სარკოზის გაასამართლებენ, სააკაშვილი კი ძველებურად ლაღობს, აი, გვარამია კიდევ ისევ ფარულ ჩანაწერებს დასდევს
სარკოზის გაასამართლებენ, სააკაშვილი კი ძველებურად ლაღობს, აი, გვარამია კიდევ ისევ ფარულ ჩანაწერებს დასდევს
წინა კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება ტრადიციული "მძაფრი ვნებებით" გამოირჩეოდა - აურზაური პარლამენტში, დებატები "საზმაუში", თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ნიკა გვარამიას "დასაბუთებული და ემოციური" განცხადება...

ნამდვილად ვერ გეტყვით უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ბახუსის ტყვეობაში" თუ იმყოფებოდა. იქ არ ვყოფილვარ და საკუთარი თვალით არ მინახავს. თუ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი კანონმდებელი არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა. "ევროპული საქართველოს" წევრების ბევრი არაფერი დაიჯერება, ამიტომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს სიტყვები ისევ მათ სინდისზე იყოს.

ახლა კი იძახის ყაველაშვილი "არ ვარ მე ის კაციო", მაგრამ ელენე ხოშტარიას "გაჩალიჩებულმა" "ფეისბუკლაივმა" თავისი საქმე გაააკეთა მავრივით და ახლა საქართველოს ნახევარზე მეტს სჯერა, რომ ყაველაშვილი პარლამენტში არაფხიზელი დაიარება...

მოკლედ, იმავე დღეს ხოშტარიამ ყაველაშვილი, რომ "გამოიჭირა", პარლამენტის სხდომა შეფერხდა, ამის მიზეზი კი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის ჩხუბი გახდა. საპარლამენტო უმცირესობას მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლა სურდა, რისი საშუალებაც მათ უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ მისცეს. ამ "არეულობის" მოთავე უკვე მერამდენედ ნახსენები "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აღმოჩნდა, რომელსაც
სხდომათა დარბაზში ბანერის - "არა მედიაზე შტურმს" საჯაროდ გამოფენა უნდოდა. მაინც ვერ გამიგია, ქალბატონი ელენეს მშობლიურმა პარტიამ, ამჟამად სახეშეცვლილმა "ნაციონალურმა" მოძრაობამ თავის დროზე არაერთი მასმედიის საშუალება "ჩაძირა", ხოშტარიას არ გაუგია?

უმრავლესობის წევრებმა "ექსნაცებს" "აბაროტი" მალე აუღეს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა
მდინარაძემ
პარლამენტის ტრიბუნიდან, უმცირესობის პასუხად პლაკატი გამოფინა, რომელზეც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის კადრები იყო აღბეჭდილი.

ვიდრე დეპუტატები ერთმანეთს ბანერების გამოფენა-გაქრობაში ეჯიბრებოდნენ, "საზოგადოებრივ ტელევიზიაში" "ბობოქარი" მოვლენები მიმდინარეობდა. არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ "საზმაუს" რეორგანიზაციის პროცესის დაწყება განიზრახა. ახალი უფროსის ამ გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, საქმეში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებიც "ჩაებნენ" რომლებიც ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და საზოგადოებას თავის დროზე ვალტერ შურღაიასა და მისი რაზმის ასევე ტელევიზიის დროებითი "ოკუპაციის" ხანა გაახსენეს.

არ დავიწყებ ამ კონფლიქტის დეტალურ ანალიზს, რადგან საზოგადოება ამის შესახებ სრულად ინფორმირებულია. მხოლოდ საკუთარ აზრს მოგახსენებთ.

რომ მკითხოთ, "საზოგადოებრივი მაუწყებლობა" დიდი ხნის დასახურია. გავრცელებული ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს მისი შენახვა, არც მეტი არც ნაკლები 440 მილიონი ლარი დაუჯდა. ეს ტელევიზიის სარეკლამო შემოსავლების გარეშე. 440 მილიონი კი არა და თუნდაც 2-3 მილიონის საქმეს აკეთებს? უყურებს ვინმე "საზმაუს" მომზადებულ გადაცემებს? ამ სტრიქონების ავტორი საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ სპორტული გადაცემების დროს რთავს, ისიც იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდებისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების ჩვენების ექსკლუზიური უფლება გააჩნია. რა გააკეთა ახალი და საინტერესო ამ ტელევიზიამ ბოლო წლების განმავლობაში? სრულიად ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს, რომ ამ რაოდენობის დაფინანსების პირობებში ეს ტელემაუწყებლობა თავის სფეროში ლიდერის პოზიციაზე უნდა იდგეს. სამწუხაროდ, ნებისმიერი საზოგადოებრივი გამოკითხვის დროს მყარი "აუტსაიდერის" პოზიციას იკავებს. ალბათ დადგა დრო და გარდაქმნები უნდა შეეხოს.

რასაკვირველია, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის და უპირველეს რიგში იქ მომუშავე ადამიანები იზარალებენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების მომავალზე ბოლო დღეებში ბევრი იწერება და ითქმის. სამწუხაროდ, ნებისმიერი რეფორმა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს... ფაქტი ერთია, "საზმაუ" დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში გუშინდელი დღეა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება...


წინა კვირას ქართულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიაში 1 200 ადამიანი მუშაობს, ქალაქ ლონდონის ანალოგიურ სამსახურში კი მხოლოდ და მხოლოდ 835. ლონდონში 8 276 251 ადამიანი ცხოვრობს, თბილისში კი - 1 108 717. ვფიქრობ, რომ საყურადღებო ციფრებია, ჰოდა, ანალიზიც თქვენთვის მომინდვია...

წინა კვირის ერთ-ერთი "გმირი" ბატონი ნიკა გვარამიაც აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა.

"როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით. მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი", - განაცხადა გვარამიამ.

რა გახდა უკანონო ჩანაწერების მუდამ ამოუწურავი და დაუსრულებელი თემა? რითი ვერ ხერხდება მათი საბოლოო განადგურება? არ დადგა დრო საქართველოში ეს საკითხი სამუდამოდ ამოიწუროს და დასამარდეს? კვირა არ გავა უკანონო აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებზე ახალი სკანდალური "ქრონიკის" მომსწრენი არ გავხდეთ.

დღევანდელი წერილის დასასრულს კიდევ ერთ საკითხს შევეხები. ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას სარკოზი 2012 წელს წინა საარჩევნო კამპანიის ხარჯებში აღმოჩენილი დარღვევების გამო უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარსდგება.
არ დადგა დრო მიხეილ სააკაშვილმაც ანალოგიური ბედი გაიზიაროს. დრო გადის, საქართველოს ყოფილი "პირველი" კი რა სასჯელი და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, "ლაღობს, ხარობს" და "ამ დუნიაზე" წყალს ისევ ამღვრევს. დროა მის პარპაშს დრო მოეღოს და ბოლოსა და ბოლოს კანონის წინაშე პასუხი აგოს.

მკითხველის კომენტარი (12)
maxo
16 თებერვალი 2017 16:22
სააკაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლება იტხოვს გასამარტლებასის დამნაშავეა მაგრამ ევროპა და ამერიკა მფარველობს ე.ი. რა გამოდის ევროპაც და ამერიკაც დამნაშავეა და ჩვენ მაინც მათ ვეტმასნებით,ისმის კითხვა რატომ??????????????????????????????.
neno
15 თებერვალი 2017 21:50
აღფრთოვანებული ვარ ზოგიერთი შტატიანი კომენტატორის მიგნებებით (კომენტარის ენობრივი მხარე ხომ შეუდარებელია. ნეტავ მისი ავტორი ქართულ სკოლაში სწავლობდა?).
qutaiseli
14 თებერვალი 2017 22:31
ნაცნახირს საერთოდ ლოგიკა თუ იცით რა არის ნეტა.ლოგიკურად დაგიმთავრდათ ყველაფერი ისე როგორც გეკუთვნოდათ ეხლა კიდე ჯღაპნეთ ეგ დაზეპირებული პასკვილები და იყავით ეხლა ისე ნაცნახირის მრევლს ერთი რამდენი ქარხანა ააშენა თქვენმა ბელადმა და რამდენი დაასაქმა მისი მართველობის დროს.დდ ან დოლარის სიმყარე რა შუაშია ოცნებასთან სად მიხუინას დროს მქონე დოლარის საერტაშორისო სავალიუტო ინდექსი და სად დღევანდელი ელამი და ყრუ უნდა იყო თან მაგარი პრაფანი ფინანსებში ამას როვერ ხედავდე.
koka
14 თებერვალი 2017 13:29
დაიმახსოვრეთ სპორტსმენი ბევრს ვერ სვამს,თუ მოჭიდავე ან რაგბისტი არაა!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები