მასმედია ტრამპის წინააღმდეგ, "ბოსტანიზაცია" ბრიტანულად და სექსი სასამართლოს გადაწყვეტილებით
მასმედია ტრამპის წინააღმდეგ, "ბოსტანიზაცია" ბრიტანულად და სექსი სასამართლოს გადაწყვეტილებით
რამდენიმე დღის წინ მისტერ დონალდ ტრამპმა თანამემამულე ჟურნალისტების წინააღმდეგ დაუფარავად გაილაშქრა. პრეზიდენტის წყრომა გამოცემებს „The New York Times” და “The Washington Post”-ს შეეხო. ეს ორი გაზეთი ტრამპის მიუღებლობით განსაკუთრებით გამოირჩევა.
გამოცემები საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჰილარი კლინტონს მხარს ღიად უჭერდნენ. ჩაიარა არჩევნებმა, კლინტონი დამარცხდა, თეთრ სახლში კი "არაპროგნოზირებადი" ახალი "მეთაური" მოკალათდა, მასმედიის ზემოთ დასახელებულმა ერთეულებმა კი პოლიტიკა მაინც არ შეცვალეს და დონალდ ტრამპს კვლავ დაუფ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არავად აკრიტიკებენ.

პრეზიდენტის პასუხმაც არ დააყოვნა. "ბოლო რ
ამდენიმე თვის განმავლობაში „The New York Times” და “The Washington Post” ჩემს დისკრედიტაციას ცდილობენ. ეს კამპანია რამდენიმე თვეა უწყვეტად გრძელდება და სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს. ამ ჟურნალისტებს არ ესმით რომ მე ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და მათი გაუთავებელი ლანძღვით ხალხში პოპულარობა და ავტორიტეტი არანაირად არ მიმცირდება. მოვუწოდებ ამ "ვაიჟურნალისტებს" საჯაროდ ბოდიში მომიხადონ და ჩემს მიმართ ცილისწამებებს წერტილი დაუსვან"
, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური მასმედიის საშუალებებში რამდენიმე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, რომელიც ალბათ ქართველებს განსაკუთრებით დააინტერესებს.

ბრიტანული გამოცემა
"The Sun"-ის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ ქალაქ ლონდონის მერიის წარმომადგენლებს თავში ერთი ბრწყინვალე აზრი მოუვიდათ. მათ წინადადება წამოაყენეს, რომ მოსახლეობამ მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე ბოსტნები გააშენოს.

ბრიტანელების გამოთვლებით, ინგლისის დედაქალაქში არსებული შენობების ბრტყელი სახურავების საერთო ფართი 24 ათასი ჰექტარია. შესაბამისად წარმოიდგინეთ, თუ ამ ფართზე რა რაოდენობის მოსავლის მოწევა შეიძლება. თუ "ბოსტანიზაციის" ამ პროექტმა დღის სინათლე იხილა, ამით ლონდონის ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ინგლისელებიც საკუთარ სუფრას მაღალი ხარისხის ბოსტნეულით დაამშვენებენ.

მგონია, რომ შესანიშნავი თაოსნობაა და მისი თბილისში დანერგვა ცუდი არ იქნებოდა. ამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მრავალი ახლად აშენებული ბრტყელ სახურავიანი სახლია, გვყავს ბლომად უმუშევრებიც. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ბაზრობებზე შრომობს რაიონებიდან ჩამოსული მრავალი გლეხიც.

ჰა, ბურთი და მოედანი. თუ დაინტერესება იქნება, შეიძლება ამ საქმეს თავი ქალაქის მერიამ მოაბას, შეიძლება ინიციატივა ხელში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "ჩაიგდოს". არ გამოვრიცხავ, რომ ამ იდეას პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურონ და შესაბამისი აქციებიც წამოიწყონ, სადაც მთავარ ლოზუნგად "გადავაქციოთ თბილისი ერთ დიდ ბოსტნად" იქნება გამოტანილი.

წინა საუკუნის 90-იან წლებში ლეგენდასავით დადიოდა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილის ამბავი, რომელსაც რუსთაველის პროსპექტზე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე "პლანის" პლანტაცია ჰქონდა გაშენებული და მოწეული "პროდუქციით" ყველა ახლობელს ამარაგებდა. მთავარი მაინც სწორად წარმართული საქმიანობაა და მალე ალბათ ყველანი ვიგემებთ თუნდაც "რედისონის" სახურავზე მოყვანილ ხახვს, სტაფილოს, ბადრიჯანს ან კომბოსტოს.

საქართველოში დემოგრაფიული პრობლემაც გვაწუხებს. ჩვენი მეცნიერების აზრით, სადღაც ორმოცდაათი წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობაში ქართველების პროცენტული ხვედრი მკვეთრად შემცირდება. განგაში დიდი ხანია რაც ატეხილია, მაგრამ ქმედითი ღონისძიებები მაინც იგვიანებს.

ისრაელურ მასმედიაში ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ქალაქ ბეერ-შევას სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ მამაკაცი ცოლთან არ დაწვება და თავის პირდაპირ მოვალეობას პირნათლად არ შეასრულებს, ამ უკანასკნელის ჩივილის შემთხვევაში დიდი თანხით დაჯარიმდება. ჩემი აზრით ანალოგიური წესი საქართველოშიც უნდა დავნერგოთ. მართალია სამკუთხედი, "ღვინო-დუდუკი-ქალები" ჩვენი მამაკაცების მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპს წარმოადგენს, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ისინი "სუსტი სქესის" პარტნიორებს ძირითადად ოჯახების გარეთ ეძებენ, კანონიერ მეუღლეებს კი "ჩაგრულთა" მდგომარეობაში ამყოფებენ.

მკითხველის კომენტარი (6)
მანონი
19 აპრილი 2017 15:51
დაგვიანებიათ ინგლისელებშ ინოვაციური რროექტის ''ბისტანიზაციის' მოფიქრება, ან სულაც შესაძლებელია ეს იდეა ქართველებისგან აიტაცეს. ქართველებისგან- ვამბობ, რადგან ნამდვილად ვიცი, წლებია უკვე, ვარკეთილში ბინის სახურავზე ნერგები გამოჰყავთ. ისიც უკვე ცნობილია, რომ თბილისის ბინების სახურავებზე მტრედების ადგილი ბოცვერმა დაიკავა. ხშირ შენღხვევაში მამლის ყივილიც აღარ გვიკვირს. მოხერხებული და პრაქტიკული ხალხი ვართ ქართველები, კრეატიულობაში გვაჯობებს ვინმე- განა?!
ქართლო
27 თებერვალი 2017 10:59
ევროპაში რა სიბრიყვეც მოუვა ვიღაცას თავში ჩვენში გენიოსობა რატომ ჰგონიათ? რა სახურავის ბოსტანი? რა სისულელეა? საქართველოში საუკეთესო მიწებია დაუმუშავებელი და მიგდებული, თუ ვნმეს ბოსტანი უნდა სოფელში დამკვიდრდეს და იშრომოს. მაგრამ ქართველების "მატრაბაზობის" ბრალია ყველას ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში უნდა ცხოვრება, მოსწონთ ასფატი და ვერ ელევიან უნიტაზს, აი ქართული ცხოვრების ფილოსოფია.
*
18 თებერვალი 2017 15:37
მაგ გამომპალ 8 და 9 სართულიანებს კიდევ ბოსტანი უნდა სახურავზე და ჭერის ჩამოქცევა?
ზურაბი
16 თებერვალი 2017 22:52
მოწოდებები კარგია....(14-29წ.) უმუშევარია დაახლოებით 40%, მათგან 76% სამუშაო თვითონ არ ეძებს, ამას ხოვს ნათესავებს,ახლობლებს....ესაა პრობლემა---შრომის კულტურის არ ქონა,შრომის აუცილებლობის შეგნება...სამაგიეროდ ითხოვენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას....აქაც დიდი საფრთხე გველის(როგორც საბჭოთა პერიოდში იყო) მწარმოელები იქნებიან სხვები,ხოლო მომხმარებლები ქართველები.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები