"მერე რუსეთს მივხედავ" - რას აპირებს სააკაშვილი 10 - 15 წლის შემდეგ და ვინ ამოსდებს ლაგამს გაჭენებულ ლარს?!
"მერე რუსეთს მივხედავ" -  რას აპირებს სააკაშვილი 10 - 15 წლის შემდეგ და ვინ ამოსდებს ლაგამს გაჭენებულ ლარს?!
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გერმანიაში განხორციელებულმა ტერაქტმა და რუსეთის ელჩის მკვლელობამ მიიპყრო, ქართველებს უფრო "შინაური" პრობლემები გვაწუხებდა.

"ნაციონალებში" ამბები ტრიალებს, დედა შვილს არ აიყვანს, ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილს რა დიდი გეგმები ჰქონია  ამაზე მოგახსენებთ.

მოკლედ, ეს ჩვენი და უკრაინელების მიშა მორიგ შეხვედრას მართავდა კიევში, ჰოდა, ერთმა სანდომიანმა ყმაწვილმა ჰკითხა: "რას აპირებთ 10-15 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ყველაფერი მოგვარდება და აღარ იქნება კორუფცია, გარიგებები და იმ სახის
You must have Flash Player installed in order to see this player.
სირთულეები, რაც დღესაა, პენსიაზე ხომ არ გახვალთ"?
რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
"არა, არა, არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას, მერე რუსეთს მივხედავთ. იმათაც ხომ უნდათ დახმარება, უკრაინას შევუერთებთ, ცივილიზაციას შევიტანთ. სახელს გადავარქმევთ და Новороссиа- ს დავარქმევთ".

მოკლედ, დარბაზში გვარიანად კი იცინეს, მაგრამ მიშა, მგონი, არ ხუმრობდა... მე კი ცოტა არ იყოს გამიხარდა ეს ამბავი, მაგას ისეთი დიდი გეგმები ჰქონია, ეგებ შეეშვას ჩვენს პატარა საქართველოს და დაგვასვენოს...

ახალი წელი გვიახლოვდება და "გაქცეულ - გაჭენებული" ლარის "მოთოკვა" კვლავ უმძიმეს ამბად რჩება. კვირის ბოლოს  ეროვნული ვალუტა "ცოტათი
მოჭკვიანდა", მაგრამ საბოლოო "დადინჯებამდე" ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

ბოლოსა და ბოლოს ეროვნულმა ბანკმა, მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობამაც აღიარა, რომ ლარის დევალვაციის უპირველესი მიზეზი სპეკულაცია ყოფილა.

"ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინი განაპირობებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეხლა კი დაფაცურდნენ ქვეყნის მმართველები, მაგრამ სანამ ურემი გადაბრუნდებოდა სად იყვნენ? ფაქტია, კურსის ცვლილებით მავანმა და მავანმა ხელი მოითბო და დღეს ეროვნული ვალუტის "გამყარების ოპერაციას" ალბათ ერთგვარი ღიმილითაც კი უყურებს.

როგორ არ დავეთანხმო ანალიტიკოს ნოდარ ჭიჭინაძეს, რომელმაც პირდაპირ განაცხადა რომ ლარის გაუფასურება არა ეკონომიური ფაქტორით, არამედ სხვა მიზეზებით არის განპირობებული, ეროვნული ბანკი კი "გვიან გამოფხიზლდა".

ლარის "მოთოკვის" ოპერაცია გრძელდება. ჯერჯერობით შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ ადამიანი იმედით ცოცხლობს. ვნახოთ...

ახლა ისევ მიშას ჯერია, ვიდრე აქ ეკონომიკურ პრობლემებს ვებრძვით, უკრაინაში ბატონ მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება წამოუყენეს.
ცოტა ხნის წინ, ჩვენი ქვეყნის ყოფილმა "პირველმა" თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სამხედრო შეიარაღების შეძენისას უკრაინის თავდაცვის უწყებამ 2.9 მილიონი გრივენი მოიპარა.

ამ ცილისწამებას უპასუხოდ ვინ დატოვებდა და უკრაინის სახელმწიფო სამხედრო კონცერნმა შემდეგი ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
"მოვუწოდებთ ბატონ სააკაშვილს ჩვენი კორუფციის შესახებ თავისი განცხადებები უკან წაიღოს. ნუ დაკავდება პოლიტიკური პოპულიზმით და ნუ გამოიყენებს ამისთვის საიდუმლო დოკუმენტებს. ეს საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს სამხედრო კონტრაქტებს, რაც თავის მხრივ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც თავშიც მოგახსენეთ, წინა კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრების უმთავრესი "გმირები" კვლავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი წევრები იყვნენ. ფაქტია, პარტიაში დიდი განხეთქილებაა და არის "საშიშროება" რამდენიმე ნაწილად გაიყოს.

ყრილობა 20 იანვარს არის დანიშნული და ჯერ არ არის ცნობილი საერთოდ ჩატარდება თუ არა. რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბოკერიას და სააკაშვილის დაჯგუფებები ამ ყრილობას ცალ-ცალკე ამზადებენ... მიხეილ სააკაშვილის "უკრაინული დირექტივებით" თუ ვიმსჯელებთ, ყრილობა აუცილებლად უნდა გაიმართოს, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერიას ე.წ. გუნდი კი მის გადადებას ითხოვს. ფაქტია რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ვითარება ყოველდღიურად იძაბება და ურთიერთბრალდებებსა და კრიტიკულ შეფასებებს პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუსწრებლად, სოციალური ქსელებისა და ტელევიზიის მეშვეობით უთვლიან.

"შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მიშას ამბავი არ იცით, რასაც მოიწადინებს, იმას დაარქმევს "დიდგორს", "ნაცმოძრაობა" კი არა, აგერ მთლად რუსეთი მიხედვას აპირებს და დიდგორი მაშინ ნახეთ...

იხილეთ ასევე: "საქმე აქამდე რომ მივიდა, ამაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი" - ვინ შედიან "ნაცმოძრაობის" ГКЧП-ში?!

მკითხველის კომენტარი (21)
soso
30 დეკემბერი 2016 16:20
Martla magari kopila!
J A G A
29 დეკემბერი 2016 10:00









ტიპიური თანა'მედროვე ,,ყვარყვარე'' ხარ

ს ა ა კ ი ა ნ ც ო !

შენ ამ ქვეყნიერებას უკვე აღარ ეკუთვნი . . .




fui tkveni.
28 დეკემბერი 2016 21:46
გიჟი რომ იყო ვიცოდით, მაგრამ ასეთი?
...........
27 დეკემბერი 2016 12:28
აი ახლა კი ნამდვილად დირეზეა ეს ნაცარქექია შემომჯდარი და იმით უნდა "გაწკეპლოს" დევი თუ დათვი. შეიძლება ადამიანმა სიკეთე ქნას და არ დაუფასდეს, მაგრამ ამ ნაცბანდიტებს მაინც ყოფნით უნამუსობა და იმასაც არ იგნებენ რომ თუ ასეთი მაგრები და აღმშენებლები იყვნენ, როგორ დაიმსახურეს ამხელა ზიზღი და სიძულვილი საკუთარი ხალხისგან, ამაზე წუთით მაინც თუ დაფიქრებულან ეს სისხლისმსმელი ბინძურები. და ქოცნახირის უსუსურობა აქ არაფერ შუაშია, ისინიც არანაკლებ ეზიზღება ქართველ ხალხს, მაგრამ ისე როგორც ხისთავიანი ცხოველები.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები