"ღრუზინკა" ქალების ტოპ 28 თვისება – ამოიცანით თქვენი გარშემომყოფები - კვირის პალიტრა

"ღრუზინკა" ქალების ტოპ 28 თვისება – ამოიცანით თქვენი გარშემომყოფები

ჩემი ერთერთი ძველი პოსტის, კერძოდ – "ღრუზინი კაცების" გაგრძელება. დაე სუფევდეს გენდერული თანასწორობა ჩემ ბლოგზე და ვისაუბროთ "ღრუზინ ქალბატონებზეც", მაქსიმუმ 5 პუნქტში თავის ამოცნობა – არის მისაღები, მეექვსედან უკვე საგანგაშო, მაგრამ გამოსწორებადი… :)

ღრუზინკა იცვამს "დეკოლტეს" და ყოველ ორ წუთში ერთხელ ხელით ექაჩება ზემოთ;

აქვს წაკითხული "მარტოობის ასი წელიწადი" და "99 ფრანკი" და ეს მის მაქსიმალურ შეხებას წარმოადგენს ლიტერატურასთან, პოეტებიდან კი გალაკტიონზე გიჟდება, რაკი სხვები უბრალოდ არ იცის;

აქვს ისტერიკა და მთელი კვირა აღარ გელაპარაკება, თუ მისი თანდასწრებით რამე უცენზურო სიტყვა წამოგცდება, თავად კი სექსს და სასქესო ორგანოებს "ის" და "იმით" მოიხსენიებს;

ღრუზინკა დედაკაცი ფეხებს იპარსავს მხოლოდ ზაფხულში, ზამთარში მაინც არ უჩანს;

ღრუზინკა კეკლუცი და მოვლილია გათხოვებამდე, მერე სუქდება და სახლში თმაგაწეწილი დადის, ცხოვრების მიზანს უკვე მიაღწია და რა ენაღვლება;

ღრუზინკა თანახმაა ქმარმა უღალატოს, კერძოდ: იაროს ბოზებში, მთავარია არ გაიჩინოს საყვარელი! აბა ისე, კაცია და უნდა გაერთოს, ძმაკაცებთან ერთად რომ დალიოს და ისინი წავიდნენ, ქმარი ხომ არ გამოაკლდება?

ღრუზინკა იგონებს რომანტიულ ლავ სთორი-ებს სხვადასხვა სიმპატიურ ბიჭზე და ბოლოს თვითონაც იჯერებს;

ღრუზინკა მარტოა იმიტომ, რომ მიუწვდომელია და თავის ფასი იცის, სულელი კაცები კიდევ ადვილად ხელმისაწვდომ, აქტიურ გოგონებს ეტანებიან, ვაი მაგათ პატრონს!

ღრუზინკას აქვს ანალური და ორალური სექსი, რათა შეინარჩუნოს ქალწულობა და ის ქმარს ჩააბაროს;

ღრუზინკა გათხოვებისთანავე წერს განცხადებას სამსახურში და მიდის სახლში, აბა ქმარი რათ უნდა, თუ არ არჩინა?!

ღრუზინკას აქვს ქმრის ფეისბუქის პაროლი და თავის თავს სიყვარულით აღსავსე კომენტარებს უწერს;

ღრუზინკა კითხვას "რა მუსიკას უსმენ" პასუხობს: რავი, ყველანაირს, ძირითადად ჯაზს და ამ დროს ჩუმად ჩაუწევს ხმას კირკოროვს თუ ალეგროვას;

ღრუზინკას სინაზეც შეუძლია, ამ დროს აცხადებს, რომ კვერცხს ნაჭუჭიანად წვავს, უყვარს კითხვა, მაგრამ ბოლოს რა წიგნი წაიკითხა არ ახსოვს, არც მანამდე წაკითხული წიგნები;

ღრუზინკა ადრენალინს გამოყოფს, როცა ქმარი აგინებს, უყვირის და ა.შ. და ამყობს, რომ ის ნამდვილი მამაკაცის გვერდითაა!

"თავისუფალი გრუზინკას" სწყურია სექსი, მაგრამ იკერება მინიმუმ 3 ჭიქა მედოფის და 20 ლარიანი რესტორნის ანგარიშის შემდეგ, აბა პატივისცემის გარეშე "რაპონტში" დაწვება, ბოზი კი არ არის;

ზოგ ღრუზინკას აქვს სექსი, მაგრამ ყოველ შემდგომ მამაკაცს სთხოვს, რომ "არ გაუბაზროს", მაგრამ რაკი ეს მამაკაცი არის "ღრუზინი" მაინც უბაზრდება;

ინგლისურ და რუსულ ენებში არის აემ თეიბლის დონეზე და მაინც, აქტიურად პოსტავს "უცხო ენებზე" გუგლ თრანსლეითის გამოყენებით და შესაბამისად უამრავი შეცდომით;

ითხოვს გენდერულ თანასწორობას და მაინც, თუ კაცი მის ნაცვლად არ გადაიხდის, სახლამდე არ მიაცილებს, ადგილს არ დაუთმობს – არაკაცად თვლის;

გათხოვების შემდეგ შორდება ყველა ბიჭ მეგობარს და მეგობრობს ძირითადად გათხოვილ მეგობრებთან და მათ ქმრებთან;

იღებს ფოტოებს რუსთაველის და აღმაშენებლის გამზირის ყველა ხის თუ ბუჩქის ფონზე, ასევე სახლში, ლოგინზე წამომჯდარი – ქუსლებით და საზეიმო ჩაცმულობით;

მოსწონს ბიჭების მიერ სხვა გოგონების კრიტიკა, თუნდაც ეს გოგონა მისი უახლოესი მეგობარი იყოს, ამით საკუთარი თვითშეფასება უმაღლდება;

დადის ფიტნეს დარბაზებში, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ჭორაობაში და დაკუნთული ბიჭების თვალიერებაში ატარებს;

არამხოლოდ საკუთარს, მეზობლების პატიოსნებასაც მედგრად დარაჯობს;

აქტიურად განიხილავს სხვის ცხოვრებას, რაკი საკუთარი უბრალოდ არ გააჩნია;

უყურადღებობის ან გაბრაზების შემთხვევაში გშლის ფეისბუქზე მეგობრებიდან, ან გბლოკავს, ჩუმად.

აცვია სამმაგი "ფუშ აფი" მკერდის გადიდების მიზნით და ჰგონია, რომ კაცები ვერ ვარჩევთ "ბუტაფორიას";

მთელი ცხოვრება დასცინის "გოიმ" მამაკაცებს და 25+ ასაკში ცოლის/დედის სტატუსის წყურვილით ერთერთ მათგანს ცოლად მიჰყვება;

ახლა სხედან და ისტერიულად ტოვებენ ამ ბლოგ პოსტზე აგრესიულ კომენტარებს, რამდენჯერმე, სხვადასხვა სახელით...

გურამ შეროზიას ბლოგი