სედანზე ვიჯექი და გადავჯექი "დიდ ჯიპზე", ანუ რამე დამიპატარავდება ამის შემდეგ? - კვირის პალიტრა

სედანზე ვიჯექი და გადავჯექი "დიდ ჯიპზე", ანუ რამე დამიპატარავდება ამის შემდეგ?

სტატია არის იმ მარაზმში გადასული აქციის გამომხმაურება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ გყავს დიდი ჯიპი, შესაბამისად გაქვს პატარა "ასო" და თან ცუდი ტიპი ხარ… მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა მარაზმი:

მარაზმი #1: რატომ არის გაიგივებული პატარა პენისი ცუდ ტიპობასთან და თითით საჩვენებელ თემასთან, თუ ეს ნაკლია და თან ფიზიკური, ძალიან დაბალ დონედ მეჩვენება ამ თემის ნეგატიურ ჭრილში გამოყენება;

მარაზმი #2: ეკოლოგიაზე რომ გვესაუბრებით, იქნებ მანამდე გაგერკვიათ სტატისტიკა, თუ იცით ზოგადად რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინი, კერძოდ: ჯიპების დიდი ნაწილი არის ახალი, ასევე ბუნებრივ აირზე გადაყვანილი და გარემოს იმაზე გაცილებით ნაკლებად აბინძურებს, ვიდრე ბებიათქვენის დროს გამოშვებული ოპელ ვექტრები და ა.შ. მანქანებში ერკვევით საერთოდ?

მარაზმი #3: მოგვიწოდებთ ყველგანმავალი მანქანების სმარტ მანქანებით ჩანაცვლებაზე, როცა ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც გზების 50% იმდენად არის დაზიანებული, რომ ან 20-ით უნდა ვიაროთ, ან "ჩავარტყათ" ყველა ამოგლეჯილ ადგილას და მერე მამათქვენები გაგვიკეთებენ მანქანას? ან როცა საშინლად ატარებს სხვა მძღოლების უმრავლესობა, ავარიის შემთხვევაში ჩვენი სმარტისგან ნაფლეთებიღა დარჩება, ჯიპი უსაფრთხოების გარანტია უფრო არის, ვიდრე სნობიზმის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ პარკინგზე.

მარაზმი #4: თუ ჯიპი არის ჩვენი სტატუსის და კლასის მინიშნება, კომუნისტურ საზოგადოებაში დაბრუნებას გვთავაზობთ იმისთვის,რომ ვიღაცამ თქვენს მსგავსად "დაჩაგრულად" არ იგრძნოს თავი? ჩვენი ბრალია, თუ თქვენ მთელი ცხოვრება ბირჟაზე დგომაში, უსწავლელობაში, მსგავსი აქციებით დროის ფლანგვაში გაატარეთ და ჯიპის არა და ველოსიპედის თანხაც არ გაქვთ და ამ ფორმით გამოხატავთ აგრესიას?

აუცილებლად მოგიწყობთ ღია კარის დღეებს, სხვის პენისებზე მღელვარე საზოგადოებავ და მოგცემთ საშუალებას მეტი ფაქტი დაურთოთ თქვენს რეპორტს…

და კიდევ, აქციის ფოტოებზე უმრავლესობა მამრია გამოსახული და მაინტერესებს, საკუთარ მაგალითს განავრცობენ მასაზე, თუ დიდი პრაქტიკა აქვთ დიდ და პატარა ასო-ებთან ურთიერთობის და მანქანებთან პარალელებს ამის შედეგად ავლებენ? არავითარი სარკაზმი, მართლა მაინტერესებს აღნიშნული ექსპერტების გამოცდილება… :)

გისურვებთ იმდენი თანხის შოვნას, რომ თავად შეძლოთ კომფორტული გადაადგილება და შესაბამისად ჩვენმა კეთილდღეობამ თქვენში აგრესია არ გამოიწვიოს, აქვე, როგორც მარკეტერი და ბიზნესის სპეციალისტი – გარწმუნებთ, რომ ამ ტენდენციით – ველოსიპედის თანხასაც ვერასდროს იშოვით, დაეშვით მიწაზე და დაკავდით რეალურად სასარგებლო საქმეებით.

და თუ (კი არა და რათქმაუნდა) ეს ყველაფერი თქვენს პოპულარიზაციას ემსახურება, მიიღეთ დიდ პატივად, რომ ცალკე ბლოგ პოსტი მოგიძღვენით, "დალშე" წარმატებას ვერ გისურვებთ, აზრი არ აქვს უბრალოდ.

პ.ს. ამ მანქანის ბედკრული მფლობელი საერთოდ ამპუტირებულია სავარაუდოდ…

გურამ შეროზიას ბლოგი