავ სააკაშვილის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებს. ყრილობა მომდევნო წლის 20 იანვარს გაიმართება და მას, სავარაუდოდ, შვიდი ათასი დელეგატი დაესწრება. სიმართლე გითხრათ ამ ციფრმა გამაკვირვა. შვიდი ათასი ადამიანი "ნაციონალების" მიტინგებზე ვერ გროვდებოდა და ამდენ "დელეგატს" სად მოძებნიან?

წინა კვირას დროებით "გაუჩინარებული" სანდრა რულოვსიც "დაგვიბრუნდა". რულოვსი საქართველოს მოქალაქეებს მომავალში თანადგომას ჰპირდება და ამბობს, რომ აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის კუთხით.

"ვერ გევიგე, ოპელი", გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი უკრაინაში მეუღლეს უნდა შეერთებოდა და ამ ქვეყანაში "ახალი წესრიგის" დამყარებაში დახმარებოდა. ალბათ გეგმები შეეცვალა და უახლოესი დროის განმავლობაში ჩვენს თვალთახედვის არეში ყოფნა კვლავ მოუწევს.

ქართველ საზოგადოებას საკუთარი აზრის "დაფიქსირება" ყველა "საინტერესო" საკითხზე რომ უყვარს, არ ახალი ამბავია, თუნდაც ტიტლიკანა ბიჭის სვანეთში გადაღებული ფოტოს ამბავი ავიღოთ, რის საჯარო სივრცეში მოხვედრას, ლამის წარღვნა მოჰყვა. მას მერე, რაც ბიჭი სვანებმა იპოვეს და მისი მონანიება ასევე საჯაროდ გაავრცელეს, კიდევ უფრო გადაირივნენ ჩვენი თანამემამულეები, მომხდარზე მოსაზრება არაერთმა "ცნობილმა" ქართველმაც გამოხატა. საინტერესოა, იგივე ხალხი, სოციალურად დაუცველი თანამემამულეების მძიმე ყოფასა და პრობლემებზე საუბარს თავს რატომ არიდებს?!

მოკლედ, ბოლო დღეებია, პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი ბიჭის შიშველ ფოტოს აფრიალებს და ვის ახსოვს ლარი?!
ჩვენ ოღონდ "მახათი" გვქონდეს და ჭირსაც წაუღია ყველაფერი...

მკითხველის კომენტარი (24)
ზურა
10 იანვარი 2017 17:25
სატატიის ავტორს: ჩვენ კი არ გამოვიჩენთ თავს შეჩერების მექანიზმით ჩვენს თავზე გამოცდით,ეს გაუმაძღარი მთავრობა გამოიჩენს თავს ხალხის ქვეყნიდან გაქცევით შიმშილის ნიადაგზე! გამართული ქვეყნიდან ემიგრაციაში არ გარბის ხალხი! სანამ დაწერ დაფიქრდი!
meri--maria
20 დეკემბერი 2016 20:43
დაეტიეტ საქარტველოში--ევროპა არა ტოროლა!!მიხედეტ საკუტარ სოფლებს--დაამუშავეტ მიწები და ირჩინეტ ტავი!!ესპანეტში უმუშევრობაა და მიტომ გახდნენ ქურდები პატიოსანი ბიჭებიც --29 ნოემბერს 50 ქარტველი დაიჭირეს!ტავის ტავი გასჭირვებიატ--2 მილიონზე მეტი უმუშევარი ყავტ!!ტურისტულად ტუ ჩამოხვალტ სხვა საკმეა!!ნუ გიხარიატ ეს ""ვიზალიბერიზაცია""--არაფერი სახარბიელო მაგაში არ არის!!
მათე
15 დეკემბერი 2016 22:39
თქვენ ზევით წერთ რომ ბარგი აქვთ წინასწარ ჩალაგებული,შემდეგ კი რა მოელით არავინ იცის,ჩემო ლამაზო ქართველებო––––––იმაზე მეტი იქ რა უნდა მოგვივიდეს რასაც აქ გვიკეთებენ––––––ახალი წელი მოდის და არ გვიხარია რომ ცარიელი სუფრით უნდა შევხვდეთ,შუქი უნდა ჩავაქროთ რომ მეზობელმა არ შემოგვიხედოს და სირცხვილი არ ვჭამოთ,ჭიქა ღვინით დაგლოცავთო.ეს არის ჩვენი ცხოვრება,განა ხელფასი არა მაქვს,მაქვს ოღონდ განახევრებულუ,50 % შემცირებულუ,რომელიც იპოთეკური სესხის დასაფარადაც არ გვყოფნის.დაგვეხმარეთ,გაგვიშვით ქვეყნიდან,ჩვენ მივხედავთ ჩვენს ოჯახებს,მადლობა ყურადღებისათვის,ნახვამდის რუსთაველის,ილიას და აკაკის ლამაზო ქვეყანავ,სულ მეყვარები.
:)))))))))))))
14 დეკემბერი 2016 16:48
სვანებო დამშვიდდით, კასც რომ მუჭში ეტევა ყველაფერი, მაგისგან არ უნდა გეწყინოს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები