ფრთხილად, ყაზტრანსგაზი! გაავრცელეთ! კიდევ ერთი "ბესპრედელი" უპატრონო ქვეყანაში! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, ყაზტრანსგაზი! გაავრცელეთ! კიდევ ერთი "ბესპრედელი" უპატრონო ქვეყანაში!

მაქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი იმისთვის, რომ 20 ლარის "მოტეხვა" და არ მრიცხველის დაზიანება არ იყოს ჩემთვის პრიორიტეტული და ამის დადასტურებაც შემიძლია

აპრილის დასაწყისი იქნებოდა, როცა სახლში მისულს დედა დამხვდა და მომიყვა, რომ "სტუმრები" გვყავდნენ ყაზტრანსგაზიდან, რომლებსაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ ბუნებრივ აირს არარეალურად მცირე ოდენობით მოვიხმარ, შესაბამისად "მე გაზს ვიპარავ".

გამეღიმა და დავპირდი, რომ უახლოეს დღეებში შევირბენდი და ავუხსნიდი, რომ მარტო ვცხოვრობ, სახლში თითქმის არ ვარ და სწორედ ეს არის მიზეზი.

დედაჩემმა მომცა ვინმე გელას ნომერი, რომელმაც მითხრა, რომ კომპანია მომცემდა გაფრთხილებას და დამაჯარიმებდა, რაზეც გავცეცხლდი და მოვითხოვე წერილობითი მომართვა ამის თაობაზე, რომ შემძლებოდა ჩივილი, რაზეც დამეთანხნენ.

ამის შემდეგ დაიწყო სრული განუკითხაობა:

გაფრთხილების წერილი მომიტანეს 16 რიცხვში, ხოლო თარიღი ეწერა 8 და გასაჩივრების ვადა მქონდა 10 დღე, ანუ გამოდიოდა, რომ 10 დღის ნაცვლად იძულებულს მხდიდნენ 1.5 დღეში გამესაჩივრებინა, ანუ ვადა 18 რიცხვამდე მრჩებოდა. თან მეორე დღეს ჰელსინკში მივფრინავდი და ფიზიკურად ვერ მივიდოდი საჩივლელად, თარიღიც არ გადამიწიეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანება მათი მიზეზით მოხდა.

გასაჩივრებაზე (სემეკში, ვინც ფორმალურად ჩვენს უფლებებს იცავს, მაგრამ რეალურად არასდროს გამიგია მათი "შუამავლობის" პოზიტიური შედეგი), როცა პრეზენზია გამოვთქვი დაგვიანებით მოტანაზე – ვიღაც ღიპიანი ჩინოვნიკი წამომიდგა (ერთერთი დეპარტამენტის უფროსი) და გამომიცხადა, რომ ორი დღეც საკმარისი დროა, როცა მე კანონით მეკუთვნოდა 10 დღე!!!! შესაბამისად დაგვიანებით ჩივლის გამო – გაფრთხილება ვეღარ გავაპროტესტე და დამეკისრა ჯარიმა.

ბუნებრივია გავასაჩივრე ჯარიმაც და მივუთითე ყველა პუნქტი, რომელიც ხაზს უსვამდა ჩემ უდანაშაულობას, კერძოდ:

9 საათზე გავდივარ სახლიდან, ვბრუნდები ღამის 11-ზე, რაკი ვმუშაობ 10-დან 6 საათამდე ერთ სამსახურში, ხოლო 7-დან 10 საათამდე საღამოს – ლექციებს ვკითხულობ – შემეძლო ცნობების წარმოდგენა.

ვმოგზაურობ სამ თვეში ერთხელ, ანუ არის პერიოდები, როცა ბუნებრივ აირს საერთოდ არ ვიყენებ

მაქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი იმისთვის, რომ 20 ლარის "მოტეხვა" და არ მრიცხველის დაზიანება არ იყოს ჩემთვის პრიორიტეტული და ამის დადასტურებაც შემიძლია;

ბინა ვიყიდე 3 წლის წინ და მთელი სამი წელი მოდიოდა "გაზის ქალი" და მხოლოდ ახლა გაუჩნდა ეჭვი, შესაბამისად არ არსებობს სამხილი, რომ თუნდაც დაზიანებული მრიცხველი მე დავაზიანე და არა რომელიმე ჩემმა წინამორბედმა (რა სისულელეა ესეც)

სახლში მაქვს კონდიციონერი, რომელიც მაქვს ჩართული ზაფხულშიც და ზამთარშიც, შესაბამისად ბუნ. აირს მხოლოდ აბაზანისთვის ვიყენებდი, ისიც ნაწილობრივ, რაკი შემეძლო წარმომედგინა ასევე ფიტნეს აბონემენტი, სადაც ყოველ მეორე საღამოს დავდიოდი;

საკვებს სახლში საერთოდ ვერ ვამზადებდი გრაფიკიდან გამომდინარე, გაზქურას ლამის მტვერი დაედო;

წესით ლოგიკური და საკმარისი მტკიცებულებებია, თუმცა…

და ყველაზე საშინელება იყო ის, რომ შეიძლება ჩემთვის 200 ლარამდე ჯარიმა არ იყო ფინანსურად დამანგრეველი, მაგრამ იქ იყვნენ ასევე მოხუცი ადამიანები, რომლებიც ლამის ცრემლებამდე მიიყვანეს, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შესაძლებლობა ეს უსამართლო ჯარიმები გადაეხადათ, მაგრამ უკაცრავად და ყაზტრანსგაზს ისინი ფეხებზე ეკიდა, მათ თავისი გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი!

ჩემი ამ ჩივილის შემდეგ, თავისივე კომპანიაში ჩაატარეს ექსპერტიზა და დაადასტურეს, რომ მრიცხველს ჰქონდა დაზიანება, ანუ ახალი მრიცხველიც მე უნდა შევიძინო და პლუს ჯარიმაც გადავიხადო და რაც მთავარია – მე ბუნებრივი აირის "ქურდი" ვარ! და ყველაზე დიდი უბედურება, უძულურები ვართ ამ უკანონობის წინაშე!!!

მიჩნდება რამდენიმე ლოგიკური შეკითხვა:

რისთვის არსებობს "სემეკი", რომელიც ფაქტიურად ვერავის უფლებას ვერ იცავს?

ქვეყანაში რატომ არ უნდა არსებობდეს ინსტიტუტი/ორგანიზაცია, ვინც ჩვენს უფლებებს დაიცავს

პატრონი გვყაავს საერთოდ ამ ქვეყანაში??!!

პ.ს. გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ხვალ ჩემ და ამ მოხუცების ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ დიდი ალბათობით, დავიცვათ საკუთარი თავი და ერთმანეთი შეძლებისდაგვარად ამ პარაზიტი მონოპოლისტებისგან, უპატრონო ქვეყანაში!!!

გურამ შეროზიას ბლოგი