12 მეთოდი - როგორ გავხდეთ "ცნობადები" ერთ კვირაში
12 მეთოდი - როგორ გავხდეთ "ცნობადები" ერთ კვირაში
27-02-2016
1. წადით მონასტერში, მონასტრიდან კი პირდაპირი რეისით ცირკისკენ გამოემართეთ, ან გზაში, რამდენიმე ტიტლიკანა ფოტო გამოდეთ. თუ მონასტრამდე გეზარებათ, სტიქაროსანი ან უბრალოდ მეტისმეტად მორწმუნეს იმიჯი მოირგეთ.

2. თუ გოგონა ხართ – გამოფინეთ საჯაროდ შიშველი მკერდი, ან კამერის წინ გაიხადეთ, თუ ბიჭი – შიშველ საჯდომს გადაუღეთ ფოტო და დაპოსტეთ ფეისბუქზე. მალევე მიგიწვევთ ბატონი ჯაჯანიძე, სადაც აწ უკვე "პატივცემული", ყოფილი მეძავები გამოგლანძღავენ, ხალხი თქვენს მხარეს დაიჭერს, თუმცა გარეთ გამოსულს, მაინც დაგილურჯებთ მარჯვენა თვალს ვინმე, უსექსო ქართველი ვაჟკაცი. ჰო და, მერე წაბრძანდებით პროფილში, სადაც მაიასთან ერთად იტირებთ და მოყვებით: გეტკინათ, თუ გეწყინათ და ეგაა.

3. დაწერეთ ლექსი, რამე "ფიქრები-ერთად ვიქნებით" ჟანრში, მერე ჩაწერეთ აგრესიული მანერით კამერის სელფი მოუდით, ბუჩქის, ან "სწენკის" ფონზე… აქ აუცილებელია "ლასი" გქონდეთ რბილი, ცოტა იქინე-აქანე და რაც მთავარია – უნდა ყვიროდეთ წაკითხვისას. აი წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს აგინებთ, უბრალოდ სიტყვები იქნება სიყვარულზე. გახდებით ინტერნეტ ვარსკვლავები და ამჯერად ნანუკას შოუში მოხვდებით, მერე ტაშს დაგიკრავენ, თქვენც თანამედროვე გალაკტიონად იგრძნობთ თავს, ხოლო ნაკლებად განათლებული, მაგრამ მეტისმეტად "დანამული" პატარა გოგო-ბიჭები სახის ხოკვა-პორჭყვნით დაგაშეარებენ, მეტი რა გინდათ.

4. მამრებმა მიეცით ინტერვიუ, რომ ქალი არასდროს გაგიბედავთ მოკლე კაბის ჩაცმას, მტვერიც სულ გადაწმენდილი ექნება, თორემ სახის ძვლებს გადაუწმენდთ, საყვარელ ფრაზად "ნასკი გამხადე ქალო" დაასახელეთ. გოგონებმა, ბარბის გამომეტყველებით – მონური მორჩილება აღუთქვით პოტენციურ ქმრებს. მერე წავა გაზიარებები, ცოტას ან ცოტაზე მეტს გაგინებენ, მაგრამ ვარსკვლავობის "ლეველი" ხომ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.

5. დაწექით ნახევარ თბილისთან და მოულოდნელად შეიცვალეთ, ჩადრი ჩამოიფარეთ სახეზე, თავზე შარავანდედი გამოისახეთ და მორალი წაუკითხეთ სხვებს, თუ არგუმენტაცია შემოგაკლდებათ (ინტელექტიც კაი საქონელია) – ბიბლიიდან წაუკითხეთ მცნებები.

6. "გახდით" ტრანსგენდერი, მერე მოულოდნელად ჩაიცვით ჩოხა და დაგმეთ ლგბტ თემი, შიგადაშიგ სამებაშიც დაჩექინდით, ესეც რომ მობეზრდება ხალხს განსახილველად, მერე დაჰკარით ფეხი და გათხოვდით. სახელებიც რამდენიმე გქონდეთ, კარგად მუშაობს, ხან ავთანდილი იქნებით, ხან ციცო, ხან ისევ ავთანდილი და ასე.

7. სხეულზე ჯვრები დაიხატეთ, მერე ცოტა იფართხალეთ და განაცხადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოგესახათ, რომ უფლის რჩეული ხართ და მოწიწება მოითხოვეთ, ერის ნაწილს ამითაც დააბოლებთ.

8. დაიჭირეთ ბიბლია და აკრიტიკეთ მცნებები, პატრიარქსაც თუ აგინებთ – პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ – საავტორო უფლებების წართმევისთვის ვინმე თეა და თინა გიჩივლებენ, თუმცა რაკი არ ექნებათ დაპატენტებული, სასამართლო თქვენს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს.

9. გახდით სასულიერო პირი, იარეთ ფიტნესში ანაფორით, დალიეთ, გაერთეთ, საჯაროდ "აყარეთ ნაშობა", ან პირიქით – გლამურს მიაწექით, გააკეთეთ ღრმად "თანამედროვე" განცხადებები, დადეთ დღეში 800 სელფი, ანაფორა ექსკლუზიურად ვერსაჩეს შეუკვეთეთ…

10. მოყევით, როგორ გიზიდავთ ორალური სექსი, აღწერეთ დეტალებში თქვენი გამოცდილება, თემატურ ფოტოსაც თუ დადებთ "თლა უკეთესი" – ერის გამხრწნელად მოგიაზრებენ, შეგიძულებენ, მაგრამ თქვენ ამით სიამოვნებას მიიღებთ მხოლოდ.

11. თქვით რამე სისულელე, მაგ: დაინახეთ, როგორ ჰქონდათ სექსი თვითმფრინავში, რომელმაც თბილისის საჰაერო
სივრცე გადაკვეთა,
მივარდით აეროპორტში და მოითხოვეთ შეეწყვიტათ, პარალელურად შვილს ყურებზე ხელი ააფარეთ, თქვენი გინება რომ ვერ გაეგო. მერე მძიმე კაცი მიგიწვევთ, იქაც უაღრესი გაუნათლებლობა გამოავლინეთ, განაცხადეთ, რომ როგორც კანტი და ჰეგელი იტყოდნენ, ადამიანი ჰიპოპოტამისგან წარმოიშვა. ამავე გადაცემაში შეგიძლიათ გაგვანდოთ, როგორ გიყვართ მოშარდვა სამშობლოზე მეტად და ამჯერად უკვე ერის პატრიოტი ნაწილი გათრევთ.

12. ვინმე ცნობად ადამიანს "დაუსაყვარელდით", ოჯახი დაუნგრიეთ, ან ნუ დაუნგრევთ, მთავარია, ბოლოს ეს მემუარებში აღწეროთ. პარალელურად, დანა-ჩანგალს თუ ვერ იშოვნით, შეგიძლიათ ვინმეს ჩამჩა ჩასცხოთ თავში და შედეგიც სახეზე იქნება.

და ბოლოს, ამ ხალხის არსებობაზე მეტად მაოცებს იმ ხალხის არსებობა, ვინც ამათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მეტისმეტად მეუხერხულება ის ფაქტი, რომ აი ასე მარტივად მანიპულირებადი ერი ვართ. თუმცა, შედეგი სახეზეა, ეს მეთოდები დღემდე ამართლებს და შესაბამისად, მათ სულ უფრო მეტი "ცნობადობას" მოწყურებული პოტენციური "ვარსკვლავი" მიმართავს.

პ.ს. ყველა პუნქტში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ზოგი მათგანი მისაღებია, ზოგადი ფონია უბრალოდ შემაშფოთებელი.

რაც შეეხება რჩევებს – მშვიდობაში მოიხმარეთ

გურამ შეროზიას ბლოგი


ლულუ
14 მარტი 2016 14:19
გულზე მომეშვა, ძალიან კარგი ბლოგია, ჩემი სათქმელი თქვით,დიდი მადლობა
რუსა
02 მარტი 2016 19:23
აი თურმე რატომ დადიხარ ჯაჯანიძის შოუებში...

“და ბოლოს, ამ ხალხის არსებობაზე მეტად მაოცებს იმ ხალხის არსებობა, ვინც ამათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს“-შენ ის გურამიკო არ ხარ,ვინც ასეთი ხალხის გამოჩენისთანავე აცხობს ბლოგებს???? მოკლედ,ჩემი შენ გითხარიო ისეა შენი საქმე.
სხვა სიახლეები
გადაწყვეტილია.

მოლაპარაკებას აღარ ექვემდებარება…
დაწვრილებით...
ქორწილი ქართულად, მთელი თავისი ღირსებებით, ბედნიერი მომენტებით, განხილვებით, სრული საგვარეულო ხით და თავისი რამდენიმე, უნიკალური ნიშან-თვისებით, მათ შორის:
დაწვრილებით...
ყოველთვის, როცა ვხვდები ადამიანებს, არასდროს შემოვიფარგლები პირველი შთაბეჭდილებით. ალბათ გამოცდილების და ინტელექტის ამბავია ის, რომ ადამიანებში დიდი მკერდის და გრძელი ფეხების მიღმა რაღაც, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი დაინახო.
დაწვრილებით...
ზუტად ვიცოდი, რომ ოდესმე ამ ისტორიის შესახებ დავწერდი, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ აწმყოში და არა წარსულ დროში, თუმცა…
მოკლედ…
დაწვრილებით...
"მერსი ფეხქვეშ გაიგდო სრულიად საქართველომ"
დაწვრილებით...
ალბათ შენიშნავდით, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან, ამოუცნობ და ყველას განხილვის საგან თემაზე - ხმა არასდროს ამომიღია…
დაწვრილებით...
ნებისმიერ კომპანიაში მუშაობისას, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა – მოტივაციაა.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღეა, ვცდილობ გავატარო ეს არაფრის მომცემი, საქვეყნო პანიკა, ჯანო იზორიას, ბონდარენკოს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" თაობაზე, თუმცა სულ უფრო იმატებს განგაში და ცოტა არ იყოს დავიღალე...
დაწვრილებით...
ადამიანების 12 კატეგორია, რომლებთანაც ურთიერთობა შეუძლებელია
დაწვრილებით...
მოდით, ამჯერად რადიკალიზმის წინააღმდეგ გავილაშქროთ და შევეხოთ დოგმებს, როგორც ტრადიციულობით, ასევე, უაღრესი პროგრესულობით შენიღბულებს.
დაწვრილებით...
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
იყიდება სასწრაფოდ. არასტანდარტული, სუფთა,
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
სასწრაფოდ! იაფად იყიდება სახლი ბორჯომში,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები