"კუპონა, გრძელი ცხვირი", ლარის გამიშვი-დამიჭირე და წერეთლის დანაბარები, ანუ როგორ მოგვპარა ამერიკამ ეკონომიკური პროგრამა?!
"კუპონა, გრძელი ცხვირი", ლარის გამიშვი-დამიჭირე და წერეთლის დანაბარები, ანუ როგორ მოგვპარა ამერიკამ ეკონომიკური პროგრამა?!
19-12-2016
წინა კვირის ეროვნული, პოლიტიკურ-ეკონომიკური უმთავრესი "მოვლენა" "გაქცეული" ლარის დევნა და მისი "დაჭერის" უშედეგო მცდელობა გახლდათ. ლარის დევალვაცია გრძელდება, ინფლაცია მატულობს და გამკითხავი არავინ არის. ვინ არის დამნაშავე და ეროვნული ვალუტის დაცემაში ბრალი ვის მიუძღვის? - ხელისუფლების მტკიცებით, ამაში მთავარი დამნაშავე აშშ დოლარია, რომელიც თურმე ნამეტანი გამყარდა, მაგრამ, რა ვიცი, რა ვიცი...

"გაქცეული" ლარი ქილიკის საგანიც ხდება. "მოდი ცოლი შევრთოთ ლარს, ეგება უშველოს და გოუმყარდეს.... კურსი", - ამოვიკითხე ერთ-ერთ ვებგვერდზე. მეეჭვება მორბენალ "ლარიკოს" დაოჯახებამ უშველოს. როგორც "სხვაგან" მოსიარულე კაცის გამოსწორება არ უქნია ღმერთს, ისე ჩვენი საყვარელი ლარის "დაჭკვიანება" და ერთ ადგილას "დადგომა".

დაგამშვიდებთ. ლარი არ უფასურდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ იძულებულები იქნებით დაიჯეროთ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს.
"დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ლარის "სირბილმა" ინფლაცია გამოიწვია და არის შიში, რომ უახლოეს მომავალში ფასები მკვეთრად გაიზრდება. არა უშავს, გაძვირებულ კვების პროდუქტებს მოსახლეობა ნაკლებად შეიძენს, შიმშილი კი თუ ბატონ პოლ ბრეგს დავუჯერებთ ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოც კი არის.

"საკვებ პროდუქტებზე კარგია ფასები რომ იზრდება, რადგან ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა.

რა გითხრათ. ალბათ შიმშილობა კარგიც არის, მაგრამ თავად გიგი წერეთელს უჭმელობისა რომ არაფერი ეტყობა? ისე, ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, რა დაგვიბარა წერეთელმა...

"მეც ვიტყუებოდი ახალგაზრდობაში და ხომ ხედავთ, ცხვირი გრძელი მაქვს, თქვენც ძალიან დაგიგრძელდებათ", - ამ სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს უმცირესობის სხდომაზე მიმართა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.

რომან გოცირიძის ზემოთმოყვანილმა "განცხადებამ" სოციალურ ქსელებში დიდი "აჟიოტაჟი" გამოიწვია. ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გოცირიძეს ზღაპარიც კი მიუძღვნა:

"დიიიდი ხნის წინათ, საქართველოში, როცა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, სახელად "კუპოონი" ფულის ერთეულად ითვლეეებოდა, სახელმწიფო ბანკის მმართველი, ბიძია რომან გოცირიძე ყველას ატყუებდა, ეს ქაღალდი, ფული არისო! მას არ ჰქონდა წაკითხული "ბურატინოს თავგადასავალი" და არ იცოდა, ვიიინც ტყუილებს ამბობს, მას ცხვირი ეზრდება!

ერთ დღეს კი, ბიძია რომანმა შეამჩნია, რომ ცხვირი დაგრძელებოდა! ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაშინ ბაბუა "წოპე" ცხვირებს აღარ ამოკლებდა, კუზანოვები კი ჯერ ვერ ბედავდნენ ასეთ რამეს! დარჩა ცხვირდაგრძელებული ჩვენი საყვარელი ბიძია რომანი, მეტსახელად - "კუპონა, გრძელი ცხვირი".


წინა შვიდი დღის მთავარი "დამბოლებლის"  საპატიო წოდებას მაინც ვინმე დავით ჭიჭინაძეს მივაკუთვნებდი. ეს ადამიანი ამჟამინდელი მმართველი პარტიის წევრი ბრძანდება და ქართულ საზოგადოებას ერთი "ნოუ ჰაუ" გააცნო.

ჭიჭინაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამა ეროვნული ვალუტის ნდობის გამყარებას ითვალისწინებს.
"თუ ავიღებთ მაგალითად, შეერთებული შტატების პროგრამას ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხურდასაც რომ გაძლევენ მაღაზიაში, ადამიანები გარბიან და დოლარს ყიდულობენ. აი, ეს არის ჩვენი პრობლემა. ნდობა საკმაოდ დაბალია ეროვნული ვალუტის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს პროგრამა ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, რომ გამყარდეს ნდობა".


რა გითხრათ, ბატონო დავით. თქვენგან გავიგე, რომ აშშ-ის ეკონომიკური პროგრამა ქართველების შედგენილი ყოფილა. რატომ აქამდე არ ვიცოდით. კიდევ ერთი, თქვენ ალბათ დოლარს ხურდებით ყიდულობთ და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა ან ბანკებში მძიმე ტომრებით დადიხართ. მე პირადად ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც დოლარს "ხურდა ფულით" ყიდულობდეს.

ნუთუ არ შეიძლება მცოდნე და კომპეტენტური ხალხი ერთად შეიკრიბოს და ამჟამინდელ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მისი დაძლევის გზებზე ყოველგვარი ემოციებისა და პოპულისტური გამონათქვამების გარეშე იმსჯელოს. დავიჯერო, ჩვენს ქვეყანაში ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ეკონომისტები დაილია?!

ილია
22 დეკემბერი 2016 23:07
ყველაფერი ნაციონალების ბრალია ამ მთავრობას ტვინი მოპარეს.ესენი კი ეძებენ და ვერ პოულობენ.
SSD
22 დეკემბერი 2016 12:56
მაინც ნაცების ბრალია, აბა ქოცებს ხო არ მოვჭრით თავს
სხვა სიახლეები
წინა კვირა ერთმა "ნაციონალმა" ნიკა გვარამიამ "გახსნა", გაგრძელებით კი უგულავა - ბოკერიამ და მათმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს.
დაწვრილებით...
უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა.
დაწვრილებით...
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.
დაწვრილებით...
ბოლოსა და ბოლოს ევროპამ მოწყალების თვალით გადმოგვხედა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს "მოხუც კონტინენტზე" ვიზების გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. თუმცა იქ საქმიანობის უფლება არ გვექნება და იმედია, ქართველები მაინც და მაინც ისე არ "გამოვიჩენთ თავს", რომ ის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ევროპელებმა პირველად ჩვენზე გამოსცადონ.
დაწვრილებით...
გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...
დაწვრილებით...
წინა კვირის მთავარი ქართული პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების საბოლოოდ დამტკიცება გახლდათ. როგორც წესი და რიგია, ამ "რთულ პროცესს" თან ყოველთვის გარკვეული ვნებათაღელვა სდევს, მაგრამ მინისტრობის კანდიდატებმა ამჯერად "სანუკვარი ადგილები" ლამის ერთპიროვნულად, სერიოზული გართულების გარეშე დაიკავეს.
დაწვრილებით...
წინა კვირას ჩვენი "საყვარელი და მუდმივი გმირი" მიხეილ სააკაშვილი "ოდნავ" ჩრდილში მოექცა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მისთვის არ ეცალათ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი, რიგით მეცხრე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შემდეგ კი დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააგრძელა.
დაწვრილებით...
გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.
დაწვრილებით...
სააკაშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება. თავის დროზე მან თავის "გამზრდელებს" - ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას უკვე უღალატა.
დაწვრილებით...
ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა არასერიოზული ამბავი მგონია და თუ გინდათ მომკალით... თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩემსავით სულაც არ ფიქრობენ და ბიჭის სპიკერად წარდგენაც უკვე გადაწყვიტეს. ძალიან მინდა ისე აღმოჩნდეს, რომ მე ვცდებოდე და არა ქვეყნის მმართველი პარტია, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი...
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები